საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 17:07

საქართველოს პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა და ინდოეთში წარმოადგენენ. შესაბამისი განკარგულებები გიორგი მარგველაშვილმა 20 ივნისს გამოსცა.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას გიორგი საგანელიძე 1 ივლისიდან შეუდგება. ასევე, 2016 წლის 1 ივლისიდან დაიკავებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძე, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილი.

ახლადდანიშნულმა ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნეს  მომავალი საქმიანობისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

შეხვედრისას მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს და რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩებს მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშობა 1998 წელს დაიწყო.

2005-2008 და 2013-2015 წლებში მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი 2008 წლის 12 დეკემბრიდან 2011 წლის 5 იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2011 წლის 2 მარტიდან  2014 წლის 1 მაისამდე იგი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში, ხოლო 2014 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 7 აპრილამდე კი იყო სქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ალექსანდრე ნალბანდოვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2014 წელს მიენიჭა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძეს 1990-1998 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. 1998-200 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2000-2004 წლებში იყო საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. მალხაზ კაკაბაძეს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1993 წელს მიენიჭა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში  არჩილ ძულიაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1995 წელს დაიწყო, სადაც მრავალი წლის მანძილზე წამყვან პოზიციებს იკავებდა. 2011 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრამდე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2016 წლის იანვრიდან კი არის საგანგებო დავალებათა ელჩი. არჩილ ძულიაშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2015 წელს მიენიჭა.

 

წაკითხულია 498 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნის და ნატოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

    პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ნატოს ურთიერთობების პროგრესის საკითხი განიხილეს.

    საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს და სალომე ზურაბიშვილს მედლინ მუნიმ საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა დღეს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან განიხილა ასევე შიდაპოლიტიკური საკითხები, პრეზიდენტის ახალი ფუნქციები და ეკონომიკური პროექტები.

  • საფრანგეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან დიეგო კოლასთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 
    დავით ზალკალიანმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.
    მინისტრმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების პროცესი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
    საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ფრანგმა დიპლომატმა აგრეთვე კმაყოფილება გამოხატა სექტორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ორი ქვეყნის უწყებებს შორის. ამის გარდა, ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები.
    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

  • თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

    თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

    შეხვედრებზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

    ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
    ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

    შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

  • საქართველოს ელჩმა კატარში ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრა გამართა

    კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან ალი ბინ აჰმედ ალ-კუვარისთან შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პერსპექტივაზე. საუბარი შეეხო, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონსა და  ყურის რეგიონის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების შესაძლებლობებს.

    მინისტრმა ალ-კუვარიმ, დადებითად შეაფასა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. მან გამოთქვა სურვილი 2019 წელს, ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს საქართველოს, ადგილზე გაეცნოს საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ქართულ მხარესთან განიხილოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები.

  • "პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის"

    საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
     ,,როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან.

    ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური გემოვნება; ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

    მინდა ყველას - შიგნით და გარეთ - მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქვეყნის სტაბილურობას, ესე იგი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს. პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებებით პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

    პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა. მოვუწოდებ იმ ძალებსაც, რომლებსაც, ასევე, პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ. ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს.
    ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.


    ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ, ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს. ასევე, ჩვენი ქვეყნის გარეთ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს.
    აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

    ივმართავ ჩვენს მოქალაქეებსრომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება. დაბოლოს, მივმართავ ჩვენს სტუმრებს: საქართველო ისტორიულად ტოლერანტობის სიმბოლოა და არ დავუშვებთ, რომ ეს ტრადიცია დაირღვეს. ქვეყნისათვის ყველაზე დაძაბულ პერიოდებშიც კი, არ მომხდარა არც ერთი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და სტუმრებს. და ეს ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური