ბარაკ ობამამ ევროპის ქვეყნებს გამოწვევების წინაშე ერთიანობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 11 ივლისი 2016 10:14

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებს გამოწვევების წინაშე ერთიანობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.ესპანეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე ამერიკელი და ესპანელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან ტერორიზმის საფრთხეების, რუსეთის აგრესიული ქმედებების და სხვა გამოწვევების წინაშე ძალების გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.ბარაკ ობამა ესპანეთში ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ჩავიდა.

წაკითხულია 335 ჯერ

Related items

  • დღეს ბარაკ ობამა ვლადიმერ პუტინს შეხვდება

    დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, დღეს  შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არაოფიციალური შეხვედრა გაიმართება. 

    დიდი ოცეულის სამიტი ჩინეთის ქალაქ ჰანჟოუში დღეს სრულდება. 

  • FBI : ბარაკ ობამაზე თავდასხმა მზადდებოდა

    Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასაჩუსეტსში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ბარაკ ობამაზე თავდასხმას გეგმავდა. FBI-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული - ჯოზეფ გარგიულო სახლში ცივ იარაღს აგროვებდა და ასაფეთქებელ მოწყობილობას აკეთებდა.FBI-ს ინფორმაციით, გარგიულო აკეთებდა განცხადებას, რომლის თანახმადაც მას ბარაკ ობამაზე თავდასხმის განხორციელებისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება სურდა, განსაკუთრებით ხელსაყრელად კი იმ დროს ასახელებდა, როდესაც პრეზიდენტი გოლფის მოედანზე იქნებოდა. არსებული ინფორმაციით, გარგიულო მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა და სასამართლომ მას ნებისმიერი სახის იარაღის შენახვა-ტარება აუკრძალა.

  • ბარაკ ობამა კუბაზე ჩავიდა

     

    ბარაკ ობამა თეთრი სახლის პირველი ლიდერია, რომელიც 1928 წლის შემდეგ ჰავანას ეწვია.კუბაში ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, რაულ კასტროს, შეხვდება და ქვეყანაში მიმდინარე სავაჭრო და პოლიტიკურ რეფორმებს განიხილავს.

    დაგეგმილია მოლაპარაკება კუბელ დისიდენტებთანაც. ჰავანაში ბარაკ ობამა მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ორ დღეა დარჩება.

    ამერიკის პრეზიდენტი კუბაში ვიზიტს სტორიულ ნაბიჯად აფასებს.

    „90 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კუბაზე უკანასკნელად დადგა ფეხი. 1928 წელს პრეზიდენტი კულიჯი აქ სამხედრო გემით ჩამოვიდა და ამ მოგზაურობისთვის სამი დღე დასჭირდა, მე კი სამ საათში ჩამოვფრინდი. ეს ისტორიული ვიზიტი და ისტორიული შესაძლებლობაა უშუალოდ კუბელებთან თანამშრომლობისთვის, ახალი შეთანხმებებისა და კომერციული გარიგებებისთვის, ასევე ჩვენს შორის ახალი კავშირების დამყარებისთვის,“- განაცხადა ობამამ.

  • ბარაკ ობამა კუბას 21 მარტს ეწვევა

    აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი, მიშელ ობამა კუბას ეწვევიან. ობამები ჰავანაზე 21 მარტს გაემგზავრებიან. ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იქნება 1928 წლის შემდეგ, რომელიც კუბას ეწვევა.

    მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ABC ჯერ კიდებ გასულ თვეს წერდა.
    ეს იქნება ისტორიული მოვლენა ორი ქვყნის ისტორიაში.

     აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობები ნახევარი საუკუნის წინ, კუბაში კომუნისტური რევოლუციის შემდეგ გაიყინა.

    აშშ-მა და კუბამ ურთიერთობის დათბობა 2014 წლის ბოლოს დაიწყეს. რამდენიმე თვის წინ ბარაკ ობასა და რაულ კასტროს შეხვედრაც გაიმართა, რომელიც ისტორიულ ხასიათს ატარებდა. აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა კუბა საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორთა სიიდანაც ამოიღო. გასული წლის ივლისში კი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კუბის ხელისუფლებამ ვაშინგტონსა და ჰავანაში საელჩები გახსნეს.

  • "სირიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ"-ობამა

    სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ზავი დღეს უნდა ამოქმედდეს.აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა პირობას დებს, რომ ე.წ.ისლამური სახელმწიფო დამარცხდება, რომელიც "არა სახალიფოს, არამედ დანაშაულებრივ დაჯგუფებას წარმოადგენს". ობამა მიიჩნევს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა სირიის მომავლისთვის კრიტიკული იქნება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით სირიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ და ამასთან, ის რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ავიაიერიშები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური