საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 01 ივლისი 2016 15:23

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არსენ მარგარიანს და სერბუჰ პეტროსიანს, საბაჟო გამშვები პუნქტის,  ,,სადახლო-საავტომობილოს’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროს და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები. აღნიშნული კანონდარღვევისათვის არსენ მარგარიანი და სერბუჰ პეტროსიანი საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11  წლამდე ვადით. 

წაკითხულია 490 ჯერ

Related items

  • „არმია“ ოქროს ლიგის გამარჯვებულია
    თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის უწყების მინი-ფეხბურთის გუნდმა დღეს ფინალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი “RS” ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.
     
    ოქროს ლიგა 2018-19 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, შეჯიბრის თასი და მედლები გადაეცა. ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.
     
    ოქროს ლიგა 2018-19 სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით გაიმართა.
  • წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

    15 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის რ.გ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6584.37 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 58.7 გრამი) გამოავლინეს.

    საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6584.37 ლარის ოდენობით შეეფარდა.

  • ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

    2 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ც.ბ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 94.8 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

     

    საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,112.63 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8,112.63 ლარის ოდენობით შეეფარდა.

  • ოქროს ნაწარმის და ძვირფასი ქვების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

    საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე სამი პირი ამხილა.

    "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 16 390 ლარს შეადგენს.

    ხოლო, ორ შემთხვევაში, დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო წესის დარღვევით, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანათ დეკლარირებას დაქვემდებარებული უმაღლესი სინჯის ოქრო და ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება ჯამში 36 536 ლარს შეადგენს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში ამოღებულია 52 926 ლარის ღირებულების 627 გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები.

  • წინა წელთან შედარებით საქართველოს საზღვარზე ვიზიტორთა რაოდენობა 20,9 %-ით გაზრდილია

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ,საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

    2017 წლის სექტემბრის თვე 763 729 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 20,9 %-ით მეტია.

    რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 822 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც 19,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 783 594-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,8%- ით მეტია.

    ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

    ა) ტურისტი - 380 895 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8%);

    ბ) ტრანზიტი - 182 356 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,6%);

    გ) სხვა - 200 478 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,7%).

    2017 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+32%), აზერბაიჯანიდან (+15,6%), სომხეთიდან (+11,8%), თურქეთიდან (+10,5%), უკრაინიდან (+0,2%) და ირანიდან (+80%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 33%, 32%, 29%, 21%, 18%, და 16%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (35%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (93%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 26%-იანი ზრდა"- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური