ანრი ჯოხაძე - ,,როცა ძალიან კარგად ხართ მაშინ არ გახსენდებათ ჩემი არსებობა“

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
შაბათი, 09 ივლისი 2016 17:17

„არადა მე ის ვარ, შენი კარგად ყოფნა უშენოდ რომ მიხაროდა“ - წერს განაწყენებული ანრი ჯოხაძე და ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.

ანრი ჯოხაძე: „ზოგიერთების საყურადღებოდ, მთელი ცხოვრება თქვენს პერიმეტრზე ვიმყოფები მაგრამ როცა ძალიან კარგად ხართ მაშინ არ გახსენდებათ ჩემი არსებობა და როცა ცხოვრება ხერხემალში გადამტვრევას გიპირებთ, პირველი ჩემთან მორბიხართ საშველად, იცით რომ არასოდეს მოგცემთ წაქცევის საშუალებას, არა და მე ის ვარ შენი კარგად ყოფნა უშენოდ რომ მიხაროდა“.

წაკითხულია 1315 ჯერ

Related items

  • თბილისს UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების წევრის სტატუსი მიენიჭა

    თბილისის მერიის ინიციატივით, UNESCO-ში წარდგენილი განაცხადის განხილვის შედეგად, თბილისი იუნესკო-ს კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
    აღნიშნული სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მედიახელოვნების განვითარებასა და ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
    „უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ატარებს. ამჯერად კი ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი უდიდესი შემოქმედებითი ქსელის წევრი გავხდით. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის უდიდესი გამოწვევების, ინოვაციური ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის წლები იქნება. ეს ჩვენს თანამედროვე არტისტებს, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებსა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს მსოფლიო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისა და თბილისის, როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ჰაბის, პოზიციონირების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.    
    თბილისის მერიის მიერ ქსელში გაწევრიანებისთვის წარდგენილი აპლიკაციის თანახმად, ოთხწლიანი პროგრამა გააერთიანებს ციფრული ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მხატვრობის, მულტიმედიური ხელოვნების, ვიდეოთამაშების შექმნის, ინტერაქტიული მედიისა და სხვა ინოვაციურ პროექტებს.
    თბილისთან ერთად, ქსელის წევრი მსოფლიოს კიდევ 48 ქალაქი გახდა. მათ შორისაა ბათუმი, რომელიც პროექტს მუსიკის მიმართულებით განახორციელებს.
    იუნესკო-ს კრეატიული ქალაქების ქსელი 2004 წლიდან არსებობს და ამჟამად, აერთიანებს მსოფლიოს 90 ქვეყნის 295 ქალაქს, რომლებიც მედიახელოვნების, მუსიკის, კინემატოგრაფიის, გასტრონომიის, დიზაინის, ფოლკლორისა და ხელნაკეთი ნივთების მიმართულებით, პროექტებს ახორციელებენ.

  • "თუ ქმარს აქვს პატარა და ქალს აბრალებს?" - უხერხული რეპლიკა ეთერში ინტიმურ თემაზე საუბრისას (ვიდეო)

    ტელეკომპანია "იმედის" გასართობ გადაცემა "პრაიმშოუში" თანამედროვე ცხოვრებაში პლასტიკური ქირურგიის როლს განიხილავდნენ. საუბარი შეეხო ინტიმური ადგილების პლასტიკასაც, რა დროსაც ნინო კუზანოვამ უხერხულად იხუმრა.

  • ანრი ჯოხაძემ "პრაიმ შოუ" სკანდალით დატოვა - „თავზე გადა... არის შენი საქციელი“ (+ ვიდეო)

    "პრაიმ შოუს" ჩაწერაზე მომღერალი ანრი ჯოხაძე დაგვიანებით მივიდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. 

    მომხდარის შესახებ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილი ავრცელებს.

  • საქართველოს უბლოკო სტატუსი სჭირდება, - ნინო ბურჯანაძე
    „ყველას, ვისაც უნდა საქართველოს მშვიდობა, სტაბილურობა, გამთლიანება, ქვეყნის კონფლიქტების მოგვარება და ეკონომიკური განვითარება, მოვუწოდებ ჩაერთონ ხელმოწერების პროცესში და მოაწერონ ხელი უბლოკო სტატუსის შესახებ ინიციატივას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა დისკუსიებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სწორედ, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსი სჭირდება იმისათვის, რომ ქვეყანა არ იყოს არც ამერიკის შტატი და არც რუსეთის გუბერნია,"- ამის შესახებ „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბურჯანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ წრეებში არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი სამშობლოს ამერიკის შტატობას სთავაზობს, ხოლო მეორე ნაწილი რუსეთის გუბერნიობას.
  • "ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერ სხვას!“- დავით უსუფაშვილი

    „მე მინდა დავამშვიდო ყველა, სანამ მე ვარ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და გიორგი მარგველაშვილი- ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერ სხვას!“- ნათვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    დავით უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფოს მართვის პროცესში შეფერხება არ იქნება.

    „სახელმწიფოს მართვის პროცესში არ იქნება არანაირი შეფერხება. ეს უბრალოდ აღარ გვეკადრება! ჩვენ არ ვართ არც ისეთი ახალგაზრდები და არც ისე გადასული სხვა თემებზე რომ ეს ვერ გავიაზროთ,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური