ღია ვარჯიში სლოვენიაში გამგზავრებამდე

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 15 ივლისი 2016 17:19

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს. საკვალიფიკაციო 31 აგვისტოს, ალბანეთთან მატჩით დაიწყება. ალბანელებთან ერთად შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან სლოვაკეთი და მონტენეგრო არიან და ფინალური ეტაპის საგზურს პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს, მთლიანობაში კი არსებული 7 შესარჩევი ჯგუფიდან ევრობასკეტ-2017-ის საგზურები 4 საუკეთესო მეორეადგილოსანს ერგება.

31 აგვისტომდე ეროვნულ გუნდს თვენახევრიანი მოსამზადებელი ეტაპი და 10 სპარინგ-მატჩი ელის. უკვე მე-4 წელია, საქართველოს ნაკრები შეკრებას სლოვენიით იწყებს, სადაც დაბა პოტრჩეტრტეკის მყუდრო და კეთილმოწყობილ სპორტულ კომპლექსში დაბინავდება. ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება 3 აგვისტომდე გაგრძელდება. საქართველო პირველ ამხანაგურ მატჩს პოდჩეტრტეკში, პორტუგალიასთან 2 აგვისტოს ჩაატარებს, რის შემდეგაც მოსკოვში გადაინაცვლებს და 5-ში ბელარუსს, ხოლო 6 აგვისტოს რუსეთს დაუპირისპირდება.

მოსკოვიდან საქართველოს ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და 12-14 აგვისტოს თბილისის მერიის ტრადიციულ თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოსთან ერთად ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ჰოლანდიის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები.

ილიას ზუროსის გუნდს საკმაოდ კარგი სპარინგი ელის 18-19 აგვისტოს რუმინეთთან, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტის ოთხიდან ერთ-ერთი მასპინძელია. რუმინეთის დედაქალაქიდან ჩვენი ნაკრები პოლონეთში გადაინაცვლებს, სადაც 24-25 აგვისტოს ქალაქ ვლოცლავეკში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ტურნირის ფორმატის თანახმად ნახევარფინალების შემდეგ ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში, ანუ ნახევარფინალში მასპინძელ პოლონეთს შეხვდება, შემდეგ კი, შედეგიდან გამომდინარე, ან ფინალს, ანაც მესამე ადგილისთვის მატჩს ითამაშებს. მეორე ნახევარფინალურ წყვილში შვედეთი ბელგიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა ლაშა გამყრელიძე, რომლებიც „ბ“ ნაკრების წევრმა - ბექა წივწივაძემ ჩაანაცვლა. ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისში დარჩება. სლოვენიაში მის მაგივრად „ბ“ ნაკრების წევრი კახა ჯინჭარაძე გაემგზავრება.

სლოვენიაში არ მიემგზავრება 4-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში კვლავ გამოძახებული ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც ასევე „ბ“ ნაკრების წევრმა ბექა ბექაურმა ჩაანაცვლა. სლოვენიურ შეკრებას გამოტოვებს ზაზა ფაჩულია, რომელმაც ნბა-ში გადატვირთული სეზონი ჩაატარა, რამდენიმე დღის წინ კი კონტრაქტი „გოლდენ სტეიტთან“ გააფორმა და ახლაც ამერიკაში იმყოფება. ეროვნული გუნდის კაპიტანი ნაკრებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერიის თასზე.

გაირკვა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშის ვინაობა. აქამდე დასახელებული კანდიდატებიდან შეირჩა ამერიკელი მაიკლ დიქსონი, რომელიც საქართველოში 14 ივლისს ჩამოვიდა და დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებიტ გაიარა.

ვარჯიშის დასკვნითი ნაწილი მას-მედიისთვის ღია იყო, რის შემდეგაც მას-მედიელებს ნაკრების წევრებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ.

 

 

 

წაკითხულია 416 ჯერ

Related items

  • საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

    საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

    ასპინძელი ქვეყნის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. აღნიშნული გადაწყეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.

    საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა. მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინძლობის შესახებ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

  • 18 წლამდე გოგონათა ნაკრების 2 მარცხი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში

    5 და 6 აგვისტოს კალათბურთსი საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 2 შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ რუმინეთთან, შემდეგ კი ისრაელთან წააგო.

    რუმინელებთან ქართველებს შანსი არ ჰქონიათ. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა 47:122 წააგო. საქართველოს ნაკრებში 24 ქულით საუკეთესო იყო ვიქტორია გეგეშიძე. 12 ქულა მიითვალა ნატალია ოთხმეზურმა. რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ქართველებმა შეხვედრა 39:77 დათმეს. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნატალია ოთხმეზური. 7-7 ქულა ანა ქავთარაძემ და ვიქტორია გეგეშიძემ მიითვალეს.

    დღეს ტურნირზე დასვენებაა, ხოლო ხვალ, 8 აგვისტოს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება. 

  • Junior NBA-GBF ლიგა იწყება

    Junior NBA-GBF ლიგა იწყება. კალენდარი შედგენილია და პასიფიკისა(ქუთაისი) და სამხრეთ-დასავლეთის (ბათუმი) დივიზიონებში ტურნირი სტარტს 17 მაისს აიღებს. პერიოდულად, სტარტს აიღებს თამაშები დანარჩენ 4 - ატლანტიკის (თბილისი), სამხრეთ-აღმოსავლეთის (თელავი), ჩრდილო-დასავლეთის (კასპი) და ცენტრალურ (რუსთავი) დივიზიონებში. ტურნირის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე: jr.gbf.ge -ზე მიიღებთ, სადაც ოპერატიულად განთავსდება კალენდარი, გამართული მატჩების შედეგები და ფოტო-ვიდეო მასალები. 

    შეგახსენებთ, რომ  Junior NBA-GBF ლიგა რიგით მეორე გათამაშებაა. შარშანდელის მსგავსად, ტურნირში წლეულსაც 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გათამაშების სისტემა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალოგიური იქნება. ჯგუფებიდან საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა. მათ დაემატება კონფერენციების (დასავლეთი და აღმოსავლეთი) მიხედვით დივიზიონის 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი და ჯამში 16 გუნდი ჩემპიონობისთის ბრძოლას პლეი ოფიდან გააგრძელებს.

    Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ივნისის თვეში გამოვლინდება. მანამდე კი შეგიძლიათ ამ საინტერესო ლიგას მატჩებზე დასწრებასთან ერთად ჩვენი ვებ-გვერდის jr.gbf.ge-ის  საშუალებითაც უგულშემატკივროთ.

     

  • სუპერლიგის მეორე ფინალისტიც ცნობილია

    სუპერლიგის მეორე ფინალისტიც ცნობილია. საჩემპიონო სერიაში 5 დღის წინ გასულ „ქუთაისს“ დღეს „დინამო“ შეუერთდა. ამდენად, განმეორდა შარშანდელი ფინალი, რომელშიც იმერული გუნდი ტიტულის დაცვას ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბთან ეცდება.

    „დინამომ“ ფინალის საგზური „რუსთავთან“ ბრძოლაში მოიპოვა. ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურებულმა „დინამომ“ მესამე მატჩი რუსთავში გამართა, სადაც მასპინძლებმა წინააღმდეგობა კი გაუწიეს თბილისელებს, მაგრამ მოგების რეალური შანსი არ ჰქონიათ. ორივე გუნდს ტრავმის გამო თითო მოთამაშე აკლდა. მასპინძლებს  ქუსლნატკენი ტომი სპანოლო ვერ ეხმარებოდა, ხოლო დინამოელებს - მუხლმტკივანი დეონტა ვონი.

    „დინამომ“ პირველი პერიოდი 31:26 მოიგო, ხოლო მეორეში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდი შესვენებისთის 13 ქულით გალიდერდა. მესამე მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა - ჯერ დინამოელები გაიჭრნენ 20 ქულით წინ, შემდეგ კი მასპინძლებმა შორი სროლებით ჩამორჩნა 10 ქულამდე შეამცირეს.

    გადამწყვეტ პერიოდში მასპინძელბმა ვერაფერი დაუპირისპირეს დინამოელებს და საბოლოოდ 26 ქულით - 86:112 დამარცხდნენ. თბილისურ გუნდში 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 22 ქულით, 7 პასითა და 6 მოხსნით მიხეილ  ბერიშვილი გამოირჩა. 19 ქულა დააგროვა ლევან ფაცაციამ, 16-16 ქულით კი მიხეილ ჭოჭუა და ილია ლონდარიძე გამოირჩნენ. რუსთაველთაგან 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ბრიგსი, ჩარლი ლის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

    „დინამოსა“ და „ქუთაისს“ შორის ფინალური სერია სტარტს 22 მაისს აიღებს. ამავე დღეს გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს „კაკტუსი“ და „რუსთავი“ შეხვდებიან. 

    მატჩისშემდგომი კომენტარები

    რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთვარი მწვრთნელი):

    „ძალიან ძნელია დინამოს დამარცხება, თუმცა მესამე პერიოდში გვქონდა შანსი, მატჩში გარდატეხა შეგვეტანა, მაგრამ თავი იჩინა დაღლილობამ. ასევე იყო ნერვიული ფონი, რის გამოც დაცვაში გავუშვით ბევრი ბურთი. დაცვა იყო ნოლი. შეტევაში მოპოვებული 86 ქულა არაა ცუდი შედეგი, მაგრამ ცუდმა დაცვამ განაპირობა ეს წაგება. ვულოცავ დინამოელებს ფინალში გასვლას. ჩვენ კი ვეცდებით მესამე ადგილის მოპოვებას“

    ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):

    „პირველად, ამ სეზონში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოთამაშეებს, იმიტომ რომ გავედით ფინალში. ეს არ იყო იოლი, მიუხედავად იმისა, რომ სერია 3:0 მოვიგეთ. დღევანდელი თამაშის დეტალებზე არ ვისაუბრებ. უკვე ხვალიდან, უფრო სწორად, დღეიდან, ვიფიქრებთ და მოვემზადებით ფინალისთვის. იმედია, შემოგვიერთდება დეონტა ვონი, რომლის არყოფნაც დიდი დანაკლისია ჩვენთვის. არის დრო რათა ძალები აღვიდგინოთ და ფინალში შევხვდეთ „ქუთაისს“.

  • ფაჩულიას 11 ქულა, 9 მოხსნა სან ანტონიოსთან

    ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ითამაშა. ოკლენდური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში, ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რითც დიდად დაეხმარა თავის გუნდს, რომელმაც 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა „სან ანტონიოს" და საბოლოოდ 113:111 იმარჯვა.

    ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26 წუთი გაატარა. ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3 მეოთხედი, როცა ოკლენდელებმა მატჩის გადასარჩენი რბოლა 25-ქულიანი ჩამორჩნიდან წამოიწყეს და ბოლო წამებზე წარმატებით დააგვირგვინეს.

    ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.
    ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.

    ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26 წუთი გაატარა. ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3 მეოთხედი, როცა ოკლენდელებმა მატჩის გადასარჩენი რბოლა 25-ქულიანი ჩამორჩნიდან წამოიწყეს და ბოლო წამებზე წარმატებით დააგვირგვინეს.

    ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.
    ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური