ფინანსთა სამინისტროს სისტემაში აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ყალიბდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 11:00

როგორც ცნობილია, 2016 წლის 25 ივნისს, ძალაში შევიდა ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი.

აღნიშნული კანონის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ყალიბდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელთანაც თავის მხრივ, იქმნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო. 

საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს თითო წევრი შემდეგი სექტორებიდან:
- პროფესიული ორგანიზაციებიდან; 
- ბიზნესასოციაციებიდან;
- აკადემიური წრეებიდან.

თითოეული ამ სექტორიდან შეიძლება წარდგენილ იქნას საბჭოს წევრობის 3-3 კანდიდატი. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენა წარმოებს არაუგვიანეს 2016 წლის 15 ივლისისა.

დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

წარმდგენი ორგანიზაცი(ები)ის სარეკომენდაციო წერილი;
წევრობის კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV);
სამოტივაციო წერილი, საიდანაც გაირკვევა, თუ რატომ მიიჩნევს ესა თუ ის პირი, საკუთარ თავს საბჭოს წევრობისთვის ღირსეულ კანდიდატად, როგორ აპირებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ზოგადად, სამსახურის საქმიანობის და საზედამხედველო სფეროების ხელშეწყობას;
ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

წაკითხულია 1223 ჯერ

Related items

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“ ახალი პროექტი დაიწყო. „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა კადრების გადამზადებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად.

    პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს 6 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

    „ჩვენი პროექტის მიზანია, საჯარო სექტორის აუდიტორული საქმიანობისთვის მოვამზადოთ შესაბამისი პროფესიის მქონე ბაკალავრები და მაგისტრანტები, რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ საჯარო სექტორის კვალიფიციური აუდიტორები“ - აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

    გენერალური აუდიტორის განცხადებით, სასერტიფიკაციო პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

    საჯარო სექტორის აუდიტის სასწავლო კურსი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი. სასწავლო კურსის ხანგძლივობა 3 თვეს შეადგენს.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ორივე მოადგილემ და მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობები დატოვეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ახალი ხელმძღვანელის მისვლის შემდეგ რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა.

    თანამდებობა დატოვა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის ორივე მოადგილემ. არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა მთავარი სამმართველოს უფროსმა ზურაბ სიჭინავამაც. 

    8 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალ უფროსად ლევან გამყრელიძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელმაც მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 

  • ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული თანხა გეგმურ მაჩვენებელს აღემატება

    სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულმა თანხამ 2016 წლის 31 დეკემბრისთვის 704,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 81,8 მლნ ლარით აღემატება წლის დასაწყისისთვის არსებულ მაჩვენებელს, ხოლო 61,8 მლნ ლარით - ბიუჯეტით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელს. დონორების მიერ გამოყოფილი სახსრების ათვისების მაჩვენებლები, გრანტების ნაწილში 120,3%-ით არის შესრულებული, ხოლო დაფინანსების ნაწილში - 100,4%-ით.

    ინფორმაციას ამის შესახებ,  ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

     

  • სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება

    პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალბანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 6 მილიონ ევრომდე თანხით საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება. სულ, აღნიშნული პროექტის ღირებულება 10.3 მილიონ ევრომდეა.

    პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საზღვარზე მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. 

    „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია ფინანსური თანამშრომლობის, ევროპასთან გაძლიერებული კავშირისა და ევროპიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება და მისი ფინანსური მხარდაჭერით დაინერგება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროების განსავითარებლად, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის საწინდარი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ასახულია ევრობანკის 2017 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

    „აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი კარგად ერგება 2017 წლის სტრატეგიას საქართველოსთვის, რომლის მთავარი მიმართულებებია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და რეგიონული კავშირების გაფართოების ხელშეწყობა. ველით, რომ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან გაგრძელდება,“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა. 

    სადახლო-ბაგრატაშენის ხიდი თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ის საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის მთავარ წერტილს წარმოადგენს. 

  • ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე აზიის განვითარების ბანკმა 98,7 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხა

    საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ბიუჯეტის მხარდამჭერი სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირების შემდეგ, დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩაირიცხა აზიის განვითარების ბანკისგან მისაღები დაფინანსება 98,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

    როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა აღნიშნა, 13 დეკემბერს, კონვერტაციის პროცედურის შემდეგ, შესაბამისი თანხა, რაც დაახლოებით, 255 მილიონი ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

    საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) ბიუჯეტის მხარდამჭერ სასესხო ხელშეკრულებებს მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს ხელი მოეწერა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური