ვალერი შოშიაშვილი: „ქართული ოცნების“ დანაშაულია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კორუფციაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 18:18

„დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაცია გურჯაანის გამგეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. კოორდინატორის ვალერი შოშიაშვილის განცხადებით , „ნაციონალურ მოძრაობას“ არა აქვს მორალური უფლება, რომ ნეპოტიზმზე და კორუფციაზე ისაუბროს. შოშიაშვილის განცხადებითვე, დღეს რომ „ნაციონალურო მოძროაბას“ ასეთი უფლებები აქვს, სწორედ „ქართული ოცნების „ დანაშაულია. „როგორც მთავრობაში ყოფნის დროს, დღესაც, მასკარადებს აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“ და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ასე ცდილობს. იმის მაგივრად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პასუხი აგებინოს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გურჯაანში იმყოფებიან და რომლთა სახელსაც უკავშირდება ვაზაგაშვილის საქმე, ბიზნესმენებზე ტერორი, პირიქით, მათ მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას აგრძელებენ. პრემიებიც და ნეპოტიზმიც სწორედ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვიდრებული სენია.  “დემოკრატიულმა მოძრაობამ“ არაერთხელ ამხილა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და მათ შორის გურჯაანის გამგებელი და საკრებულოს წევრები ნეპოტიზმში. ასევე იმ გულუხვ პრემიებზე, რომლებსაც წელიწადში შვიდჯერ იწერენ,, - აცხადებს „ დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი და აქვე იმ კერძო ბიზნესის ტერორზე და წილების გადანაწილებაზე საუბრობს, რომელსაც „დემოკრატიული მოძრააბა“ უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

„მხოლოდ დემოკრატიული მოძრაობაა ის ძალა ქვეყანაში ვინც აღადგენს სამართლიანობას და უზრუნველჰყოფს, რომ ყველა დამნაშავე, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, - აცხადებს ვალერი შოშიაშვილი.

წაკითხულია 502 ჯერ

Related items

  • „ვისურვებდი, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ არ უმტყუნოს ნერვებმა და ისე მოვიდნენ არჩევნებამდე“ - ზაზა ვეკუა

    "მე ვისურვებდი, რომ თავითონ პარტიას, „დემოკრატიულ მოძრაობას“ არ უმტყუნოს ნერვებმა და ისე მოვიდნენ არჩევნებამდე. რაც შეეხება ჩვენს ფრაქციას, ჩვენ როგორც ვიყავით წარმოდგენილი საკრებულოში ისევე ვრჩებით. ფრაქცია შეიცვლის სახელს და ისე გააგრძლებეს მუშაობას. ჩვენი ხედვები დედაქალაქში პრობლემებთან და მათ მოგვარებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნინო ბურჯანაძის ყოფილმა თანაგუნდელმა ზაზა ვეკუამ „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაზა ვეკუა პასუხობს.

  • "დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

    პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების დებულება და თავმჯდომარეობის კანდიდატები დაამტკიცეს პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
    პარტიის რაიონული ორგანიზაციები, დებულების შესაბამისად, მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობენ.
    პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საოლქო პარტიული კონფერენციების შესახებ, რომელიც 9 რაიონში ჩატარდა. კონფერენციებზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს. საოლქო პარტიული კონფერენციები წლის ბოლომდე ყველა რაიონში ჩატარდება.

  • რაც ქვეყნის ინტერესებს ეხება, ხელისუფლება არანაირ ნაბიჯებს არ დგამს, ოქროს დროს ვკარგავთ!

    „არ შევაფასებ თავად თიბილოვის განცხადებას, სრულიად ნათელია ჩვენი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი ძალიან კრიტიკული პოზიცია ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკასთან მიმართებაში კონფლიქტურ რეგიონებთან”-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

    მისი თქმით წლების განმავლობაში კატეგორიულად მოვიხოვდა და რეკომენდაციებს აძლევდა ხელისუფლებას, რომ დაწყებულიყო პირდაპირი დიალოგი აფხაზურ და ოსურ მხარესთან.

    „დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას დროულად რომ დაეწყო პირდაპირი დიალოგი აფხაზურ და ოსურ მხარესთან, დღეს სხვა რეალობა გვექნებოდა და მსგავსი ტიპის განცხადებები არ გაკეთდებოდა. კიდევ ერთი და ძალიან დიდი შეცდომა ხელისუფლებისა- ის კვლავ ხელს იშვერს დასავლეთისკენ. ჩვენი ხელისუფლების განცხადებები იყო უსუსური და ყველა განცხადება იყო მიმართული იმისაკენ, რომ ჩავაყენოთ საქმის კურსში ჩვენი დასავლელი პარტნიორები. რომ ჩავაყენეთ, რა? ჩვენ რას ვაკეთებთ, გარდა იმისა რომ შევცქერით დასავლეთს? არ ცხელა დღეს დასავლეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს, არავინ არ გააკეთებს“-განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

    მისი განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაფიქსირებული პოზიცია და გაკეთებული განცხადებები არაადექვატურია იმ განცხადებებთან მიმართებაში, რომელიც გაკეთდა რუსეთის მხრიდან.

    „პირველი შემთხვევაა და ჩემი ვიზიტების შემდეგ ეს მოულოდნელი ნამდვილად არ იყო ჩემთვის, როდესაც რუსულმა მხარემ ფრთხილი და საქართველოსთვის სასარგებლო განცხადებები გააკეთა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ შეიმჩნია, რადგან როგორც ჩანს ხელისუფლებას აწყობს რუსეთთან საუბარი მხოლოდ იმ თემებზე სადაც მისი კომერციული ინტერესებია, ხოლო ის რაც ქვეყნის ინტერესებს ეხება, იქ ხელისუფლება არანაირ ნაბიჯებს არ დგამს. მე ვალდებული ვარ ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო და ვუთხრა, ოქროს დროს ვკარგავთ!“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

  • დემოკრატიული მოძრაობა საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

    დემოკრატიული მოძრაობა საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

    გიგლა ბარამიძემ მთავრობას ემიგრანტებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

    პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, მათ საკუთარი წყაროებიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ საბერძნეთის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან იგეგმება ქართველი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაცია.

    „ის რაც ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს ემიგრანტებთან დაკავშირებით, არის სამარცხვინო ქართული ოცნებისათვის,“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

    დემოკრატიულმა მოძრაობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს და უცხოეთში ქართულ საელჩოებს მიმართა, რომ სასწრაფოდ გაატარონ საჭირო ზომები.

    შეგახსენებთ , რომ 40-მდე ემიგრანტი ათენის ციხეში უკვე რამდენიმე კვირაა იმყოფება, ისინი სხვადასხვა ადგილას არალეგალური სამუსაოსთვის არიან დაკავებულები . 

  • გიორგი ახვლედიანი: "ჩნდება ეჭვი ადეიშვილის ძებნის გაუქმება ხომ არ უკავშირდება გარიგებას ხელისუფლებასა და ყოფილ ხელისუფლებას შორის"

    როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა. 

    „ძალიან საინტერესო მდგომარეობა გვაქვს, სერიოზული ეჭვები არსებობს, ხომ არ გასცა ქართულმა მხარემ ნებართვა და თანხმობა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ბატონი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოეღოთ? ძალიან ბევრი ინტერპოლით ძებნილი ადამიანი აცხადებს, რომ მათაც მისცეს ლტოლვილის სტატუსი, ისეთმა ქვეყნებამა როგორიცა აშშ, თუმცა რადგან საქართველოს ნებართვაა საჭირო ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნიდან ამოსაღებად, ისინი ვერ ამოიღეს. ჩნდება ეჭვი ადეიშვილის ძებნის გაუქმება ხომ არ უკავშირდება გარიგებას ხელისუფლებასა და ყოფილ ხელისუფლებას შორის, რაც ძალიან სერიოზული სიგნალი იქნება ქვეყანაში უარყოფითი პროცესების დასაწყებად. რეალურად, ეს იქნება კოჰაბიტაციის უკვე ის ეტაპი, რომელსაც შეიძლება ქორწინება დავარქვათ. ეს ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია და მივუახლოვდებით რევოლუციური განწყობების ფორმირებებს საზოგადოებაში. ეს იქნება მისი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

     „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, განცხადება უფრო მკაფიოდ უნდა გააკეთოს თავად ინტერპოლმაც, იუსტიციის სამინისტრომაც, შესაბამისად საზოგადოებას არ უნდა დარჩეს ეს კითხვები.

     „ასეც რომ არ იყოს და საქართველოს მთავრობის გარეშე იყოს გაკეთებული, არც ეგაა ამ შემთხვევაში სასიამოვნო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას ინტერპოლი პატივს არ სცემს, არ აღიარებს და არ თვლის საჭიროდ შეატყობინოს, ან ინფორმაცია მიაწოდოს, რომ კონკრეტულ რამეს აპირებს, როგორიცაა წითელი ცირკულარიდან ამ ქვეყნის დევნილის ამოღება. თუ ეს საქართველოს ნებართვის გარეშეა გაკეთებული, ძალიან მწვავე და მკაცრი შეფასება უნდა მოყვეს, თუმცა ჯერ არ მომისმენია საპროტესტო ნოტები გაეგზავნოს ჩვენს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერპოლში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მაფიქრებს, ხომ არ არის რეალურად გარიგება და საქართველოს ნებართვა გაცემული, რომ ადეიშვილი ამოეღო ინტერპოლს ძებნილთა სიიდან“, - განაცხადა ახვლედიანმა. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური