საერთაშორისო კონფერენცია დამოუკიდებელი, კვალიფიციური და ეთიკური ადვოკატის პროფესიისათვის

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 21:51

2016 წლის 20-21 ივნისს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და კვალიფიკაციის შესახებ. კონფერენციას დაესწრება ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციების ოცდაათზე მეტი წარმომადგენელი.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოსთან (CCBE) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
კონფერენციას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: ზაზა ხატიაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, შომბი შარპი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, შტეფენ შთორქი - ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, და ირაკლი ბურდული - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი.
კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ ადვოკატების საერთო გამოწვევებზე და მიმოიხილავენ ადვოკატთა საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას სხვადასხვა ქვეყანაში. კონფერენციის დასასრულს შედგება ადვოკატთა მიერ შემუშავებული ერთობლივი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შემდგომში გამოქვეყნდება, როგორც რეკომენდაციების კრებული ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებებისათვის. ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესების მეშვეობით შესაძლებელი გახდება მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მონაწილე ქვეყნებში.

წაკითხულია 656 ჯერ

Related items

  • აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყება

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა ასამბლეაზე 25 სექტემბერს იგეგმება.
    საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

    გაეროს ფორმატში- უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე რამდენიმე სამიტი გაიმართება, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც გაეროს ფორმატში ასევე, ფორმატის მიღმა.

    პრეზიდენტს და მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელთან კონტაქტიც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. კახა იმნაძის განცხადებით, გენერალური საკონსულო აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში და ბევრი საინტერესო შეხვედრა იგეგმება.

  • საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს შეხვდა

    მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში საქართველოს წარმატებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის არჩევნების საკითხზე.
    ,,2013 წლიდან საქართველომ საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით ისტორიულ შედეგს მიაღწია. ამ ისტორიულ წარმატებას აღიარებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს სხვადასხვა სააგენტოები.

    უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა მაღალი საერთაშორისო ფორუმი გამოვიყენოთ საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით. დღეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრის ყურადღების ცენტრში",- აღნიშნა ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრმა მარიამ ჯაშმა.
    პარლამენტარ მარიამ ჯაშის განცხადებით, ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის პოსტი დღეისათვის ვაკანტურია და უახლოეს საათებში გადაწყდება ახალი ხელმძღვანელის ვინაობა. მისი თქმით, ამ პოსტზე საქართველოდან წარდგენილ კანდიდატს ნატა მენაბდეს უაღრესად დიდი გამოცდილება აქვს გლობალური ჯანდაცვის სისტემებში და ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი პოზიციები გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ კონკურენცია მაღალია, მაგრამ ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კანდიდატი წარმატებული იქნება.

    შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო გეგმებზე და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლის წინაშეც დგას, როგორც საქართველო, ასევე ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებიც.  

  • საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მედლინ მუნის და ნატოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

    პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო - ნატოს ურთიერთობების პროგრესის საკითხი განიხილეს.

    საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს და სალომე ზურაბიშვილს მედლინ მუნიმ საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა დღეს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან განიხილა ასევე შიდაპოლიტიკური საკითხები, პრეზიდენტის ახალი ფუნქციები და ეკონომიკური პროექტები.

  • ორმაგი ბილეთი iGaming Affiliate Conference-ზე თბილისსა და კიევში. ერთად უფრო მომგებიანია!

    18 ოქტომბერს კომპანია  Smile-Expo გამართავს პარტნიორული მარკეტინგისადმი მიძღვნილ პრაქტიკულ ღონისძიებას ოფლაინ და ონლაინ ბიზნესისთვის სათამაშო სფეროში, Georgia iGaming Affiliate Conference-ს. აქ ექსპერტები განიხილავენ ეფექტურ სტრატეგიებს ტრეფიკისა და მომხმარებლების მოსაზიდად, და ასევე მიწის და ვირტუალური კაზინოების მუშაობის სამართლებრივ ასპექტებს.

    კონფერენციის ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია 7 გამომსვლელის თემები და პანელური დისკუსიის ორი წევრი თემით: „ონლაინ და ოფლაინ კაზინო. მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობის გზების გარჩევა.“  ღონისძიების პროგრამის გაცნობის შემდეგ ორგანიზატორებმა ასევე გამოაცხადეს ახალი შეთავაზება - Kyiv – Tbilisi Affiliate Journey, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ორმაგი ბილეთი ღონისძიებებზე თბილისსა და კიევში.

    რა ელით სტუმრებს Kyiv iGaming Affiliate Conference-ზე?

    26 სექტემბერს კიევში გაიმართება მეორე წლიური კონფერენცია პარტნიორული მარკეტინგის შესახებ iGaming–ის ნიშაში. Kyiv iGaming Affiliate Conference. 2019 სტუმრებს ელით: ახალი ინსაიდები, ინტერაქტიული პროგრამა, უკიდეგანო ნეთვორქინგი, კომუნიკაცია ხუთი ქვეყნის ექსპერტებთან, დემო ზონა ცნობილ და ახალ კომპანიებთან.

    კონფერენციის მომხსენებლები - პრაქტიკოსები: ვებ – მასტერები, პარტნიორები, არბიტრები, მარკეტინგის სპეციალისტები და მიმართულების იურისტები. ძირითადი საკითხები, რომლებიც წამოიჭრება მათი მოხსენებების დროს:

    • როგორ მივიღოთ მაქსიმალური ხარისხის ტრაფიკი CPA ქსელებით?

    • როგორ იმოქმედა ბლოკჩეინმა აზარტული თამაშების ბაზარზე?

    • რატომ საჭიროა რეკლამებსა და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომ მიაღწიონ

    მაქსიმალური შედეგი?

    • რას აქცევენ ყურადღებას მარეგულირებლები და ბანკები ოპერატორის და შვილობილი კომპანიის საქმიანობაში?

    • აზარტული თამაშების ბაზარი აფრიკაში: რა არის და არის თუ არა იქ ფული?

    გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც განიხილება აზარტული თამაშების მიმართულებები, ფსონი და ელექტრონული სპორტი, ასევე მათ შორის ბალანსის პოვნა.

    ორმაგი ბილეთი  Kyiv – Tbilisi Affiliate Journey

    სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ iGaming-ის სფეროში ნამდვილად იქნება საინტერესო ისეთ კონფერენციებზე დასწრება, როგორებიცაა: Georgia iGaming,

    Affiliate Conference, и Kyiv iGaming Affiliate Conference.აქ თქვენ გექნებათ შანსი გაეცნოთ აფგილობრივ ექსპერტებს, განსაკუთრებით, რეგიონში, გააზიაროთ თქვენი გამოცდილება და ასევე მიიღეთ მათი.

     ზუსტად ამ მიზეზით Smile-Expo-მ შემოიღო აქცია, რომლის მიხედვითაც ერთ ბილეთს ორის ფასად ყიდულობ: ორმაგი ბილეთის ფასი 3 სექტემბრამდე არის €150.

     

    ყოველ კვირას, ფასი 50 ევროთ გაიზრდება და ორგანიზატორების მხრიდან ახალი ვარიანტები გამოჩნდება შეთავაზებაში. კიევი - თბილისის შვილობილი მოგზაურობა გაგრძელდება მხოლოდ ერთ თვეს და დასრულდება 22 სექტემბერს.

    თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ორმაგი ბილეთი ორივე კონფერენციის საიტებზე, რეგისტრაციის გვერდებზე იპოვით ცალკე კატეგორიას.

    Georgia iGaming Affiliates - ის პროგრამა>>>

  • საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი „ასტანა ექსპო“

    მეორე ათწლეულში ყაზახეთი შედის თანამედროვე მსოფლიოს დინამიურად განვითარებად ეკონომიკების რიცხვში. დამოუკიდებლობის მოპოვების 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ დიდი და რთული გზა გაიარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის დონე 30 პროცენტით შემცირდა. თუმცა, ყაზახეთმა მაინც მოახერხა წინსვლა და სულ მალე აუტსაიდერებიდან  ეკონომიკური ზრდის მტკიცე მაგისტრალურ დონეზე გავიდა. დღეისათვის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ყაზახეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

    ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანაში რეგულარულად იმართება საერთაშორისო კონფერენციები, ფორუმები და შეხვედრები. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენის მოწყობისათვის არის  სწორედ „ასტანა ექსპო“.

    მას დადებითი მულტიპლიკატური ეფექტი გააჩნია და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას დადებით სტიმულს სძენს. 1400 მცირე და საშუალო ზომის საწარმომ  შეკვეთები მიიღო საქონლისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე - 640 მილიარდი ტენგეს ოდენობით. გარდა ამისა, ათობით ათასი ადამიანი დასაქმდა და ღირსეული ხელფასი მიიღო საწარმოებში მუშაობის ხარჯზე.

    და დღესაც კი, პირველი გამოფენიდან ორი წლის შემდეგ, მისი მემკვიდრეობა - საერთაშორისო პავილიონები, საკონცერტო დარბაზები, პირველი კლასის ინფრასტრუქტურა, თავისი "ჭკვიანი გადაწყვეტილებებით", და მდიდარი ტერიტორია წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას უზრუნველყოს ბიზნესის, საგანმანათლებლო ტურიზმის, ასევე საოჯახო დასვენების განსაკუთრებული პირობები.

    როგორც საგამოფენო ცენტრის კომერციალიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა დაულეთ ერკიმბაევმა ჩვენთან საუბარში განაცხადა,  „ასტანა ექსპო“ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ინოვაციური და მასშტაბური პროექტი იყო. მასში თავმოყრილია საქმიანი, გასართობი, და საგამოფენო ხასიათის პროექტები ერთ, მთლიან სივრცეში, ერთიანი არქიტექტურული გადაწყვეტილებით. „ასტანა ექსპო“ ბევრი ადამიანისთვის გახდა ერთგვარი მოგზაურობა მინი-ქალაქში, სადაც საფირმო ნიშანი „ნურ ალემი“ ტურისტული, საქმიანი, და გასართობი მარშრუტის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. პარკირების ზონა განთავსებულია მოხერხებულ ადგილას. იქვე მახლობლად ასევე მუშაობენ რესტორნები და კაფე-ბარებიც“, - აღნიშნა დ. ერკიმბაევმა. 

    საგამოფენო ცენტრი „ასტანა ექსპო“ ასევე წარმატებით ანხორციელებს სხვა პროექტებსაც, როგორიც არის - საერთაშორისო საფინანსო ცენტრი „ასტანა“, მწვანე ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო პროექტების საერთაშორისო ცენტრი, მაღალი ტექნოლოგიებისა და სტარტაპების საერთაშორისო ცენტრი „ასტანა ჰაბი“, და მაღალი ტექნოლოგიებისა და სტარტაპების საერთაშორისო უნივერსიტეტი.

    საერთაშორისო საფინანსო ცენტრის „ასტანა“ შექმნის იდეა მდგომარეობს ერთგვარი ბიზნეს-ცენტრის ორგანიზებაში. უპირველეს ყოვლისა, ევრაზიული ქვეყნების მეგა-რეგიონებისთვის, რომლის ფინანსურ და სატრანსპორტო ნაკადის გზაჯვარედინზეც მდებარეობს თვითონ ყაზახეთი. აღნიშნული საფინანსო ცენტრი გამოიყენება ეგრეთწოდებული „ფინანსური დერეფნის“ საფინანსო წყაროების განსათავსებლად, რომელიც მოედინება „დიდი აბრეშუმის გზის“ სავალუტო დერეფნის გავლით.

    მწვანე ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო პროექტების საერთაშორისო ცენტრის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ყაზახეთში ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების და თანამედროვე ტექნოლოგიების ადაპტირება და ადგილზე ფეხის მყარად მოკიდება. 

    დღეისათვის აქ მიმდინარეობს ქარის მეურნეობისთვის ბატარიების წარმოების ყველაზე ოპტიმალური პროექტების გადაწყვეტა, ბიომასის ელექტროენერგიის გარდაქმნა, ენერგიის წარმოება მინი-ჰიდროელექტრო სადგურების კასკადის, მზის პანელების წარმოების გზით და სხვა თანამედროვე პროექტები.

    საერთაშორისო საფინანსო ცენტრი „ასტანა“, ასევე წარმოადგენს უცხოური ტექნოლოგიების შემოტანის და დანერგვის თანამედროვე ბაზასაც. ცენტრი ასევე ჩაერთვება საზღვარგარეთიდან ხელმისაწვდომი და კარგად აპრობირებული ტექნოლოგიების შემოტანის პროცესშიც.

    ბოლო ორი წლის განმავლობაში საგამოფენო ცენტრის „ასტანა ექსპო“ სავიზიტო ბარათს „ნურ ალემს“ არ შეუწყვეტია მუშაობა. სამეცნიერო დანადგარების ნაწილი ყაზახეთის ნაციონალური კომპანიების პავილიონებისა და "მომავლის ენერგეტიკის" სექტორებიდან მასში გადავიდა და ამავე დროს იგი ტურისტული, გასართობი, კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრიც გახადა.

    გასულ 2018 წელს, ცენტრს 400 ათასი ადამიანი ეწვია, რომელთაგან 40 ათასი მოსწავლე და სტუდენტი იყო ნურ-სულტანიდან. ახალგაზრდები სპეციალური პროექტის "Kids & Students Future Energy" - ის ფარგლებში ეუფლებიან ცოდნას.

    სპეციალურმა კონგრესის ცენტრმა, რომელიც ასევე „ასტანა ექსპოს“ ინფრასტრუქტურის ობიექტების ნაწილია,  მოკლე ხანში "სრული დატვირთვით" დაიწყო მუშაობა. გასული წლის განმავლობაში ცენტრში 180 სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო ასტანის ეკონომიკური ფორუმი და მსოფლიოს სამთო კონგრესი. სწორდ ეს არის ასეთი ობიექტების მუშაობის ძირითადი ფუნქცია, - ჩაატაროს კონფერენციები, ფორუმები, სიმპოზიუმები, კონგრესები და აქედან მიღებული შემოსავალებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობენ დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისინი მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ კონგრესის ცენტრის მიმდებარე სასტუმრო "Hilton Astana" - ში.

    თავის მხრივ გამოფენისა და კონფერენციების ორგანიზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინდირა კარაჯანოვამ დადებითად შეაფასა ასტანის ეკონომიკური ფორუმის წარმატებით ჩატარება. 

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ფორუმს 74 ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობდა. ღონისძიებაში მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 5600 ადამიანი შეადგინა. მათ შორის 460 სპიკერი იყო. ამ ღონისძიებას 381 ჟურნალისტი აშუქებდა მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

    ფორუმის 12 წლის ისტორიაში პირველად, ყაზახეთისთვის სრულიად ახალი დისკუსია გაიმართა - მრგვალი მაგიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და გაერო-ს მონაწილეობით. დისკუსია ჩატარდა ფინანსთა მინისტრების, საერთაშორისო საფინანსო ფონდებისა და ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის.

    ასევე, ეროვნული კომპანიის „ასტანა ექსპო“ თანამშრომლებმა მომავალი წლისათვის თავიანთი გეგმები წარადგინეს: "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის ჩატარებაც მომავალ წელს იგეგმება გახლავთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს სხდომა", - აცხადებენ „ასტანა ექსპოს“ წარმომადგენლები.

    https://expo2017astana.com

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური