1 ოქრო და 2 ბრინჯაო ტაეკვონდოში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 15 ივლისი 2016 12:46

უქსემბურგში ჩატარდა G1 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში, სადაც მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 110 კლუბი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.  ტურნირში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულმა ნაკრებმა: შალვა ჩერტკოშვილი (-45კგ), გიგა გამხიტაშილი (-48კგ), ვახტანგ გოცირიძე (-63კგ) და დავით გულბანი (-73კგ). 

გუნდის  მთავარი მწვრთნელი იყო იოსებ ოსიძე. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი გახდა შალვა ჩერტკოშვილი (-45კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვახტანგ გოცირიძემ (-63კგ) და დავით გულბანმა (-73კგ). ახალგაზრდულ ნაკრებს 23-26 ივლისს რუსეთში, ქალაქ გროზნოში ევროპის ჩემპიონატი ელის. ევროპირველობის დაწყებამდე ჩვენი გუნდი მოსამზადებელ შეკრებას თბილისში, სომხეთის ნაკრებ გუნდთან ერთად გადის. 

წაკითხულია 403 ჯერ

Related items

  • ლიბერთი ჭადრაკის ჩემპიონატს აანონსებს
    8 ივნისს, 11:00 საათზე, ლიბერთის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, მთაწმინდის პარკში, 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართება.
     
    პირველ 60 მსურველს, ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში.
     
     
    გამარჯვებულს, ლიბერთი 500 ლარით დააჯილდოვებს.
     
    ,,ლიბერთიმ, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში, არაერთი უპრეცენდენტო სოციალური პროექტი წარმატებით განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესებისა და ქვეყნის მასშტაბით ფილიალების განახლების პროცესის პარალელურად, მაქსიმალურად ვზრუნავთ უფროსი თაობის ადამიანებზე. ჩვენთვის ერთგვარ სტიმულს წარმოადგენს ის რომ, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შექმნილი თანამედროვე, კომფორტული დასასვენებელი სივრცეები შეხვედრების, ურთიერთობების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის პოპულარული ადგილები ხდება და მომავალში მსგავსი სახის არაერთ სოციალურ პროექტს შევთავაზებთ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც’’- განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

     

  • ფრენბურთის ჩემპიონატი ავღანეთში ავღანეთში

    ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობამ და 22-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცეს. ავღანეთში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებები ხშირად იმართება. მასში როგორც ქართველი, ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს ასრულებს.

  • ლევან ჯოხაძე: მხოლოდ ფეხბურთის ფედარციის მუშაობა შედეგამდე ვერ მიგვიყვანს

    საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი, ფეხბურთის დონე საქართველოში და განვითარების პერსპექტივა, - ამ თემების შესახებ, მწვრთნელს, ლევან ჯოხაძეს ვესაუბრეთ.

    ჯოხაძემ სამწვრთნელო კარიერა დინამო აკადამიაში დაიწყო, შემდეგ იყო პირველი ლიგა, სადაც ცხინვალის „ლიახვის“ მთავრი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ასისტენტად მუშაობდა. სწორედ მათი თანიმიმდევრული მუშაობის პერიოდში, 2015 - 2016 წელების სეზონზე   „ლიახვი“ პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. 2016 წელს  გარდამავალი ჩემპიონატის მსვლელობის დროს კი ლევან ჯოხაძე „ლიახვის“ მთავარი მწვრთნელი იყო.  2017 წელს შეცვლილი ფორმატით დაწყებულ  სეზონში მალხაზ ჟვანია და ლევან ჯოხაძე, ლიგა სამში  თელავის „თელავს“ წვრთნიდნენ, საკმაოდ წარმატებით, თელაველები აღნიშნულ ლიგაში 1-2 ადგილს იკავებდნენ. სეზონის დასრულებამდე, ივნისში,  მწვრთნელებმა გუნდი დატოვეს. ივლისიდან ლევან ჯოხაძემ ლიგა სამში, კვლავ ცხინვალის „ლიახვში“ გააგრძელა მუშაობა. ამჟამად ახალგაზრდა სპეციალისტი არც ერთ გუნდში არ მუშაობს.

    ლევან ჯოხაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

    - თქვენ ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებამდე და ცვლილების შემდეგაც მუშაობდით სხვადასხვა რანგის ლიგაში, რამდენად დიდი სხაობაა, რას ფიქრობთ შედეგი მივიღეთ?

    - დავიწყოთ იმით რომ არ არსებობს იდეალური ფორმატი.ყველა ფორმატს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.  როგორც მწვრთნელს მიმაჩნია რომ ეს ფორმატი გაცილებით მობილიზებულს ხდის როგორც მწვრთნელს ასევე  ფეხბურთელს,თუნდაც იმ კუთხით რომ შენ ერთ კონკრეტულ გუნდს ეთამაშები ოთხჯერ და ოთხივეჯერ ვარლდებული ხარ რომ მოწინააღმდეგეს შესთავაზო სიახლე რაღაც კუთხით,იქნება ეს ტაქტიკური თუ შემადგენლობის მხრივ. აქედან გამომდინარე შესამჩნევია ის სხვაობა, რაც ახლა გვაქვს. გუნდები ცდილობენ სიახლეების შემოთავაზებას, თუნდაც ის ფაქტი, რომ მიმდინარე ეროვნული ლიგა1-ის და ლიგა 2-ის გუნდებმა აქტიურად დაიწყეს სამი ცენტრალური მცველით თამაში, ვფიქრობ, ეს სიახლე დამატებით ინტერესს შესძენს ჩვენს ჩემპიონატს. რადგან ეს ფორმაცია უკვე ერთგვარ ტენდენციად იქცა წამყვან საფეხბურთო ლიგებში. დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე პირადად მე  ამ სქემაზე და მიმაჩნია, რომ ჩვენ ჩემპიონატში თავისუფლად შეიძლება ამის დანერგვა.

    - თელავსა და ცხინვალის „ლიახვში“ მუშაობდით, რა დონეა მესამე ლიგაში?

    - გასულ წელს ვმუშაობდი ს.კ „თელავში“ იქ დავიწყეთ სამ ცენტრალურ მცველიან სქემაზე მუშაობა, ჩემპიონატის შუა ნაწილში მთავარ მწვრთნელად დავინიშნე ლიგა სამის ბინადარ ცხინვალის „ლიახვში“ რომლის წინაშეც იდგა ურთულესი ამოცანა, გუნდს ჰქონდა 4 ქულა და მიზანი იყო ლიგაში ადგილის შენარჩუნება. იქაც დავიწყე იმავე სქემით მუშაობდა და გუნდმა საწყის 7ტურში მოიპოვა 15 ქულა, ფაქტობრივად თავი  დავაღწიეთ გასავარდნ ზონას, მაგრამ წინ იყო სამი გადამწყვეტი ტური, სადაც გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო  ვერ ვიხილეთ ის თამაში, რაც საჭირო იყო.  შედეგად მოხდა ისე რომ გუნდი მაინც გავარდა.ეს იყო ერთგვარი შოკი პირადად ჩემთვის,რადგან უმოკლეს დროში გუნდი ფაქტობრივად  ფერფლიდან აღდგა და ერთგვარ სიახლედ იქცა ლიგაში. სამწუხაროა, როცა ნაშრომი და ნაწვალები სრულიად უაზრო მიზეზის გამო გეყრება წყალში, თუმცა ასეთია მწვრთნელის ბედი, მთავარია სწორი დასკვნების გამოტანა შეგეძლოს, ახლა კი მზად ვარ  ახალი გამოწვევისთვის.

    -  დინამოს აკადემიაში მუშაობდით, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე რას ფიქრობთ?

    -  ჩვენ თუ  გვინდა განვავითაროთ ბავშვთა ფეხბურთი, ამისათვის აუცილებელია განვითარდნენ კლუბები,როდესაც კლუბი განვითარდება ის ავტომატურად იფიქრებს თავის ბავშვთა სკოლის განვითარებაზე. დღეს კი რა გვაქვს, „დინამოს“ და „საბურთალოს“ საფეხბურთო სკოლები უკონკურენტოდ არიან, ფაქტობრივად  გამოდის ისე, რომ სხვები უბრალოდ მონაწილეობას იღებენ და არანაირი პროგრესი იქ არ ჩანს. გვაქვს ორი განვითარებული კლუბი საქართველოში და ეს მათ აკადემიაზეც აისახება. სამწუხაროდ ორი ძალიან ცოტაა

    - ის მიმართულება, რაც ამჟამინდელ ფედერაციას აქვს შედეგამდე მიგვიყვანს?

    - მხოლოდ ფედარციის მუშაობა შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენ დღეს გვყავს ფინანსურად ფეხზე მდგარი კლუბები, მათ მოუწევთ ძალიან მალე კარგ მოედნებზე თამაში კარგი სატელევიზიო გაშუქებით. ეს ყველაფერი ცალსახად ფედერაციის აქტივში უნდა შევიტანოთ. დანარჩენს რაც შეეხება, ამაზე თავად კლუბებმა უნდა იფიქრონ.

  • "მე დავასრულე ნაკრებში თამაში," - მესიმ არგენტინა დატოვა

    "მე დავასრულე ნაკრებში თამაში. ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, მაგრამ არგენტინასთან ერთად 4 ფინალი წვაგე,"- აღნიშნული განცხადება არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკა 2016-ის ფინალში ჩილესთან წაგებული მატჩის შემდეგ გააკთა.

    კოპა ამერიკა 2016-ის გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიაში გამოვლინდა, მესიმ კი საკუთარი დარტყმა ვერ გამოიყენა

    არგენტინელმა ნაკრებთან ერთად   2014 წლის  მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი და  "კოპა ამერიკის" 2007, 2015 და 2016 წლების ფინალები წააგო. 

  • IBSU-ს ბოულინგის ჩემპიონატი მედიისთვის

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ''IBSU-ს ბოულინგის ჩემპიონატი მედიისთვის 2016'' გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 10-ზე მეტი ქართული მედიასაშუალების წარმოამდგენელი იღებდა.
    ჩემპიონატის გამარჯვება და IBSU-ს თასი წილად ხვდა ტელეკომპანია რუსთავის 2-ს (721ქ.), მეორე ადგილი News Day Georgia-ს გუნდმა დაიკავა (547ქ.), ხოლო მესამე ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდს ერგო (508ქ.).

    აღნიშნული ჩემპიონატი ტრადიციული ხასიათისაა და მომავალშიც გაიმართება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური