ადვოკატები რუსუდან კერვალიშვილის დაკავებას არ გამორიცხავენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 12:13

მაია რჩეულიშვილი დაპატიმრების შემდეგ ისევ სასამართლოში გადაიყვანეს. დღეს დილით დანიშნული იყო ცენტრ პოინტის კიდევ ერთი საქმის განხილვა.გამოძიება ამ შემთხვევაში რჩეულიშვილს თაღლითობასა და თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს. საქმეში სულ ხუთი ეპიზოდია და ის დაუსრულებელ მშენებლობებს უკავშირდება.მთავარი ბრალდებულის დარბაზში ყოფნის მიუხედავად, მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო და ბადრაგმა მაია რჩეულიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნა.საქმის გადადების მიზეზი რუსუდან კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის გამო სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა. ადვოკატები მის დაკავებასაც არ გამორიცხავენ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიებას მისი დაკავების საფუძველი არ აქვს. დაცვის მხარისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს მომჩივანი მხარის დაკმაყოფილება, მაშინ როდესაც კომპანიის მმართველები პატიმრობაში იმყოფებიან.პროკურორის განმარტებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და თანხების თაღლითურად მითვისება.დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებულებიც იმყოფებოდნენ.  ცენტრ პოინტის საქმის განხილვა 20 ივლისამდე გადაიდო.

წაკითხულია 278 ჯერ

Related items

  • მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  კერვალიშვილი სასამართლო დარბაზი დააკავეს.

    „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი ედებათ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში. გამოძიების ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ამხანაგობა"თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.

     

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური