ვარშალომიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც რაიმეს აშენებდა, - გია ვოლსკი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 14:25

"ვარშალომიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც რაიმეს აშენებდა და შემოქმედია. რაღაც პერიოდში იყო რეგიონული ხელისუფლების სათავეში, ახასიათებდა მმართველობის კლანურობა და ინტელექტუალურად დიდად არ გამოირჩევა. მე მხოლოდ  ამის თქმა შემიძლია," - განაცხადა გია ვოლსკიმ ლევან ვარშალომიძის ბათუმში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ლევან ვარშალომიძე,  ბოლო რამდენიმე წელი უკრაინაში ცხოვრობდა და მუშაობდა,  ბათუმში გუშინ დაბრუნდა. 

წაკითხულია 488 ჯერ

Related items

  • გია ვოლსკი "გაზპრომის" ხელშეკრულებაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს

    საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის განცხადება გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იყო "დაუფიქრებელი." მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კახი კალაძესთან მარგველაშვილს კომუნიკაცია არ ჰქონია.ის ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრებს პრეზიდენტის შეხსენება ამ საკითხზე არ სჭირდებათ. ხოლო ანგარიშის წარსადგენად ენერგეტიკის მინისტრი მზად არის.უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, რომ იგი პირველ რიგში,  გარკვეულიყო არსებულ საკითხში და არ გაეკეთებინა "დაუფიქრებელი კომენტარები.“

  • ლევან ვარშალომიძე საარჩევნო ადმინისტრაციას კანონდარღვევაში ადანაშაულებს

    ლევან ვარშალომიძემ არჩევნებისას გადაღებული მორიგი ვიდეომასალა გაასაჯაროვა. ამჯერად, კადრებში ხმების დათვლის პროცედურაა ასახული, სადაც კომისიის წევრებს პროცესში კალმები უჭირავთ.

    ვარშალომიძის მტკიცებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონი დაარღვია.

    აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მსგავსი ვიდეომასალების გამოქვეყნებას მეორე ტურამდე კვლავ აპირებს.

    „რად უნდათ კალმისტარი, როდესაც კონკრეტული დათვლა უნდა იწარმოებოდეს და მათი ფუნქციაც არის, რომ ამომრჩეველი როდესაც აფიქსირებს თავის ხმას, ამომრჩეველი აფიქსირებს თავის ნებას, მათი ერთადერთი მოვალეობაა დათვალონ ეს ხმები და არა მანიპულაციები გააკეთონ,“ - განაცხადა ვარშალომიძემ.

  • მთავარია, გამოძიება წარიმართოს სწორად, - გია ვოლსკი

    „საკმაოდ მძიმე მუხლით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ახალ სამართლებრივ საკითხებში და ბჭობაში შემოსვლა მე არ მიმაჩნია სწორად. განზრახ მკვლელობა განსაკუთრებით მძიმე გარემოებებში არის საკმაოდ სერიოზული მუხლი. მთავარია, რომ გამოძიება წარიმართოს სწორად და ზუსტად დასახელდეს მიზეზები და ის პირები, ვინც ეს დაგეგმა და ჩაიდინა,“ - აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ გააკეთა.

     

     

  • არეულობის და დაპირისპირების სცენარი კვლავ აქტუალურია, - გია ვოლსკი

    "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების სცენარი კვლავ აქტუალურია:

    „არეულობის და დაპირისპირების სც-ენარი კვლავ აქტუალურია, სააკაშვილი მხოლოდ ამ მიმართულებით მოძრაობს, ამ მიმართულებით თავის პოზიცია არასდროს   არ შეუცვლია,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

  • პრეზიდენტის არჩევის უფლება პარლამენტს უნდა მიეცეს, - გია ვოლსკი

    "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის თქმით,  მე-9 მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი,  პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იქნება.

    „ქვეყანაში უნდა იყოს საპარლამენტო მმართველობა. შესაბამისად, პარლამენტს უნდა მიეცეს მეტი უფლებები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის უფლებაც.  პრეზიდენტს პირდაპირ არჩევნების ნაცვლად, პარლამენტი აირჩევს.  საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

    ამ დროისთვის კი მმართველ გუნდს დაახლოებით 69 მანდატი აქვს.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური