საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტები (რუკა)

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:45
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილია დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით. ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.

მეტრო "ახმეტელიდან" მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, ასევე გლდანის მიმართულებით №177, №173 და №39 სკოლებამდე და მეტრო "ვარკეთილიდან" №117 სკოლამდე.


გთავაზობთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს:

რუკის სანახავად დააჭირეთ ბმულს (მისამართს)


საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი

საქართველოსტექნიკურიუნივერსიტეტი

ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77

 
 

თბილისის 177-საჯარო სკოლა

ქ.თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ

 
 

თბილისის 175-საჯარო სკოლა ()

ქ.თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ

 
 

თბილისის 175-საჯარო სკოლა ()

ქ.თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ

 
 

თბილისის 117-საჯარო სკოლა

ქ.თბილისი, თრიალეთის ქ. 7

 
 

თბილისის 173-საჯარო ()

ქ.თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ

 
 

თბილისის 173-საჯარო ()

ქ.თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ

 
 

თბილისის 133-საჯარო სკოლა

ქ.თბილისი, ვარდისუბნის ქ. 8

 
 

თბილისის 39-საჯარო სკოლა

ქ.თბილისი, გლდანის 1-ლი მ/რ

 
 

ქუთაისის 1-ლისაჯარო სკოლა

ქ.ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. 6

 
 

ქუთაისის მე-17საჯარო სკოლა

ქ.ქუთაისი, ნიკეას ქ. 44

 
 

ქუთაისის 41-საჯარო სკოლა

ქ.ქუთაისი, რუსთაველის ქ. 127

 
 

ბათუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი

ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35

 
 

ფოთის მე-3 საჯაროსკოლა

ქ.ფოთი, ზამბახიძის ქ. 3

 
 

ოზურგეთის მე-2საჯარო სკოლა

ქ.ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. 9

 
 

ზუგდიდის მე-2საჯარო სკოლა

ქ.ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. 9

 
 

გორის მე-3 საჯაროსკოლა

ქ.გორი, დ.ამილახვარის ქ. 26

 
 

თელავის მე-8საჯარო სკოლა

ქ.თელავი, თამარის ქ. 69

 
 

ახალციხის მე-5საჯარო სკოლა

ქ.ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. 6

 
 

რუსთავის მე-4საჯარო სკოლა

ქ.რუსთავი, ლეონიძის ქ. 26-ა

 
 

ხულოს საჯაროსკოლა

დ.ხულო, შავაძის ქ. 3

 

 
 
წაკითხულია 3281 ჯერ

Related items

  • „ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება“

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.

    საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშს შეხვდა, რომელსაც საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალების გააცნო.

    „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროკომისარ კარლოს მოედიშთან. ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის თაობაზე. ძალიან პოზიტიური და დადებითი შეფასება მიიღო იმ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯებია, რაც გულისხმობს განათლების კუთხით ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციასა და მათგან მეტი ბენეფიტის მიღებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და მათ შორის სამეცნიერო პროექტების განხორციელებით. ევროკავშირისგან დიდი მხარდაჭერა საქართველოს „ევრაქსესში“ გაწევრიანების დოკუმენტზე ხელის მოწერით კიდევ ერთხელ დადასტურდება. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მისცემს საქართველოში მოღვაწე ყველა მეცნიერსა და სამეცნიერო ინსტიტუციას ისარგებლონ იმავე შეღავათებით, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სარგებლობენ. ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა - ხვალიდან უკვე ოფიციალურად ქართველი მეცნიერებისთვის თითქმის ყველა ევროპული სამეცნიერო ფონდი და რესურსი ხელმისაწვდომი გახდება. ფაქტობრივად, ქართული მეცნიერება ევროპული სამეცნიერო ოჯახის წევრი ხდება“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 - შედეგები
    გთავაზობთ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს 
     
    სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. 
     
    შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). 
     
     
     
    ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
     
    I ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
    II ვარიანტი - 24 ქულა და მეტი;
    III ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;
    IV ვარიანტი - 24 ქულა და მეტი.
     
    გამოცდა ზოგიერთ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით მცირედით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ამიტომ აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად  გამოიყენება ქულების გათანაბრება (ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
     
    სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge

     

  • USAID განათლების მიმართულებით ორ ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე USAID-ის მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერსა და დემოკრატიისა და სოციალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს ადამ შმიდტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის პროგრამა განათლების სექტორში, კონკრეტულად კი USAID-ის წარმატებული თანამშრომლობა დაწყებითი და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. სტუმრებმა სრული მზაობა გამოხატეს ახალი ინიციატივების ფარგლებში ხელი შეუწყონ განათლების რეფორმის მასშტაბის გაზრდას. ამ მიზნით 2019 წლის განმავლობაში აშშ-ის საგრანტო დაფინანსებით დამატებით ორი ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყება.

    ახალი პროექტი ზოგადი განათლების სექტორში, კერძოდ, დაწყებითი განათლების საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, ასევე, მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკის, ინოვაციურობისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისკენ იქნება მიმართული; შემუშავდება პროფესიული განვითარების მოდულები, დამხმარე რესურსები; ასევე, ყურადღება დაეთმობა მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას. USAID საგრანტო დაფინანსების მეშვეობით პროფესიული განათლების სექტორში იზრუნებს არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, არამედ, კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებაზეც.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განათლების სხვადასხვა მიმართულებით. სტუმრებმა განსაკუთრებულად დადებითად შეაფასეს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა, საპენსიო ასაკის მასწავლებელთათვის ჯილდოს შეთავაზება და პედაგოგთა მხრიდან ამ გადაწყვეტილების პოზიტიური გამოხმაურება.

    „რეფორმის განხორციელების პროცესში სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია უცხოელ და საერთაშორისო პატრნიორებთან თანამშრომლობა, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ უფრო მეტად საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით,“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

  • IBSU-ში განათლების საკითხებზე მე-9 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი „განათლების, ენის და ლიტერატურის საკითხებზე მეცხრე საერთაშორისო კვლევით კონფერენციას მასპინძლობს. შეხვედრას 27 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის: საფრანგეთის, საბერძნეთის, ჰონგ-კონგის, ამერიკის, ავსტრალიის, უნგრეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეებიდან. მთავარი მოხსენებლები არიან Ori Z. Soltes, Georgetown University-დან და Nick Michelioudakis, ELT ტრენერი საბერძნეთიდან.

    კონფერენცია საქართველოში  ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ელიზაბედ რუდმაგახსნა.

    „ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება იმ მხრივ, რომ მასში ჩართულები არიან როგორც საქართველოს,  ასევე უცხო ქვეყნების წარმომადგენლები, სტუდენტები, დოქტორანტები. ეს კონფერენცია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინგლისური ენის განმტკიცების კუთხით და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მოხარული ვარ, რომ მაქვს აქ ყოფნის შესაძლებლობა“, – განაცხადა დიპლომატმა.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ილიას ჩილოღლუს თქმით, შეხვედრაზე ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული, მათ შორის განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

    „ეს არის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია განათლების შესახებ, დაახლოებით 213 მონაწილეა ამ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული. ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ განათლების პრობლემებზე, თუ როგორ უნდა იქნას გადაჭრილი არსებული გამოწვევები, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

    IBSU-ს  განათლების და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი ნათელა დოღონაძე აცხადებს , რომ საერთაშორისო კონფერენცია მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს და მათ შორისაა: განათლების ფილოსოფია, საკლასო ოთახის მენეჯმენტი, განათლების ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, განათლების ტექნოლოგია, დისტანციური განათლება, მობილური სწავლება, ენების პროგრამების ევოლუცია და ა.შ.

    „ეს არის საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენის და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაზე, მე- 9 წელია ტარდება და წელს 29 ქვეყანა მონაწილეობს. თუ სახელმწიფოს წარმატება უნდა, განათლება არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის თვალსაზრისებისა და ინფორმაციის გაზიარება განათლების სფეროში, გარდა ამისა, ეს არის შესანიშნავი ადგილი კონტაქტების დასამყარებლად. ყველანაირი საკითხი გვაქვს გამოტანილი, მაგალითად განათლების ფსიქოლოგია, სწავლების მეთოდები სხვადასხვა დარგების მიხედვით; არის ინჟინერია, ენების სწავლება, ასევე სასკოლო ასაკის, უმაღლესის და პოსტუმაღლესის სწავლების მეთოდები და ა.შ. კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური, მნიშვნელოვანია, რომ მასალები ყოველთვის იბეჭდება  და ჩვენს თანამშრომლებს და მაგისტრანტებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ, ეს მათთვის ძალიან დიდი შანსია მეცნიერულად განვითარდნენ“, – ამბობს ნათელა დოღონაძე.

    კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

     

  • პარლამენტმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები გააუქმა

    პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი მიიღო. "ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს. რვა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

    სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.

    საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური