“სტიქიურ უბედურებებთან გამკლავება ადამიანის ძალებს აღემატება” - გიგლა აგულაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:27

„ჩვენი სამინისტრო, ცალკეული სააგენტოები, ასევე ქალაქის მერია და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობთ. უშუალოდ ჩვენი სამინისტროს მიერ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. უცხოელ კოლეგებთან ერთად შევისწავლეთ ვერეს ხეობა და ასევე სხვა ადგილებიც იმიტომ, რომ თბილისში დაახლოებით ათი ანალოგიური მაღალი რისკის ზონა არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ განვსაზღვრეთ დატბორვის არეალი და ამის საფუძველზე შემდგომ უკვე ქალაქის მერიამ განსახლების გეგმა გააკეთა, ასევე განისაზღვრა მომავალში მდინარის კალაპოტში რა შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, იქ დავაყენეთ ნალექის მზომი და წლის დონის მზომი აპარატურა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სერვერზე გვაწვდის სიგნალს, ჩვენ კი ამ ინფორმაციას ვატყობინებთ ჩესაბამის სამსახურებს... იმ ტრაგიკულ ღამეს დაემთხვა ბევრი ფაქტორი ერთად: ეს იყო ჭარბი ნალექი, მეწყრული უბნების გააქტიურება. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ის ფერდობი, რომელიც მეწყრულად ჩამოწვა, იყო ხეებით დაფარული და ეს მყარი ნატანი ჩამოვიდა მდინარეში, შემდეგ უკვე ქალაქში ჩახერგა მდინარის გასასვლელები. ამის გარეშე, მხოლოდ ნალექი ბუნებრივია, ასეთ ტრაგიკულ შედეგებს არ გამოიწვევდა...არავის არ შეუძლია განსაზღვროს ერთობლიობა იმ პროცესებისა, როგორც მაშინ განვითარდა. იქ რომც მოეწყოს ძვირადღირებული სენსორული სისტემები, ისინი  ინფორმაციას მოგვაწვდის ჩვენ მაშინ, როცა ქანი დაიძვრება. შესაბამისად, რეაგირება ვერ იქნება იმდენად ოპერატიული.“ - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გიგლა აგულაშვილი პასუხობს.

წაკითხულია 1121 ჯერ

Related items

  • კახა კალაძემ 13 ივნისის მემორიალი გვირგვინით შეამკო

    თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

    კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სტიქიის დროს ყველაზე მოუშუშებელი დანაკარგი ადამიანების სიცოცხლე იყო.

    თბილისის მერმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა თუ პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების შესაბამისად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

    „ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი, როდესაც ეს უბედურება მოხდა. რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, თუ რამდენად უძლური ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად მძიმე იყო არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. უბრალოდ, ამას ვეგუებით. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო - ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

    13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან ოთხი წელი გავიდა.

  • ჩინეთი საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ტექნიკით ეხმარება

    საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩინეთის დახმარების პროექტის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის აღჭურვილობა“ ფარგლებში გადმოცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტის გაფორმდა.

    საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ.

    "ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს აღჭურვილობა პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება საქართველოს, რაც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებას", - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

     

  • "დარჩენილია ოჯახები, რომელთაც არ მიუღიათ კომპენსაცია"- ხოშტარია 13 ივნისის ტრაგედიაზე

    „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას თქმით 13 ივნისს სტიქის შედეგად დაზარალებულ ზოგიერთ ოჯახს, კომპენსაცია სტიქიიდან 2 წლის შემდეგაც არ აქვთ მიღებული:

    „სამწუხაროდ დარჩენილია ოჯახები, რომლებსაც უწევთ კაბინეტებში სიარული და უწევთ მტკიცება, რომ არ მიუღიათ კომპენსაცია, ნაწილი ცხოვრობს დანგრეულ სახლში ნაწილს კი საერთოდ არ აქვს მიღებული დახმარება.“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    „ევროპული საქართველოს“ წევრმა 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ახალგაზრდების შრომაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ახალგაზრდები უნდა იქცნენ სამაგალითოდ:

    „მართლაც წარმოუდგენელი შრომა გასწიეს ახალგაზრდებმა, ეს პოზიცია მათ სპონტანურად დაგეგმეს და შეიკრიბნენ, ეს იყო მართლაც შთამბეჭდავი, წარმოუდგენელი სამუშაოები განახორციელეს ფიზიკურად, კარნახის და ანაზღაურების გარეშე . ეს უნდა იყოს მაგალითი.“- აღნიშნა ხოშტარიამ.

  • თბილისის ტრაგედია - 13 ივნისის სტიქიიდან 2 წელი გავიდა (ფოტოკოლაჟი)

    2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი, ბექა ბუთურიშვილს და სერგი კაპანაძე დღემდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.

     

    სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიის ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური იყო. სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.

    სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, ზოოპარკის გარეთ აღმოჩნდა ბეჰემოტი ბეგიც. ცხოველების ნაწილი ლიკვიდრირებული იქნა, ნაწილი ზოოპარკის თანამშრომლებმა დააბრუნეს ვოლიერებში, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით ქალაქში მტაცებელი ცხოველები აღარ იყო, 17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.

    სპეციალისტები მომხდარ ტრაგედიას წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა უხვმა ნაკლექმა გამოიწვია. ნაშალი მასა მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა რამაც მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადასვლა გამოიწვია.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური