II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიემგზავრება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:22

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიემგზავრება. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მიმავალი ქართული დანაყოფის გაცილების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე.
ცერემონია ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

„ამ ბრიგადისთვის ეს არ არის პირველი მისია ავღანეთში და დარწმუნებული ვარ, თქვენი წინამორბედების მსგავსად, თქვენც ამაყად ჩაიტანთ საქართველოს დროშას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. დარწმუნებული ვარ,ზუსტად ისე, როგორც შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფების სამხედროები, თქვენც ამაყად ემსახურებით ამ დროშას, დაიცავთ მის ღირსებას და კიდევ უფრო ხმამაღალ სიტყვას იტყვით ჩვენი სამხედროების კეთილსინდისიერი, გამძლე, გმირული ცხოვრების წესის და ბრძოლისუნარიანობის შესახებ. განსაკუთრებით მივესალმები იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსახურობდით. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა თქვენს მეთაურებთან. იცით, რომ ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი იმყოფებოდა და მინდა, ამ ტრიბუნიდან, თქვენს ბრიგადაში, თქვენი თანდასწრებით გავიმეორო, რომ არასოდეს არავის არ მივცემთ უფლებას, ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს მიაყენონ შეურაცხყოფა, უმიზეზოდ გაიშვირონ მათკენ ხელი და შეეხონ ყველაზე უფრო მთავარს, ღირსებას და რეპუტაციას. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის საქმისთვის სრულიად უპრეცედენტო ზომები განვახორციელეთ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეს იყო პირველი საგამოძიებო მისია, რომელიც რომელიმე პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროდან ოდესმე ჩასულა. ძალიან მოკლე ხანში ჩვენ მოვითხოვეთ გაეროსგან ბოდიშის მოხდა თქვენთვის, ქართული სახელმწიფოსთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციისთვის მისი რეპუტაცია მნიშვნელოვანია და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამას გპირდებით როგორც თავდაცვის მინისტრი, როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი არის თქვენი ღირსება და რეპუტაცია,“ - მიმართა თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს.

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა მარმალზე გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული 32-ე ბატალიონის “ბრავო“ ასეულს ჩაანაცვლებს.

წაკითხულია 1104 ჯერ

Related items

  • აშშ-ის სამხედრო ბიოლაბორატორიების საკითხის გარშემო: ვინ გახდება ამერიკელების მსხვერპლი სომხურ მიწაზე?

    აშშ-ის სამხედრო ბიოლაბორატორიების საკითხის გარშემო: ვინ გახდება ამერიკელების მსხვერპლი სომხურ მიწაზე?

    ავტორი: სერგეი შაქარიანცი

    ამერიკელების მიერ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამხედრო ბიოლაბორატორიების გახსნის პრობლემა ალბათ მინიმუმ უკვე 2013-14 წლებიდან არის ცნობილი. თანაც საუბარია არა მხოლოდ დსთ-ს წევრ ქვეყნებზე, არამედ დსთ-დან დიდი ხნის წინათ გამოსულ უკრაინასა და საქართველოზე.

    აშშ-ის საბაზისო ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორიები (ცრლ), რომლებსაც ემატება ნაკლებად მსხვილი ზონალური სადგურები, უკრაინაში 2010 წლიდან მოქმედებს, საქართველოში - 2011 წლიდან, ყაზახეთში კი - 2015 წლიდან. კანადამ ცრლ-ს შექმნა ყირგიზეთში სცადა. აქვე განვმარტავთ: რეფერენს-ლაბორატორიები იქმნება ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ განსაკუთრებით საშიში ინფექციების დიაგნოსტიკისა და მათი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. აშშ-თან თანამშრომლობის ცალკეულ პროგრამებში ჩართულია ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი.

    ბუნებრივია, აშშ აცხადებს, რომ ამ ობიექტების მოღვაწეობას მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულება აქვს. ყველა ობიექტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სახსრებით იგება. ამასთან, მათი ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება მსგავს სამოქალაქო უწყებებზე გასაწევ ჩვეულებრივ ხარჯებს. ამიტომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ შესაძლოა იქ ორმაგი დანიშნულების ძვირადღირებული მოწყობილობებია განთავსებული. თანამშრომელთა რიცხვი - 50-დან 250-მდე ადამიანი მნიშვნელოვნად აჭარბებს პერსონალის იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა გაცხადებული მიზნების მქონე სამოქალაქო ავტომატიზებული ლაბორატორიების მომსახურებისთვის.

    რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საზღვრების პერიმეტრზე განთავსებული ლაბორატორიული კომპლექსების სისტემა პოტენციურად პენტაგონს უამრავი ამოცანის გადაჭრის საშუალებას მისცემს. მაგალითად, ტერიტორიულ მიკროორგანიზმებზე ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობას, რუსეთის, ირანისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი თაობის მაღალეფექტური თავდასხმითი ბიოლოგიური შეიარაღების შესაქმნელად.

    2016 წლიდან სომხეთის საზოგადოებრიობამაც შემოჰკრა განგაშის ზარს. საქმე იმაშია, რომ დროის მოკლე მონაკვეთში, 2016 წლის 6 აპრილიდან (!) იმავე წლის 13-14 ივლისამდე ამ პატარა რესპუბლიკაში ამერიკელებმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით სამი რეფერენს-ლაბორატორია გახსნეს. თავდაპირველად იჯევანში, ტაუშის (საზღვრისპირა) მარზის ცენტრში, მერე დედაქალაქ ერევანში, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში, და ბოლოს - გიუმრიში, სახელწოდებით "დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი". ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე 2017 წლისთვის ამერიკელებმა და სომხეთში მათმა ხელისშემწყობებმა ლორის, გეგარკუნიქსისა და სიუნიკსის მარზებში დაგეგმეს ანალოგიური ცენტრების გახსნა, რომლებიც ცენტრალურ - ერევანის ლაბორატორიასთან იქნება კავშირში. მოკლედ, აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს ჯერ მხოლოდ სომხეთში ექვსი (!!!) სამხედრო ბიო-ლაბორატორია ჰქონდეს და აკონტროლოს.

    2016 წლის 13 ივლისს, აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დახმარებით, ერევანში, ავანის რაიონში გაიხსნა კიდევ ერთი რეფერენს-ლაბორატორია. გახსნას DTRA-ს სამმართველოს დირექტორი ელიზაბეტ ჯორჯი ესწრებოდა. დოქტორ ელიზაბეტ ჯორჯის თქმით, სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფთხოების განყოფილების განსაკუთრებულად საშიში პათოგენების რეფერენს-ლაბორატორიის სრული მშენებლობისთვის ჩაიდო 4,1 მლნ. დოლარი, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს "დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის" რეფერენს-ლაბორატორიის რემონტისთვის კი აშშ-ის მთავრობამ 9,8 მლნ. დოლარი გაიღო. დამატებით 1,7 მლნ. დოლარი გაიცა მოწყობილობებისა და ავეჯის შესაძენად. ერთი დღის შემდეგ, 2016 წლის 14 ივლისს, შირაქის მარზის ქალაქ გიუმრიში, DTRA-ს სამმართველოს დირექტორ ელიზაბეტ ჯორჯისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგა შირაქის რეგიონული ლაბორატორიის - სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს "დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის" გახსნის ცერემონია. გიუმრის ლაბორატორიის გარემონტებისთვის აშშ-ის მთავრობამ 2,7 მლნ. დოლარი გაიღო, დამატებით 340 ათასი კი ავეჯისა და მოწყობილობების შესაძენად გამოყო.

    რატომ აქვს აშშ-ს სომხეთის მიმართ ამისთანა დაჟინებული ინტერესი სამხედრო ბიოობიექტების შექმნის პროგრამის კუთხით? ერთ-ერთი პასუხი ზედაპირზევე ჩანს: საბჭოთა პერიოდში სომხეთი დამსახურებულად მიიჩნეოდა საბჭოთა მიკრობიოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთ ლიდერად. მრავალი შტამი, რომელიც აქ ინახება, ჭეშმარიტად უნიკალურია.

    დამატებით ეჭვს იწვევს ის, რომ ლაბორატორიები მოქმედებს დახურულ რეჟიმში, დაკომპლექტებულია უცხოეთის სამხედრო პერსონალით, ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს კი ხშირად არ აქვთ მათთან პირდაპირი წვდომა. მათ ხელმძღვანელებად ინიშნებიან ვაშინგტონის მიმართ ლოიალური სამხედრო პირები ან სპეცსამსახურების წარმომადგენლები. თუ გავითვალისწინებთ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა დანიშვნის "სპეციფიკას" სომხეთში, რომელიც 2016 წლიდან დამკვიდრდა, ნებისმიერ მკვლევარისთვის მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურიც შეგნებულად დახუჭავს თვალს   ამერიკული ბიოლაბორატორიების ნებისმიერ საქმიანობაზე, თუნდაც ამ ბიოლაბორატორიების თანამშრომელთა ქმედებები ობიექტურად შეიცავდეს პირდაპირ საფრთხეს სომხეთის უსაფრთხოებისა და საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ამერიკელებმა რომც არ "ჩაატარონ ცდები" სომხებზე - სომხეთის მოქალაქეებზე, საფრთხეების ჩამონათვალი მაინც ვრცელია. საზღვარგარეთ განთავსებული ლაბორატორიული კომპლექსები მთლიანობაში ამერიკელ სამხედრო სპეციალისტებს უხსნის შესაძლებლობას, თავისი ბიოლოგიური კვლევის შედეგები პოტენციური მოწინააღმდეგეების ტერიტორიასთან ახლოს მდებარე რაიონებში გამოსცადონ (მაგალითად,  გამოიკვლიონ საშიში დაავადებების გამომწვევთა ვირუენტურობა, გავრცელების გზები და სხვა თვისებები). სხვა თუ არაფერი, ამერიკელები თავიანთ ქვეყანაშიც ახორციელებენ მოსახლეობის ექსპერიმენტულ დასნებოვნებას მსუბუქი დაავადებებით. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი თავს ვერ შეიკავებენ ამ სფეროში ახალი იდეების საველე აპრობაციისგან პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, ან - მათ მოსაზღვრე ქვეყნებში. სომხეთისთვის კი ეს, უპირველესად, ირანია. საქართველოსა და აზერბაიჯანში ამერიკელებს ხომ "ადგილობრივი" რეფერენს-ლაბორატორიები აქვთ. სიტუაცია აშშ-ს ყოველგვარი სამართლებრივი შეზღუდვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს. საზღვარგარეთის სამედიცინო ცენტრები ამერიკელ სამხედროებს ბიოლოგიური მანიპულაციების ნაციონალური ტერიტორიის საზღვრებს მიღმა ჩატარების შესაძლებლობას აძლევს, რითაც თავიდან ირიდებს საკუთარი საზოგადოებრიობის პროტესტებს და აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევის შედეგებს, თანაც, რასაკვირველია, უცხოური ინსპექციების წვდომის გარეშე. ასე რომ, ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საბჭოთა სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამების შედეგები. ვფიქრობ, ზედმეტია კითხვის დასმა - რისთვის. გასაგებია, რომ არა მშვიდობიანი მიზნებისთვის ან "ბიოტერორიზმის საფრთხის ზრდასთან ბრძოლის" სურვილით.

    საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრ "ლუის" (ერევანი) ხელმძღვანელმა აიკ აივაზიანმა 2016-2017 წლების განმავლობაში არაერთხელ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ სომხეთში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბიოლაბორატორიებს ორმაგი, ხან კი სამმაგი დანიშნულებაც კი აქვს, თუ გავითვალისწინებთ დაფინანსების მოცულობას და იმას, რომ ამერიკელები შეზღუდულ, ამასთან მაღალი სეისმური საფრთხის მქონე ტერიტორიაზე ექვსი ასეთი ობიექტის ქონას აპირებენ. აიკ აივაზიანი და საზოგადოებრივ კლუბ "ხალხის ხმის" ექსპერტი არმან გუკასიანი არაერთგზის ამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე, რომ შესაძლოა, არ შეშფოთებულიყვნენ და მიეღოთ სომხეთის მიმართ გამოჩენილი "ამერიკული დახმარება" ასეთ რთულ და დელიკატურ სფეროში, როგორც აშშ-ის მმართველი აქტუალური ელიტის უანგარო ზრუნვა სომხეთის სამი მილიონი მოქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე, ჩამოთვლილი საფრთხეების დიდი ნაწილიც მოგონილად მიეჩნიათ, მაგრამ ამგვარ პოზიციას ხელს უშლის უამრავი "მაგრამ"! იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო პოლიტიკური ორგანიზაციის "პროექტი ახალი ამერიკული საუკუნე" (მოქმედებდა ვაშინგტონში 1997-დან 2006 წლამდე. ზეგავლენა მოახდინა ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის იდეოლოგიასა და სამხედრო პოლიტიკაზე) 2000 წლის პროგრამულ დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ ბიოლოგიური იარაღის გაუმჯობესებულ სახეობებს, რომლებსაც კონკრეტულ გენოტიპზე ზემოქმედების უნარი აქვთ, შეუძლიათ ბიოიარაღი ტერორის სფეროდან სასარგებლო პოლიტიკური ინსტრუმენტების სფეროში გადაიტანონ.

    უკვე აღნიშნულის გარდა, სომხეთში კიდევ არაერთი სხვა უცნაური "თავისებურება" გვხვდება. 2017 წლის 26 აპრილს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მორიგი პუბლიკაციების შემდეგ, საინფორმაციო პორტალ news.am-ის შეკითხვის პასუხად, სომხეთში აშშ-ის საელჩომ კომენტარი გააკეთა პუბლიკაციაზე, რომელიც რესპუბლიკაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით გახსნილ რეფერენს-ლაბორატორიებს ეხებოდა. თავის კომენტარებში აშშ-ის საელჩოს არ მოუყვანია არცერთი მტკიცებულება, რომლებიც უარყოფდნენ ამ ლაბორატორიების ორმაგ დანიშნულებას. ეგრეთ წოდებულ "უარყოფაში" მითითებული იყო მხოლოდ ორი ვიდეორგოლი რეფერენს-ლაბორატორიების შესახებ,   რომლებიც თავად ამერიკელების დაკვეთით გადაიღეს. როგორც ამტკიცებდნენ მიმდინარე წელს ა. აივაზიანი და ა. გუკასიანი, ჩატარდა სომხეთში აშშ-ის პენტაგონის რეფერენს-ლაბორატორიების არსებობის შესაძლო მიზნების საკუთარი ანალიზი. ერევანში რეფერენს-ლაბორატორიის შექმნისთვის აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 15,5 მილიონი დოლარი გამოყო, საერთო ჯამში კი 18 მილიონი დოლარი გამოიყო.

    გაუგებარია, ვინ იძლევა - ამ შემთხვევაში, ვინ აძლევს სომხეთის მოსახლეობას უკვე მოქმედი სამი, პერსპექტივაში კი ექვსი ამერიკული ბიოსამხედრო ობიექტის უსაფრთხოების გარანტიას. თავად აშშ-შიც არაერთხელ დაფიქსირებულა სასიკვდილო დაავადებების საშიში გამომწვევების გაჟონვა ამერიკული ლაბორატორიებიდან. გავიხსენოთ აშშ-ში ციმბირული წყლულის სპორების გაგზავნის შემთხვევა 2001 წელს, ან ციმბირული წყლულისა და ფრინველის გრიპის ნიმუშების გაჟონვა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრიდან (DiseaseControlandPrevention, CDC). ვის დაადანაშაულებს აშშ, თუ უცებ საშიში გამომწვევები "შემთხვევით" გაჟონავს სომხეთის ლაბორატორიებიდან? დარაჯს, ლაბორატორიის მუშაკს, რომელსაც სინჯარის მჭიდროდ დახურვა "დაავიწყდა" თუ ვინმე სხვას?

    ****************************

    ეს ყველაფერი ოდნავაც კი არ არის უტრირებული - არც ვინმე უნდა დაადანაშაულოთ ერთგვარ წინასწარაკვიატებულობაში აშშ-ისა და ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიების სფეროში მისი მიზნების მიმართ. გულუხვობა, რომლითაც აშშ აფინანსებს ბიოლაბორატორიებს სომხეთში, დამძაბველია - და ეს კიდევ მოკრძალებულად ნათქვამია. რასაკვირველია, ამერიკის საელჩოს, ასევე სომხეთისა და აშშ-ის ზემოხსენებული უწყებების წარმომადგენლები არაერთხელ ირწმუნებოდნენ, რომ ლაბორატორიების საქმიანობა "არანაირად არ უკავშირდება გეოპოლიტიკურ პრობლემებს". როგორც აცხადებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, სომხეთი მდებარეობს რეგიონში, სადაც "მაღალი მიგრაციაა და დიდია ალბათობა იმისა, რომ დაავადებები შეაღწევენ რესპუბლიკაში". აქაოდა, ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, სომხეთმა დროულად უნდა აღმოაჩინოს ეს საფრთხეები და რეაგირება მოახდინოს მათზე, შეაჩეროს მათი გავრცელება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ლაბორატორიები კი კვლევით ხასიათს ატარებენ და ამ საკითხის გადასაწყვეტად არიან მოწოდებული. სომხური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ "ლაბორატორიას ვერ ექნება ორმაგი დანიშნულება, რადგან ქვეყანამ ბიოლოგიური იარაღის გავრცელების რისკების შემცირების ვალდებულება აიღო". ანალოგიური კომენტარებით გამოვიდა აშშ-ის საელჩო აპრილის ბოლოს ერევანში. მან განაცხადა, რომ ამაყობენ სომხეთის მთავრობასთან თანამშრომლობით და ქვეყნის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენით, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გარანტიით, ზეთანამედროვე ლაბორატორიების რემონტისა და შექმნის ფინანსირებით, რისი წყალობითაც ძლიერდება მთავრობის შესაძლებლობები ადამიანებისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის, საშიში დაავადებების ეპიდემიების თავიდან აცილების კუთხით.

    მაგრამ რატომ არ არის სერიოზული რეაქცია - არც სომხეთში, არც სხვა რესპუბლიკებში? საქმე იმაშია, რომ ექსპერტ-სპეციალისტების შეფასებები აღნიშნული ობიექტების საშიშროებასთან დაკავშირებით ჯერ საკმაოდ მოზომილია, რასაც ისინი სრულფასოვანი ინფორმაციის უქონლობით ხსნიან. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ინფორმირებული და დაცული მომხმარებლის" ხელმძღვანელის, ბაბკენა პიპოიანის (ერევანი) აზრით, წმინდა თეორიულად, სომხეთის ტერიტორიაზე რეფერენს-ლაბორატორიების არსებობას შესაძლოა სხვადასხვაგვარი პრობლემები და საფრთხეები მოჰყვეს. "ჩვენ ხომ გვესმის, რომ ლაბორატორია ფარული ობიექტი არ არის. და რისკების შესახებ, თუ ისინი არსებობს, იციან სპეცსამსახურებმაც, სომხეთის მთავრობამაც და რუსეთმაც, როგორც სომხეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა. რასაკვირველია, სომხეთში აშშ-ის მიერ ლაბორატორიების შექმნა ვერ მოეწონება რუსეთს, თუმცა ვფიქრობ, რუს კოლეგებთან საკითხის განხილვისას სომხურმა მხარემ სათანადო არგუმენტები მოიყვანა", მიიჩნევს პიპოიანი. მაგრამ, როგორც ჩანს, მას მხედველობიდან რჩება ის, რომ რეფერენს-ლაბორატორიების მშენებლობა ითვალისწინებს ამერიკული მხარისთვის ვირუსების ყველა იმ შტამის გადაცემას, რომლებიც ვირუსების კოლექციაში ინახება. ყველა აღნიშნული ლაბორატორიის მუშაობას მხოლოდ აშშ-ის სამხედრო უწყება აკონტროლებს. ბიოლოგიურ საფრთხეებთან გამკლავების პროექტების ფარგლებში ლაბორატორიების მშენებლობა აშშ-ს საშუალებას აძლევს, სრულად აკონტროლოს ბიოლოგიური მდგომარეობა როგორც შესაბამისი პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ისე ტრანსმოსაზღვრე მეზობლების ტერიტორიებზე.

    ყველა ვირუსოლოგმა იცის წესი: ბაქტერიის შესწავლიდან ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ამასთან, აშშ-ის შექმნილი ბიოლაბორატორიები გამოსულია იმ ქვეყნების მთავრობების კონტროლიდან, რომელთა ტერიტორიაზეც ისინი მდებარეობს. ლაბორატორიები მოქმედებს დახურულ რეჟიმში. ლაბორატორიების პერსონალს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელებისგან შედგება, აქვს დიპლომატიური იმუნიტეტი, ადგილობრივი სამოქალაქო ჯანდაცვის წარმომადგენლებს კი ამ ობიექტებთან პირდაპირი წვდომა არ აქვთ. ლაბორატორიების მუშაკთა რიცხვი 50-დან 250-მდეა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გაცხადებული მიზნების მქონე ავტომატიზებული სამოქალაქო ლაბორატორიების მომსახურებისთვის საჭირო პერსონალის რაოდენობას. 2010 წლის ინდონეზიური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ამგვარი ამერიკული ბიოლაბორატორიის გაძევება, სამწუხაროდ, აუხდენელი ოცნებაა სომხეთის რიგითი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან დღევანდელმა მთავრობამ იცის, რაც ხდება მსოფლიოში, კონკრეტულად სომხეთის, არცახის გარშემო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწორედ 2013-2017 წლებში  ამ სფეროში აშშ-ის პოლიტიკის პირდაპირ დამხმარებლობაზე მიდის.

    სომხეთის მთავრობამ ან მართლა არ იცის, ან ვითომ არ სმენია ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის - ამერიკელი ჯეფრი სილვერმანის განცხადება, რომელიც მან გამოცემა "საქართველო და მსოფლიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: აშშ ლაბორატორიებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციისთვის გვერდის ავლის მიზნით ქმნის. "ლუგარის ლაბორატორია აეროპორტის გვერდით მდებარეობს. ბომბის ასატვირთად ან იქიდან ვირუსების სხვა ობიექტებზე გადასატანად დიდი დრო არ იქნება საჭირო", თქვა მან საქართველოში მოქმედი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის ფუნქციებსა და ამოცანებზე საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ამ ლაბორატორიის შექმნაზე ამერიკელებმა 300 მილიონი დოლარი დახარჯეს. მაგრამ სომხეთის მთელი რიგი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბოლო წლებში რესპუბლიკის ხელისუფლება თავზე ხელს უსვამდა აშშ-ს ამ, სულ მცირე, უცნაურ საქმიანობაში. 2010 წ. - შეთანხმება პენტაგონთან "ბიოლოგიური იარაღის წარმოების ტექნოლოგიის, პათოგენების გავრცელების და გამოცდის  თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ", "ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების" პროგრამის ფარგლებში. სომხეთში აშშ-ის საელჩოში შეიქმნა ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის რეალიზაციის მხარდამჭერი ოფისი. DTRA-ს პროგრამების რეალიზაციაში 2011 წლიდან ჩართულია კომპანია Black&Veatch, მოქმედებს პროგრამა CWEP. ISTC-მა (აშშ) ერევანში თავისი განყოფილებები გახსნა, ფინანსური დახმარება გაუწია რამდენიმე ათეული პროექტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

    პენტაგონმა 2015 წელს სომხეთის სასაზღვრო სამსახურს მიაწოდა მოწყობილობა მასობრივი განადგურების იარაღის ბრუნვის გასაკონტროლებლად. სომხეთის საგანგებო სიტუაციათა, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა აშშ-ისგან პანდემიის შემთხვევაში გამოსაყენებელი აუცილებელი სპეცსაშუალებები მიიღეს. აღნიშნული უწყებების მოხელეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბუნებრივი და ტექნოგენური წარმომავლობის საშიში ინფექციური დაავადებების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და აღკვეთის ამერიკული სტანდარტების შესახებ. აშშ-ის დაავადებათა თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკის ცენტრმა სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში  თავისი პროგრამული უზრუნველყოფა EpiInfo დანერგა. რას იტყვით, "ყველაფერი კარგადაა, მშვენიერო მარკიზა?" არა და არა. როგორც ზემოხსენებული ორგანიზაცია საზოგადოებრივი კლუბის - "ხალხის ხმის" ერევანში 2017 წლის ივნისის შუა რიცხვებში გამართული პრესკონფერენციის მასალები მოწმობს, "აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, სადაც ის ამბობდა, რომ მოცემული  ლაბორატორიების საქმიანობა გახსნილია ფართო საზოგადოებრიობისათვის, საზოგადოებრივი კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, მოენახულებინათ აღნიშნული ლაბორატორიები და ადგილზე გაცნობოდნენ მათ საქმიანობას. აქტივისტებს აინტერესებდათ, რატომ აფინანსებდა ლაბორატორიის მუშაობას პენტაგონი, რატომ არ არსებობს შესაბამისი შეთანხმება სომხეთისა და აშშ-ის სამხედრო უწყებებს შორის, რატომ არის განთავსებული ლაბორატორიები მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, თანაც საბავშვო ბაღებისა და მოედნების გვერდით? სამწუხაროდ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ლაბორატორიის მთავარ ოფისში სტუმრობამ ვერც ერთ გაჟღერებულ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი, რაც ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს". როგორც ირკვევა, "ხალხის ხმის" ექსპერტები თავად ლაბორატორიებში არც შეუყვანიათ - მხოლოდ ტექნიკურ ოფისში მიღებით შემოიფარგლნენ.

    ამან დაადასტურა, რომ ამერიკელები სომხეთში არავისთვის არ აპირებენ ანგარიშის ჩაბარებას, თუ რით არიან დაკავებული აშშ-ის მოქალაქეები ერევნის, გიუმრისა და იჯევანის სამხედრო ბიოლაბორატორიებში. როგორც "ხალხის ხმის" ხელმძღვანელი ა. გუკასიანი აცხადებს, ორგანიზაცია აშშ-ის ელჩ რ. მილზისთვის "კონკრეტული კითხვებისა და მოთხოვნების" შემცველი წერილის გადაცემას აპირებს. "მეზობელი საქართველოს გამოცდილების შესწავლისას ვხედავთ, რომ მსგავსი  ლაბორატორიების მშენებლობაზე დაიხარჯა თანხები, რომლებიც რამდენიმეჯერ აჭარბებს სამოქალაქო დანიშნულების მსგავსი ობიექტების დაფინანსებისთვის საჭირო თანხის მოცულობას", - აცხადებს კლუბის წარმომადგენელი ცოვინარ კოსტანიანი. მისი აზრით, არ შეიძლება არ დაგაეჭვოთ ამ ფაქტმა, რადგან არსებობს საშიშროება, რომ მოცემულ ლაბორატორიებში შენახული პათოგენები სამომავლოდ შესაძლოა გამოიყენონ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად, რომელიც მოცემული ერის ან რეგიონისთვის დამახასიათებელი გენოტიპისა და ბიოლოგიური თავისებურებების საფუძველზე იქნება შემუშავებული. "დაუშვებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტები უცხოეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ და ხარჯზე იმყოფებოდეს. პენტაგონმა სომხეთში 18 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა მსგავსი ლაბორატორიების შექმნაზე. დარწმუნებული ვართ, თუ ლაბორატორიების დაფინანსებას სამხედრო უწყება ახორციელებს, დასახული ამოცანებიც სავსებით სამხედრო იქნება", აღნიშნავს ის.

    პენტაგონმა ბოლო წლებში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა მთელ მსოფლიოში 400 ბიოლაბორატორიის მოსაწყობად. ყოფილი სსრკ-ის ნაკლებად მდიდარმა ქვეყნებმა აშშ-თან თანამშრომლობის შედეგად, საშიში ვირუსების გავრცელების რეალური პროფილაქტიკის ნაცვლად, თავიანთ ტერიტორიებზე მიიღეს დახურული უწყებები, რომლებიც მთავრობასთან არ არიან ანგარიშვალდებულნი. 

    ზემოთქმულის გათვალისწინებით, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმის სავარაუდოდ, რომ აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური მოღვაწეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, დსთ-ს ქვეყნებსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის სომხეთშიც, საფრთხეს უქმნის მათ ეროვნულ ინტერესებს და მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს საშიშროება გაიზრდება, თუ აშშ გადაწყვეტს, სწორედ მათი ტერიტორიიდან მიაყენოს ბიო-სამხედრო დარტყმა რუსეთს, ჩინეთსა და ირანს. ამ ქვეყნების რეაქცია ვერ იქნება აპრიორი წინასწარ პროგნოზირებადი. და თუ ასეა, საჭიროა ერთობლივი წინმსწრები ზომების მიღება.

    გადმობეჭდილია შემოკლებით გაზეთ "ერკრამასიდან": http//yerkramas.org

  • თავდაცვის მინისტრმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ახალი ინიციატივა ჯარისკაცებს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გააცნეს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბებული შერჩევის საბჭოს მიერ გამოვლენილ 5 საუკეთესო სამხედროს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გამარჯვებულები საუკეთესო ოცეულის მეთაურის, საუკეთესო ათეულის მეთაურის, საუკეთესო უმცროსი ოფიცრის, საუკეთესო სერჟანტისა და საუკეთესო კაპრალის კატეგორიებში დაასახელეს. სამხედროების დაჯილდოება სამ თვეში ერთხელ მოხდება.
    ახალი პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა, რაც უწყების სამოქმედო დოკუმენტში „მინისტრის ხედვა 2020“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხდება. სპეციალური კომისია ყველა ქვედანაყოფიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საუკეთესო რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებსა და უმცროს ოფიცრებს გამოავლენს.

  • მე-12 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა

    საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება.

    მათივე ინფორმაციით, ბატალიონის სრული შემადგენლობის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ქართველი მშვიდობისმყოფელები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს. 

    მე-12 ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

    „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი როტაციის წესით მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა.

  • დავით ზალკალიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განუცხადეს.

    მათი მონაცემებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა  საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონალური, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას და ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ  პროექტებში და ავღანეთში მიმდინარე ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში".

    შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანს არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად. 

    მხარეები მიესალმნენ ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც მნიშვნელოვან წინსვლას ამ მიმართულებით და საარჩევნო სისტემის რეფორმას. 

    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს, რაც კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო პერიოდში, როდესაც პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს უკანონო მოქმედებები და პროვოკაციული ნაბიჯები. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს 11 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქის დაჭრის და მისი უკანონო დაკავების ფაქტს. ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. 

    გენერალური მდივნის მოადგილემ და საქართველოს დელეგაციამ მზაობა გამოთქვეს  განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა  საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის განმტკიცების პროცესში. 

    აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა მირჩა ჯოანას წარუდგინა საქართველოს ახალი ელჩი ნატოში - ვიქტორ დოლიძე, რომელმაც გენერალური მდივნის მოადგილეს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდ ვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    მათივე მონაცემებით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს. 
    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ. 

    სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან. 
    საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტურ გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს? - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური