უბედური შემთხვევა გარდაბანში

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 13:45

უბედური შემთხვევა გარდაბანში, სააქციო საზოგადიოება “თბილსრესის” სათბობ-სატრანსპორტო საამქროში 2 მამაკაცი დაიღუპა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცები მაზუთის ავზში ჩასვლას და წყალსაქაჩის დამონტაჟებას გეგმავდნენ. თავდაპირველად 20-მეტრიან ავზში ერთი მუშა ჩავიდა, თუმცა, შეუძლოდ გახდა, მის დახმარებას მეორე მუშა შეეცადა, თუმცა,    ორივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა.  მესამე მუშა  კი, რომელიც  მათ დახმარებას შეეცადა, შეუძლოდ გახდა. ის გარდაბნის საავადმყოფოშია გადაყვანილი და პირველადი დახმარება უტარდება. შემთხვევის ადგილზე  ამ დრომდე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება, კრიმინალური პოლიცია და სამაშველო სამსახური. რაც შეეხება "თბილსრესის" ხელმძღვანელობას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სატელეფონო საუბარში ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ოფიციალურ კომენტარს  შიდა მოკვლევის შემდეგ გააკეთებენ.  

წაკითხულია 469 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური