მაგდა პაპიძე სასამართლომ, შესაძლოა, დღეს დაკითხოს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 13:08

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე, შესაძლოა, სასამართლომ დღეს დაკითხოს. პროცესზე დღეს ბრალდების მხარის ბოლო მოწმე დაიკითხება, რადგან ბრალდებამ უკვე დაასრულა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა. ბოლო მოწმის დაკითხვის შემდეგ კი, დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.

წაკითხულია 1111 ჯერ

Related items

  • "ჩემმა შვილმა იმ ავტომობილში უკანასკნელი წუთები დაჰყო" - რა შეუთვალა მაგდა პაპიძემ დედამთილს

    შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე, დედამთილს, ლილი მინდიკაურს ციხიდან პასუხობს. საუბარია მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედის სარჩელზე, რომელმაც რძლის წინააღმდეგ სასამართლოში მის წინააღმდეგ ქონებრივი დავა დაიწყო.

    როგორც პაპიძის ადვოკატმა,ირმა ბრელიძემ განაცხადა, ბრალდებულს გუშინ ესაუბრა.

    "მაგდა პაპიძე დავას არ აპირებს. ამბობს თუ უნდა წაიღოს და ცეცხლი წაუკიდოსო. ერთადერთი მისი პასუხი იყო, რომ გაკვირვებულია. მიკვირს ის ფაქტი, რომ ჩემმა შვილმა, იმ ავტომობილში დაჰყო უკანასკნელი წუთები, ეს ქალბატონი კი ამ მანქანაზე საერთოდ როგორ საუბრობსო. როგორ შეუძლია ამ მანქანის გაჩერება, ამ დრომდე როგორ არ წვავსო. სადაო პროცესებში შესვლას საერთოდ არ აპირებს"- განაცხადა ადვოკატმა.

    26 წლის ქალი 2015 წლის 20 დეკემბერს საკუთარი ქმრის ომარ ქაფიაშვილისა და მცირეწლოვანი შვილის თორნიკე ქაფიაშვილის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცი თავში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, ბავშვი კი, გაგუდულია.

    მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებდა, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. პაპიძის საქმე ნაფიცი მსაჯულების პირობებში განიხილებოდა. 2016 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, ახალგაზრდა ქალს სასჯელის სახედ და ზომად უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

    წყარო: newposts.ge

  • "მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ქონებრივი დავა დაიწყო მაგდას დედამთილმა"

    ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძის და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ლანა პაპიძის თქმით მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ქონებრივი დავა დაიწყო მაგდას დედამთილმა და მას ავტომანქანას ედავება:

    „მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ქონებრივი დავა დაიწყო მაგდას დედამთილმა....ედავება დედაჩემის ნაყიდ მანქანას რომელიც დებს გვიყიდა (ორი ერთნაირი Honda fit) ახლა დაიწყო ამ მანქანაზე დავა რა ამაზრზენია ეს ყველაფერი.,...ყველაზე დიდი ქონება ომარი და დაღუპული ბავშვია რომელიც დღემდე მოუნელებელია ჩემი ოჯახისთვის,რა ქონებაზე დაობს ეს ქალი (დედამთილი) ასე როგორ უნდა დაეცე .. ან რა ქონებას ედავები მაგდას ბავშვი ისე დაუმარხეთ არც ატირეთ დიდი ხანი არამგონია იყოს დადუმებული ეს ღმერთი მჯერა მისი ! რა უნდა რას დაობს ...ვის ედავება ...რას ედავება...რა არ ასვენებს ამ ქალს“- წერს ლანა პაპიძე.

  • "არაფერი ამოჭრათ" - მაგდა პაპიძის პირველი და ექსკლუზიური ინტერვიუ ციხიდან

    გავრცელდა "ნანუკას შოუს" ანონსი, სადაც მაყურებელი მოისმენს მაგდა პაპიძის ექსკლუზიურ ინტერვიუს ციხიდან.

  • "სანამ დედიკოს მკერდი ტკივა, ცოცხალი ხარ"- რა წერია მაგდა პაპიძის ციხიდან გამოგზაავნილ წერილებში

    შვილისა და ქმრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის წერილებია ასახული, რომელსაც მაგდა პაპიძე დას ციხიდან უგზავნის. ლანა პაპიძის თქმით, ის მაგდა პაპიძის ციხიდან გამოგზავნილი წერილებისგან ალბომის გაკეთებას აპირებს:

    „რა საოცარია ეს წინათგრძნობა ! დილიდან აფორიაქებული ვარ და აი წერილები ციხიდან ...ისევ შოკი...ისევ სტრესი ...ისევ განცდები...როგორ გადავიტანო უშენოდ ეს წერილები მითხარი მაგდა როგორ ....გავაკეთებ ალბობს და ყველამ ნახოს გული ხომ უტყუარია ...იმას გადმოცემს შენი გული რასაც ღამეები განიცდი საკანში...მე მჯერა შენი მაგდა მილიონი პროცენტი მჯერა ამ წერილების...ფურცხლებს ციხის სუნი ასდის....მე ისევ მოვკვდი ახლა როცა ფოსტიდან ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა დიდი სქელი კონვერტით და ძალიან შეწუხებული სახით მკითხა: '' მაგდას და ხართ?- დიახ...ცუდი ხომ არაფერია ვკითხე და უნდა დაგანაღვლიანო დაიკომ წერილები გამოგიგზავნათო....'' ეცა ლიზი კონვერტს და სახე გაეყინა დედიკო ნახე როგორი წერილებია ნახატებითო...მე არ ვიცი მაგდა მე აქ მიჭირს გაძლება და შენ თუ უფალი არ გაძლებინებს აბა როგორ გინდა ათიო ღამეები უშვილოდ და ყველას გარეშე...მე სანამ პირში სული მიდგია შენთან ვარ და ხომ შეგპირდი სულ შენთან ვიქნები იმიტომ რომ ჩემი ხარ ! ჩემი სისხლი და ხორცი ხარ !!! მიყვარხარ და წერილებში შენი ჩვეული ტერმინებით მელაპარაკები ყოველი მესამე სიტყვაში მე მახსენებ ლანა ...ლანა...ლანა.... ჰოოო ამ ლანას ჯერა შენი მაგდა !“- წერს ლანა პაპიძე ფეისბუკზე.

  • „როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა“-ნანუკა ჟორჟოლიანი

    ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ფეისბუკის იმ მეგობრებს უკავშირდება, რომლელთაც წყენად მიიღეს ტელეწამყვანის დაფიქსირებული აზრი მაგდა პაპიძესთან დაკავშირებით.„როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა და უნდა ავხსნა რაღაც.

    იმიტომ არ მჯერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს ჭეშმარიტებას. სულაც არა მეგობრებო. პროკურატურის მტკიცებულებებია სამკარისი და მაგდას აბსურდული ჩვენებები საეჭვო.

    გოგო წინა დღეს ყიდულობს უროს. ამ უროზე კი მისი ანაბეჭდების არსებობას შემდეგნაირად ხსნის. ჩვენებაში წერს, რომ მისი ოჯახის წევრები რომ ნახა, აღსანიშნავია რომ მისივე თქმით ამ ოჯახის წევრებს მთელი საღამო ელოდა, გარეთ გაიყვანა, შუქზე რომ ენახა რა ჭირდათ და თან ნაგავაში გააყოლა ურო, რომელიც კედელზე იყო მიყუდებული. ანუ, ნახულობ შვილი მკვდარია თუ ცოცხალი და თან ადამიანს გაქვს იმის თავი ურო გადააგდო?

    ამ ზღაპრის რატომ გჯერათ? და რა აკვიატებაა ეს?! ამოვიჩემეთ რომ მაგდა ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ვინ არის მკვლელი მაშინ?! ველოდები თქვენს ვერსიას. ვინ მოკლა მისი ქმარ-შვილი და ქმრის სისხლი როგორ აღმოჩნდა ოთახში სადაც მაგდას ეძინა!

    „უდანაშაულო გოგოს როგორ იმეტებთ“, აი ამას რომ მომწერთ, გაიხსენეთ უდანაშაულო ბავშვი, რომელსაც არსებობის უფლება ღმერთმა მისცა და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ასევე ჰქონდა უფლება ეცოცხლა. შორს წამიყვანს ეს პოსტი და ამიტომ კითხვას დავუბრუნდები, მიპასუხეთ, ვინ მოკლა ბავშვი და მამა. ველი პასუხს“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური