მრავალპროფილური ჰოსპიტალი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 13:24

ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობა, დღეიდან, პედიატრიული და მოზრდილთა სტაციონარული სერვისების ადგილზე მიღებას შეძლებს, - მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი, 100-საწოლიანი მრავალპროფილური ჰოსპიტალი, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან, "ჰუალინგ ჯგუფის" გენერალურ დირექტორ ვანგ შენგსინისთან და „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის" გენერალურ დირექტორ თეა ახალაძესთან ერთად გახსნა.

პროექტში, კომპანია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა", „ჰუალინგ ჯგუფთან" ერთად, 4,5 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 447 ადამიანი დაასაქმა. 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ვარკეთილი-ვაზისუბნის მოსახლეობას, რომელსაც სამედიცინო მომსახურების მიღება ქალაქის სხვა რაიონებში უწევდა, ამიერიდან მაღალტექნოლოგიური კლინიკა საკუთარ რაიონში მოემსახურება.

„ინვესტორი გახლავთ „ჰუალინგ ჯგუფი", რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორია. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს მრავალპროფილური ჰოსპიტალი ამ რაიონისთვის, ვაზისუბნის და ვარკეთილის მოსახლეობისთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია. მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ასეთი ობიექტის არსებობა, რომელიც ამ მიდამოებში არ იყო და ახალია. აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და თითქმის 5 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში ინვესტიციებს აფართოებს და ამის შესახებ მოლაპარაკებები 2014 წელს ურუმჩიში მისი ვიზიტისას გაიმართა. პრემიერმა ასევე გაიხსენა, ცოტა ხნის წინ, ჩინეთის პირველი ვიცე-პრემიერის წარმატებული ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც საუბარი ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო.
„უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციას უნდა ველოდოთ ჩინეთიდან. დღესაც, მე ვხვდები რამდენიმე ბიზნესჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ინვესტიციებით არიან დაინტერესებული. მინდა, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია. კიდევ არაერთი ასეთი ობიექტი გაიხსნება ამ მიდამოებში, რაც ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხულია 2034 ჯერ

Related items

  • თურქმენეთის დიპლომატიურმა მისიამ თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩაატარა

    5 აპრილს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში ჩაატარა მინიფეხბურთის ტურნირი, რომელიც მიეძღვნა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. შეჯიბრი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართველი სპორტსმენები.

    ტურნირის გახსნის დღესასწაულზე აღინიშნა, რომ 2021 წელი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული და ფართოდ აღინიშნება თურქმენეთშიც. აღნიშნული ღონისძიება თურქმენეთში ტარდება დევიზით „თურქმენეთი - მშვიდობისა და ნდობის სამშობლო”.

    აქვე ხაზი გაესვა იმასაც, რომ თურქმენეთში ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი სამუშაოები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ელიტური სპორტის განვითარებისა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

    ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. 

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში. 

    პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს. 
    16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია. 

    17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. 

    საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ვისაუბრეთ აქციის ფორმის შეცვლაზე - ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

    "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე მათ აქციების ფორმის შეცვლაზე იმსჯელეს. 

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მარტში დაანონსებული აქციები გაგრძელდება, თუმცა იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით სალაპარაკო არ ჰქონდეს, ისინი აქციების ფორმას შეცვლიან.

    "ჩვენ მოვისმინეთ, მთავრობის მეთაურისგან ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ასე, რომ კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ ხელისუფლებას საბაბი არ მივცეთ, რომ რაღაც მოლაპარაკებების ჩაშლაზე იყოს ლაპარაკი ჩვენი მხრიდან.

    ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო, როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც ხელისუფლებას ზედმეტ სალაპარაკო საბაბს არ მისცემს",-აღნიშნა ზ. უდუმაშვილმა.

    შეგახსენებთ, დღეს, 2 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი აქციით და პიკეტირებით, ოპოზიციურმა პარტიებმა "დესტრუქციული ქმედება" გააგრძელეს.

    წყარო: https://mtavari.tv/news/34393-visaubret-aktsiis-pormis-shetsvlaze-opozitsiuri

  • მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდანაც - აცხადებს ი. ღარიბაშვილი
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ ჩვენი გუშინდელი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს. აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რასაც, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან სულ რაღაც 12 საათში, დავინახეთ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება, პარლამენტის პიკეტირების მცდელობის სახით, რაც სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, როდესაც მე, ჩემის მხრივ, გადავდგი ეს ნაბიჯი და დავუფიქსირე სრული მზაობა ჩვენი გუნდის სახელით, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს.
    პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ზოგადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის განხილვის საგანი. პირველი საკითხი შეეხებოდა ბატონი მელიას გათავისუფლებას.
    ჩემი პოზიცია იყო და მინდა საჯაროდ გავიმეორო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას და მის ოჯახს, ან პარტიის წევრებს, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და ბატონი მელია, თუ მათ ინტერესებში რეალურად შედის ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, მანამ, ვიდრე საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, ციხიდან გამოიყვანონ.
    მეორე საკითხი შეეხებოდა მმართველი გუნდის სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმის განხორციელების მიმართულებით, საითაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
    ეს მოიცავს ვრცელ, კომპლექსურ საკითხებს, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მათ შორის ეს ეხება როგორც ადგილობრივ არჩევნებს, ისე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს.
    რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. ეს არის წითელი ხაზი და ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. მე გუშინ ეს შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. პირადად მე და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი. მე იქ მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი და კონსტრუქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას", - ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
  • იაპონიაში "მარტოობის მინისტრი" დანიშნეს

    იაპონიაში, სადაც თვითმკვლელობები გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, პრემიერ-მინისტრმა სუგამ "მარტოობის მინისტრად" დანიშნა ტეცუში საკამოტო, რომელიც რეგიონალური მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    იაპონიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სოციალური ცხოვრება თითქმის შეჩერდა, რის გამოც საზოგადოებამ სულ უფრო მეტი სტრესი და მარტოობა იგრძნო.

    ქვეყანაში სუიციდის შემთხვევებმა მოიმატა. თვითმკვლელობის შემთხვევების ზრდის თავიდან ასაცილებლად, იაპონიის პრემიერ მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ რეგიონალური განვითარების მინისტრი, ტეცუში საკამოტო, მარტოხელა ხალხის პრობლემებზე პასუხისმგებელ მინისტრად დანიშნა.

    საკამოტომ ახალ მოვალეობასთან დაკავშირებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა: "პრემიერ-მინისტრმა სუგამ დამავალა საკითხის შესწავლა და შესაბამის სამინისტროსთან კოორდინაციის გზით ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება. იმედი მაქვს, რომ განვახორციელებ საქმიანობას სოციალური იზოლაციის თავიდან ასაცილებლად და ხალხებს შორის კავშირების დასაცავად."

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური