პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - მე-11 პოზიცია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 11:54

არცთუ ისე ბევრ გუნდს შეძლებია ფიჯის ულელოვოდ დატოვება, განსხვავებით საქართველოს ნაკრებისგან რომლებმაც ოკეანეთის პირველი  ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეს. ბორჯღალოსნებმა სუვაში, ‘ეი ენ ზი სთედიუმზე’ 14-3 იმარჯვეს ფიჯიზე,  შედეგად კი რეიტინგში 75.23 ქულა დაიკავეს, რამაც მათ ახალი რეკორდული ადგილი მე-11 პოზიცია მოუტანა.

ფიჯისთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებამდე, ბორჯღალოსნებმა სამოასთან ფრე ითამაშეს,  რასაც მალევე ტონგას 23-20 დამარცხება მოაყოლეს.

„ეს ტურნე ჩვენთვის ყოველდღიურად რაღაც განსაკუთრებულის კეთების პერიოდი იყო. ის რაც, სხვა არც ერთ საქართველოს ეროვნულ გუნდს არ გაუკეთებია ეს აქ ჩამოსვლა და გამარჯვებით უკან დაბრუნებაა.“ - ამბობს ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

 „ჩვენ ამ საკითხს ჯერ კიდევ მარტში განვიხილავდით და მაშინ ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ კუნძლებზე ისტორია უნდა შეგვექმნა. ოკეანეთის დაუმარცხებლად დატოვება ჩვენთვის უდიდესი მიღწევაა, რაც უდიდეს თავდაჯერებულობას გვმატებს. ეს კი აუცილებლად განაპირობებს მომავალში ჩვენი თამაშის კიდევ უფრო პროგრესირებას.

„თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ბოლო 4 კვირის განმავლობაში ასეთი შედეგი გვეჩვენებინა.“ - მილტონ ჰეიგი.

წაკითხულია 541 ჯერ

Related items

  • შალვა გოგოლაძე - „ვიმედოვნებთ, მსოფლიო რაგბი ჩვენთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს“

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „8 ერი“, ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რადგან საქართველოს პირველად მიეცემა შესაძლებლობა იასპარეზოს ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, რაგბის გულშემატკივრის და სპორტული საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შალვა გოგოლაძემ კომენტარი ასევე რაგბის ეროვნული ჩემპიონატის განახლებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

    შალვა გოგოლაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „ბოლო წლებში, „ფონდ ქართუსა“ და სახელმწიფოს მხრიდან ქართული რაგბის მიმართ განხორციელებულმა უპრეცედენტო მხარდაჭერამ და ჩვენი მორაგბეების წარმატებულმა თამაშმა, მოგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ დღეს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და სამინისტროს მხარდაჭერით, საშუალება გვაქვს განაცხადი გავაკეთოთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში - „8 ერში“ მონაწილეობაზე.

    ვიმედოვნებთ, რომ როგორც „მსოფლიო რაგბი“, ასევე ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი მიიღებს საქართველოსთვის სასარგებლო და ისტორიულ გადაწყვეტილებას და პირველად მოგვეცემა საშუალება ვიასპარეზოთ ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე, რაც ქართული რაგბისთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის უდიდესი მონაპოვარი იქნება.

    როგორც ცნობილია, მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა იქონია სპორტული მიმართულებითაც. მარტის თვეში საქართველოში შეჩერდა ყველა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, მათ შორის რაგბის ეროვნული ჩემპიონატი - დიდი ათის გათამაშებაც. მუდმივად მიმდინარეობდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა მიმდინარე ჩემპიონატის დასრულება და ახალი სეზონის დაწყება.

    რაგბის კავშირის გამგეობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო 2019/2020 წლის ჩემპიონატი და ყველანაირი ძალისხმევა მიმართულიყო ახალი - 2020/2021 წლის სეზონის დაწყებაზე. სახელმწიფოს მხარდაჭერით, დღეისათვის აღდგენილია საწვრთნელი პროცესი და ყველა გუნდი გადასულია აქტიური შეკრებების და ვარჯიშების ფაზაში. გუნდები ემზადებიან იმისთვის, რომ მიმდინარე თვის ბოლოს განახლდეს რაგბის ეროვნული ჩემპიონატი.“ - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რაგბის კავშირის თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება „მსოფლიო რაგბისთან“ და „6 ერის“ საორგანიზაციო კომიტეტთან, საქართველოს ნაკრების პრესტიჟულ ტურნირზე ოფიციალურად დაშვების საკითხებთან დაკავშირებით.

    ორგანიზატორთა ოფიციალური თანხმობის შემთხვევაში, 5 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „6 ერის“ ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) და ფიჯისთან ერთად, პირველად იასპარეზებს ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

  • XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების გამარჯვებული კომპანია და გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა

    „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა. 

    "ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ ყოველმხრივ წარმატებული კომპანიები. ფინალში გასული კომპანიები თავიანთი რიგებიდან საუკეთესოს ირჩევენ, რომელსაც გრანპრი გადაეცემა," - ამის შესახებ მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, კომპანიების შერჩევა 14 კრიტერიუმის მიხედვით ხდება. ამ კვლევებს კი - საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია „გორბი“ დიდი ხანია აწარმოებს.  

    „ბიზნესის დაჯილდოება 1995 წელს დავაარსეთ. იდეა, რა თქმა უნდა, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსს“ ეკუთვნის და მას შემდეგ ყოველწლიურად ვატარებთ. ჩვენი იდეა იყო, რომ საქართველოში ბიზნესი როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ძალა წარმოჩენილიყო და ვფიქრობ, ეს შევძელით. 20 წლის წინ პირველი დაჯილდოების ცერემონიალი სწორედ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“   დარბაზში ჩატარდა, სადაც გამარჯვებული 11 კომპანია იყო. მაშინ „თიბისი ჯგუფმა“ გაიმარჯვა. იქიდან მოყოლებული ბიზნეს რეიტინგს ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ და მონაწილე კომპანიებიც მრავლდებიან. 

    კომპანიების შერჩევა 14 კრიტერიუმის მიხედვით ხდება. ამ კვლევებს კი - საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია „გორბი“ დიდი ხანია აწარმოებს.  

    ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ ყოველმხრივ წარმატებული კომპანიები. ფინალში გასული კომპანიები თავიანთი რიგებიდან საუკეთესოს ირჩევენ, რომელსაც გრამპრი გადაეცემა. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციაში თითქმის ყველა კომპანია ჯილდოვდება. 

    წელს სიახლე გვაქვს, ჩვენ 3-4 წლის წინ ჟიური შევქმენით, რომელიც ისეთი კომპეტენტური ადამიანებისგან შედგება, რომლებიც საქმის ყურში არიან, თუ რა ხდება ეკონომიკასა და ბიზნესში. ჟიურის ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ხელმძღვანელობს. ჟიურიმ პრიზი „წლის ინვესტორი“ დააწესა, რომელსაც ის იმ კომპანიებიდან ირჩევს, რომლებიც საინვესტიციო პროექტებზე არიან წარდგენილები. მათ ასევე ბიუჯეტში საუკეთესო გადამხდელის, ექსპორტიორის, დამსაქმებლისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრიზები დააწესეს. შესაბამისად, სხვადასხვა ჯილდოები, რომლებიც დღეს სხვადასხვა კომპანიებს გადაეცემათ, იმაზე მიუთითებს, რომ ბიზნეს რეიტინგის რეიტინგი მაღალია, რადგან ის კომპანიები მონაწილეობენ, რომლებსაც სტატისტიკის სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის მიხედვით ეს პრიზები ეკუთვნით. რა თქმა უნდა, ეს სუბიექტური პრიზები არ არის, ისინი მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზეა დაყრდნობილი. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში, ქვეყანაში უმსხვილესი ექსპორტიორი, ქვეყანაში ყველაზე პასუხისმგებლიანი სოციალური კომპანია და ქვეყანაში ყველაზე კარგი დამსაქმებელი ამ დარბაზში იმყოფება. გარდა იმისა, რომ გრამპრის თვითონ ბიზნესმენები ირჩევენ და საუკეთესო ინვესტორსაც ამ დარბაზში ირჩევენ“,- განაცხადა მალხაზ გულაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

    ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.  

    XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. გამარჯვებული კომპანია და  გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

    „მნიშვნელოვანი და მოულოდნელი გამარჯვება იყო. რა თქმა უნდა, ეს ბიზნეს კოლეგების მხრიდან ძალიან დიდი აღიარებაა.

    ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა ქართულ ბიზნესში. საიუბილეო მეოცე წელია უკვე და თვითონ ეს წლებიც აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, „ჯორჯიან თაიმსაა და „გორბს“ პატიოსანი არჩევნებისთვის,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „ჯორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ.

  • „ჯორჯიან თაიმსის“ XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება

    27 ნოემბერს, 20:30 საათზე, მედიაჰოლდინგი ჯორჯიანთაიმსიდა გორბი“ ბიზნეს რეიტინგის მე-20 საიუბილეო გრანდიუზულ, საზეიმო ცერემონიალს, შერატონგრანდთბილისიმეტეხიპალასშიგამართავენ. ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან.  რჩეულთა შორის რჩეულს კი, თავად ბიზნესმენები აირჩევენ, ხოლო, წლის საუკეთესო ინვესტორს კომპეტენტური  ჟიური გამოავლენს.

    ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდება.  

    წელს უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად  მედიაჰოლდინგი “The Georgian Times”-ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდება. რეიტინგების დათვლას  საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი  “გორბი“ აწარმოებს. 

    წელს,  XX  საიუბილეო ბიზნეს რეიტინგისსპონსორები არიან:

    1. პეტროკას ენერჯი ჯგუფი - პლატინის სპონსორი - ივანე ნაკაიძე
    2. არემჯი - ოქროს სპონსორი - თორნიკე ლიპარტია
    3. ზარაფხანა - ალმასის სპონსორი - ნიკოლოზ ნაყოფია
    4. სოკარ ენერჯი ჯორჯიას ჰოლდინგი - გენერალური სპონსორი - მაირ მამედოვი
    5. სენა აუტო ჯგუფი - ვერცხლის სპონსორი - გია ალიხანაშვილი
    1. ჯორჯიან პროდაქტსი - სპონსორი   - დავით ბარდაველიძე      

     წლის ბიზნეს რეიტინგის რჩეული კომპანიებია

     ავერსი - პაატა კურტანიძე

    1. ასკანელი ძმები - ირაკლი უგლავა
    2. გეოპლანტი/გურიელი მიხეილ ჭკუასელი
    3. MMT  ჰოსპიტალი - ლევან ქარაზანაშვილი
    4. ენ სი სი - გეგი ქელბაქიანი
    5. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი - ბადრი წილოსანი
    6. ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე
    7. კავკასიის ავტოიმპორტი - გიორგი სურგულაძე
    8. მენეჯმენტის სისტემები - ელგუჯა მელაძე
    9. ორბი ჯგუფი - ირაკლი კვერღელიძე
    10. PSP ჯგუფი  - გოჩა გოგილაშვილი
    11. სანო სტუდია - მერაბ სანოძე
    12. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი  - ოლექსი ვილხოვოი
    13. ტოიოტა ცენტრი თბილისი - ირაკლი გურჩიანი
    14. თელიანი ველი ქინძმარაულის მარანი - ირაკლი ბოკუჩავა
    15. შუხმან ვაინს ჯორჯია  - ნუცა აბრამიშვილი
    16. ჯორჯიან მანგანეზი - მერაბ ლომინაძე
    17. ჯორჯიან ექსპრესი DHL - ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - ეკატერინე არველაძე

     წლის რჩეული ინვესტორებია

    1. აი გრუპი -  კახაბერ გულედანი
    2. კარდანახის ღვინის ქარხანა N1 - ივანე გაგუა
    3. ეკატერინეს სასახლე ლისზე - თეონა ზაქრაძე 
    4. სევსამორა რეზორტი და სპა - გიორგი გაგუა
    5. გეოპროვიჟენ  -  ლევან ვაჩნაძე

     პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს  არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

    ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ სამკერდე „ოქროს ლომებით“ დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცემა გრან-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ოქროს ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). 

     

    წლების მანძილზე  ბიზნეს-რეიტინგშიგამარჯვებულიკომპანიებიდაბიზნესმენები იყვნენ:

     

    1. TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე
    2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია
    3. ყაზბეგი - გოგი თოფაძე
    4. ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე
    5. GWS  _ ლევან გაჩეჩილაძე
    6. შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი
    7. თბილავიამშენი - პანტიკო თორდია
    8. TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე
    9. გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი
    10. შპს სამგორი 94  - ავთო წერეთელი
    11. ჯეოსელი -  ოსმან თურანი
    12. ჯეოსელი - ოსმან თურანი
    13. ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური
    14. სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამმედოვი
    15. საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური
    16. ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე
    17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია - დავით ზუბიტაშვილი
    18. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - ზურაბ გელენიძე
    19. კომპანია ავერსი - პაატა კურტანიძე

    საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომისტები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, ბიზნესმრჩეველები, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.

     

    კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:

     

    მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

    ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეოთხედ დაჯილდოვდებიან საუკეთესო ინვესტორები.  Investment Award  - კვლავ წლის საუკეთესო ინვესტორებს და საინვესტიციო პროექტებს გამოავლენს. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. Investment Award - ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

    გასული წლების Investment Award - ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

    1. ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი
    2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი
    3. დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე

     

    ბიზნეს  რეიტინგის მხარდამჭერებია:

     

    • ქალაქ თბილისის მერია
    • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
    • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
    • ფინანსთა სამინისტრო
    • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
    • საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
    • საერთაშორისო სავაჭრო პალატა
    • საპარტნიორო ფონდი
    • ამერიკის სავაჭრო  პალატა

     

    ღონისძიების მედიამხარდამჭერია ქართული მედიიის ფაქტობრივად სრული სპექტრი: 

     

    1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
    2. იმედი
    3. რუსთვი 2
    4. ფორმულა
    5. ტვ პირველი
    6. პალიტრა ნიუსი
    7. ობიექტივი
    8. სტარვიზია
    9. მუზიკბოქსი
    10. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
    11. თბილისელები
    12. ჯორჯიან თაიმსი
    13. კავკასიან ბიზნეს ვიკი
    14. რეზონანასი
    15. პრაიმთაიმი
    16. ბანკები და ფინანსები
    17. სვობოდნაია გრუზია
    18. ვერსია
    19. ქართული აზრი
    20. საქართველოს რესპუბლიკა
    21. BM.ge
    22. Geotimes.ge
    23. Award.com.ge
    24. Kvira.ge
    25. Georgianpress.ge
    26. For.ge
    27. Liderinfo.ge
    28. Newsday.ge
    29. Reportiori.ge
    30. Faxinternews.ge
    31. Metronome.ge
    32. Timer.ge
    33. Fact2.ge
    34. Firstnews.ge

    დაჯილდოვების ღონისძიება მუდმივად ექცევა მედიის და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.

    ტრადიციისამებრ დაჯილდოვდება მედია. ასევე გამოვლინდება მედიის რჩეული ბიზნესმენი და ბიზნესმენების რჩეული მედია.

    ტრადიციულად ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

    ღონისძიებას ასევე მუდმივად ესწრება უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯმენტი, საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, ქართული კინოს, თეატრისა და შოუბიზნესის ვარსკვლავები.

     

    ვიდეო-რგოლის ნახვა შეგიძლიათ აქ: https://www.youtube.com/watch?v=HRJ364siI-Q&feature=youtu.be&fbclid=IwAR2aYn2UlGJaY-EC2BSa4LdKI3qy9EzY0CTP7bVTAS7aFyWePBWWOu2JOJ4 

     

  • ბორჯღალოსნებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარეს

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა. ნაკრების წევრები ერთი დღით  მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი  პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს. წვრთნები ძირითადად ისეთ კომპონენტებს შეიცავდა,  რომელიც სპორტსმენების  სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა  და მათ გაუმჯობესებასთან  არის დაკავშირებული.

    სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თქმით, მათ ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიმართ  მხარდაჭერა ამ ფორმითაც გამოხატეს. ბაზებზე მსგავსი ვიზიტები სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში, მსოფლიო თასზე ასპარეზობისთვის სექტემბერში გაემგზავრება.

  • უმცროსი ბორჯღალოსნები გაისადაც 12-გუნდიან ელიტაში ითამაშებენ

    უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფში ‘პუმიტასი’ 26:25 დაამარცხა და გაისადაც 12-გუნდა ელიტაში ითამაშებს.

    რეალობიდან გამომდინარე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბი გათვლას თავიდანვე მეოთხე თამაშზე აკეთებდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მოვლენები ისე განვითარდა, რომ სავარაუდო მეტოქეებს ავცდით და მე-9 ადგილის ნახევარფინალში არგენტინა გვერგო. ‘პუმიტასი’ საქართველოში საჩემპიონოდ ჩამოვიდა, თუმცა ჩვენზე მეტად არ გაუმართლა და სამი თამაშის შემდეგ ქვედა ოთხეულში მოხვდა.

    სიტუაციის შემობრუნების მიუხედავად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გეგმას არ გადაუხვიეს, ‘მიხეილ მესხზე’ მეტოქეს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 26:37 ჩამოვრჩით დიდი ბრძოლა გავუმართეთ, ანგარიშში თავიდანვე დავწინაურდით და ეს უპირატესობა საფინალო სასტვენამდე შევინარჩუნეთ. ეს იყო იმ თამაშის და ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ შეხვედრაში აჩვენა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უფრო ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს, ამ დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და საფინალო სასტვენმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

    ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა: შერკინებიდან არსენ მაჩალაძემ შეუტია და იერიში გელა აფრასიძემ გააგრძელა, შეტევაში შუამარბი გიორგი კვესელაძე ჩაერთო, რომელმაც ბურთი ბექა საღინაძეს ამოუგდო და ჩვენმა მეორეხაზელმა მცველი ერთი-ერთზე დაჯაბნა. აფრასიძე გარდასახვიდან არ შეცდა. სტუმრებმა მალე გვიპასუხეს და ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა შემტევს დამიწებამდე ბურთი ხელიდან გაუსხლტა. არგენტინას ჯარიმის უპირატესობა ჰქონდა და ტომას ალბორნოზმა ახლოდან გაიტანა - 7:3.

    მე-12 წუთზე მეორე ლელო დავდეთ. არგენტინელებმა 22-ში შეტანილი ბურთი პირდაპირ აუტში დაარტყეს და ჩვენი დერეფანი დარტყმის ადგილას დაინიშნა, მოლიც კარგად დადგა, დაახლოებით 12 მეტრი იარა და გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა ბურთი ლელოში დაამიწა. აფრასიძე კვლავ ზუსტი იყო. ორიოდე წუთში რეფერიმ ლაშა ტაბიძე საკამათო ეპიზოდში სახიფათო ბოჭვაში დაადანაშაულა და მეტოქემ მეტობა 1 წუთში ლელოში ასახა. ალბორნოზს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მალევე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა.

    შესვენებამდე დარჩენილ 20 წუთში ბურთს უმეტესად უმცროსი ბორჯღალოსნები აკონტროლებდნენ და რამდენჯერმე ჰქონდათ კარგი შეტევა, მაგრამ მეტოქე ჯარიმდებოდა და აფრასიძემაც ზუსტი დარტყმებით მონაგარს კიდევ 9 ქულა შემატა. ამ პერიოდში ერთი კარგი შეტევა მეტოქესაც ჰქონდა, თუმცა დავით მესხის ბოჭვის შემდეგ არგენტინელს ჩვენს 5-მეტრიანთან ბურთი წინ დაუვარდა - 23:11.

    მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებმა ლელო დადეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს (გარდასახვა არაზუსტი იყო). უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ძალიან დიდი დრო შეტევაში გაატარეს. დაახლოებით 10 წუთი მეტოქის წითელ ზოლს ვუტრიალეთ, 3-ჯერ არ დავარტყით ჯარიმა, მაგრამ ლელოს დადება ვერ შევძელით. 67-ე წუთზე მეტოქის შეცდომის შემდეგ ლელო მირიან მოდებაძემ დაამიწა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ მანამდე გვერდით ხაზს შეეხო.

    თამაშის ბოლო ახლოვდებოდა, სხვაობა ისევ 5 ქულა იყო და ცხადია, დაძაბულობაც მატულობდა. საბედნიეროდ, სიტუაცია აფრასიძემ დააწყნარა, რომელმაც თავისი ნახევრიდან ჯარიმა კი ააცილა, თუმცა, 76-ე წუთზე დაახლოებით 43 მეტრიდან უშეცდომოდ დაარტყა და საქართველო 26:18 დააწინაურა.

    გადამწყვეტი მომენტი სწორედ ეს გახლდათ. სამხრეთამერიკელებს 8-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის უბრალოდ დრო აღარ რჩებოდათ და უკვე გაწითლებულ დროზე დადებული ლელოთი მხოლოდ გულები გაიგრილეს.

    26:25 და 18 ივნისს მე-9 ადგილისთვის ირლანდიას ვეთამაშებით, რომელმაც სამოა 52:26 დაამარცხა. გვაქვს შანსი, რომ შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ, თუმცა უმთავრესი ისაა, რომ 2018 წელს კვლავ ელიტაში ვიქნებით (ჩემპიონატს შოტლანდია მასპინძლობს) და 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ვითამაშებთ.

    პრესკონფერენცია

    ილია მაისურაძე (მთავარი მწვრთნელი): „გასაგებ მიზეზთა გამო, ტურნირის დასაწყისიდანვე გათვლა მე-4 მატჩზე გვქონდა და ვიცოდით, რომ მის მოსაგებად მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა.

    მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ ვიღებთ მონაწილეობას და ცხადია, რომ უპირველესი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ძლიერი მეტოქეები გვერგო, ამდენად, შეჯიბრზე ძალების გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

    მატჩი ცუდად ნამდვილად არ დაგვიწყია, ფაქტობრივად, საწყისი 20 წუთი ვდომინირებდით და კარგი შეტევები გქვონდა, თუმცა, განსაკუთრებით დაცვით ხაზში ხარვეზებიც შეინიშნებოდა. არგენტინელებმა ეს ჩინებულად გამოიყენეს და რამდენიმე ეპიზოდში ლელოსთან ახლოს იყვნენ.

    აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით და ალბათ, მეტი ქულის გაკეთებაც შეგვეძლო, თუმცა, მთავარია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და ვერავინ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი იყო. მატჩის მიწურულს აფრასიძის მიერ გატანილმა ჯარიმამ ამოგვასუნთქა. კარში დარტყმა მანამდეც შეიძლებოდა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ლელოზე გვეთამაშა. არგენტინამ განვლილ მატჩებში დიდი ენერგია დახარჯა, მათ მოთამაშეებს დიდი სათამაშო დრო დაუგროვდათ და გახშირებული ჯახებით მათი დაღლა გვსურდა. 

    ასეთ მეტოქესთან წარმატება დიდი სტიმულია და ბიჭებს ეს დამატებით ენერგიას შესძენს. მომდევნო მატჩისთვის მათ 1-2 დღეს აუცილებლად დავასვენებ და შემდეგ ირლანდიასთან შეხვედრისთვის დავიწყებთ მზადებას”.

    ილია სპანდერაშვილი (კაპიტანი): „დღეს დავამტკიცეთ, რომ დანარჩენ თამაშებშიც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. მაგრამ ჩვენ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება, ეს გამოცდილება სწორედ განვლილ სამ შეხვედრაში მივიღეთ და შედეგიც სათანადო დადგა“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური