ბათუმში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 26 მაისი 2015 12:29

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორმა ქ. ბათუმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.

ღონისძიების მსვლელობისას თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ნუმან ქურთულუში და „თიკა“-ს პრეზიდენტი სერდარ ჩემი ქ. ორდუდან პირდაპირი ჩართვაში დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ.

2013 წელს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიმართვის საფუძველზე „თიკას“ თბილისის საკოორდინაციო ოფისმა დაიწყო ქ. ბათუმის შშმ პირთა ცენტრის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და სრული აღჭურვა. ცენტრის შენობა (ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი) აჭარის მთავრობამ საზოგადოება „თანა“-ს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა.



„თანა“ ცენტრში ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს შშმ პირებისათვის, რაც გულისხმობს მათ ინკლუზიურ განათლებას, დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამჟამად ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის 150-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

„განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე ზრუნვა, მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია და ადაპტირებული გარემოს შექმნა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

ჩვენ ამ კუთხით მუშაობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ, იდეის განხორციელებაში ჩვენი მეგობრები დაგვეხმარნენ. მოგეხენებათ, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი „თანა“ სახელმწიფო პროგრამებს ნაქირავებ ფართში ახორციელებდა, სადაც შშმ პირებისათვის არ იყო შექმნილი სათანადო გარემო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ცენტრს 10-წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა ყოფილი ბავშვთა სახლის ეს შენობა. 2013 წელს კი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ დაიწყო შენობის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, ერთი წლის თავზე დასრულდა ცენტრის სრული აღჭურვა. 

მიხარია, რომ ჩვენ ერთად შევძელით და შევქმენით კეთილმოწყობილი გარემო, სადაც აჭარაში მცხოვრები 150-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მთელ დღეს ატარებს.“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

წაკითხულია 646 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური