„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება ბატონი მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხს“ - დავით ჯანდიერი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:24

„რეალურად, გადაწყვეტილება, რომელიც არის გამოტანილი, არ ეხება ბატონი მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხს. ეს კონკრეტული გადაწყვეტილება უკავშირდება წინასწარი პატიმრობის საკითხს მანამ, სანამ იქნებოდა გამოტანილი განაჩენი მის მიმართ. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ წინასწარი პატიმრობის 8 თვიანი პერიოდი, რომელიც მას ჰქონდა შეფარდებული, იყო შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან და დადგენილ სტანდარტებთან. სტრასბურგის სასამართლომ ასევე იმსჯელა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს 22-25 მაისის განჩინებები, რითაც მას შეეფარდა პატიმრობა, მანამ სანამ განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, ასევე შესაბამისობაშია კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან, მე-5 მუხლთან, რომელიც იცავს პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას. თუმცა არის სხვა ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება ბატონი მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, რომელთა მიმართებაშიც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა კონვენციასთან შეუსაბამობა. კერძოდ, ეს ეხება სექტემბრის შუამდგომლობას, როდესაც ის ითხოვდა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას. ამ შუამდგომლობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ერთი წინადადებით და არ დაასაბუთა, რის გამო ეუბნებოდა უარს. ამიტომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა მერაბიშვილთან მიმართებაში ამ ეპიზოდში. ანუ მე-5 მუხლის პირველი ნაწილი კონვენციასთან შესაბამისად იქნა მიჩნეული, ხოლო მე-3 ნაწილი იყო კონვენციასთან შეუსაბამო.“ - განაცხადა  პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დავით ჯანდიერი პასუხობს.

წაკითხულია 972 ჯერ

Related items

  • საქართველოს მთავრობა ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს

    იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს.

    "ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარზე გვიწევდა და მის გადმოცემაზე მუშაობა ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადის საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემის პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა, ოჯახს და საქართველოს მისცემოდა გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არამხოლოდ ორგანოების გადმოცემის მოთხოვნის ჭრილში, არამედ სხვა მრავალ ჭრილში, მათ შორის სამართლებრივ ჭრილში იმისთვის, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში იქ ყველა პროცედურული წესი იყოს მაქსიმალურად დაცული და ჩვენს მხარეზე" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

  • სტარვიზია უერთდება კამპანიას - "გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად!"

    სტარვიზია უერთდება კამპანიას გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად! 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხანძრით განადგურებული ტყის მასივის ნერგებით დაფარვას დაახლოებით 5-10 წელი დასჭირდება. კერძო სექტორის, ბიზნესმენების, ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართულობით იგეგმება მთელი განადგურებული ტერიტორიის, ანუ დაახლოებით 1000 ჰექტრის აღდგენა. კვლევებმა დაადგინა რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის.კამპანიის ფარგლებში ნებისმიერი მსურველი, იქნება ეს კომპანია, თუ კერძო პირი, შეიძენს მისთვის სასურველი რაოდენობის ნაძვის ნერგს და მის სახელზე ბორჯომის ტყე-პარკსი დაირგვება ხეები, რომელთას 5 წლის განმავლობაში სპეციალისტები მოუვლიან. გრძელვადიანი პროექტი მიზნად ისახავს ბორჯომში, საბოლოო ჯამში, იმ ეკოსისტემის აღდგებნად, რომელიც ხანძრამდე იყო.

  • "სტარვიზია" სანკტ-პეტერბურგში მოხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

    მედიაჯგუფი "სტარვიზია" მწუხარებას გამოთქვამს სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდარი აფეთქების გამო. "სტარვიზიის" თითოეული თანამშრომელი თანათგომას უცხადებს აფეთქები შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

    შეგახსენებთ, აფეთქება სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდა. 

    რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანებიც, დაშავდა 30-მდე ადამიანი.

     წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს.

  • მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! - მედიჰოლდინგი „სტარვიზია“
    21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს სლოგანით - "ჩემი ხმა საზოგადოებაში". მედიჰოლდინგი „სტარვიზია“ მთელი შემოქმედებითი ჯგუფით, უერთდება აღნიშნულ კამპანიას და კიდევ ერთხელ აცხადებს: მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!
  • სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი მოსმენა იწყება
    სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი მოსმენა იწყება. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. საქმე ეხება მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს. საქმეზე 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა იმსჯელებს. საქმის განხილვა დღესვე დასრულდება, თუმცა როდის გამოიტანს დიდი პალატა გადაწყვეტილებას უცნობია.„ჩვენ გვყავს მოქმედი პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს პოლიტიკური დევნილები საზღვარგარეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი რა თქმა უნდა იმიტომ, რომ პოლიტიკური კონკურენცია უნდა გაიმართოს დებატებით, არჩევნებით და არა პროკურატურით და სასამართლოთი. 8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა არ ემსახურებოდა კანონიერ მიზნებს და შეფარული პოლიტიკური დღის წესრიგი ამოძრავებდა საქართველოს ხელისუფლებას. დიდი პალატა იმსჯელებს ვანო მერაბიშვილის საქმეზე და დაადგენს რეალურად მერაბიშვილის საქმეზე დაირღვა ევროპის კონვენცია თუ არა,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.ევროპულ სასამართლოში იმყოფება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. მას კომენტარი საქმესთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური