ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 13:28

თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რომ „ქართული ოცნება“ კურსს შეიცვლის, მხარს დავუჭერ მას, ვინც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ივანიშვილმა განმარტა თუ რა დოზით არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და აღნიშნა, რომ პარტიის შტაბში არ დადის, თუმცა „შეიძლება თვეში ერთ შეკრებას დაესწროს“.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ექსპერტებს, „საზოგადოება 2030“-ის ორგანიზიებულ ეკონომიკურ ფორუმზე მივიდნენ და დაასაბუთონ, თუ მეტი რისი გაკეთება შეიძლებოდა 3-4 წელიწადში. „ეკონომიკური სიდუხჭირით სპეკულირება არის გარკვეული ხიფათი იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება. არავინ ამბობს, რომ მთავრობამ გააკეთა მაქსიმალური. ამბობენ, გადით რეგიონებში რამდენი გაჭირვებულიაო. გაჭირვებული იქნება და ამის აღმოფხვრა 3-4 წელიწადში შეუძლებელია. ეს უნდა მოხდეს 10-15 წელიწადში. მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. მე ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" კვირიკაშვილის ლიდერობით ალტერნატივა არ გააჩნია. დიდი სურვილი მაქვს, მოსახლეობამ ამის ანალიზი გააკეთოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წაკითხულია 269 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური