NDI–ის დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 15:11

 

 

 

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია დააკვირდება. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) განაცხადა.

დელეგაციის წევრები არიან სემ კოპერსმითი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არიზონას შტატში; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი და პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.

დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარცევნო პროცესებისადმი ნდობის განმტკიცებაა. 

ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან,საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად, დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლებისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესაბამისად განახორციელებს.

17 ივნისს, მუშაობის დასრულების შემდეგ, NDI-ის დელეგაცია ანგარიშის სახით, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრეს-კონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

სადამკვირვებლო დელეგაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

 

 

 

წაკითხულია 508 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს

    საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა. 

    აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს, ასევე პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, აქტიურად მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, სადაც პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შესაძლებლობა აქვთ.  

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას და მიესალმება საარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას. 

    NDI-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მისია დააკვირდება. 

    ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეპერსონიფიკაციის მნიშვნელობაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და ამ პროცესში მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

    საუბარი ასევე შეეხო აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ გზავნილები, რომლებიც, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით გაჟღერდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. 

     

  • NDI-ის გამოკითხულთა 63% თვლის რომ საქარველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

    NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 63% თვლის, რომ საქარველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.  6% თურქეთს ასახელებს, 5% კი აშშ-ს. 

    ინფორმაცია კვლევის შესახებ

    ინფორმაცია კვლევის შესახებ

    • Ø საველე სამუშაოების თარიღები: 7 – 28 აპრილი, 2017
    • Ø 2,493 დასრულებული ინტერვიუ
    • Ø  წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

     ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში

    • Ø  დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტია. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი
    • Ø   მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელსაც აქვს ურბანული სტატუსი
    • Ø  ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში
    • Ø საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%
    • მეთოდოლოგია

       

       კვლევის მეთოდი:

       Ø  NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს

       ü  სტრატიფიცირება –მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურჯგუფებად

       ü  კლასტერინგი –თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიულიარეალების შემთხვევითი შერჩევა

      Ø  შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით

      Ø  რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით

      • Ø  არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
      • Ø  ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული

     

  • გამოკითხულთა 35% თვლის რომ საქარველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად აშშ უზრულველყოფს, - NDI-ის კვლევა

    გამოკითხულთა 35% თვლის რომ საქარველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად აშშ უზრულველყოფს, - ამის შესახებ, NDI-ის მიერ ჩატარებული კვევის შედეგებშია აღნიშნული. გამოკითხულთა 10% თვლის, რომ საქარველოს უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს. 

    ინფორმაცია კვლევის შესახებ

    • Ø საველე სამუშაოების თარიღები: 7 – 28 აპრილი, 2017
    • Ø 2,493 დასრულებული ინტერვიუ
    • Ø  წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

     ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში

    • Ø  დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტია. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი
    • Ø   მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელსაც აქვს ურბანული სტატუსი
    • Ø  ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში
    • Ø საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%
    • მეთოდოლოგია

       

       კვლევის მეთოდი:

       Ø  NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს

       ü  სტრატიფიცირება –მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურჯგუფებად

       ü  კლასტერინგი –თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიულიარეალების შემთხვევითი შერჩევა

      Ø  შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით

      Ø  რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით

      • Ø  არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
      • Ø  ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული
  • გამოკითხულთა 64% თვლის, რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს - NDI-ის კვლევა

    NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% თვლის, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს. 

    18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალქებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო.

  • NDI-ის კვლევის თანახმად 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა დღეს მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე - რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას,  ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიულ მთლიანობას და პენსიებს ასახელებს. გამოკითხულთა 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია. 

    NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.



ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური