C ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი ეტაპი იწყება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 10 ივნისი 2016 11:06

თბილისში დღეს C ჰეპატიტის მკურნალობის პირველი სერვისცენტრი გაიხსნება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი, განსხვავებული ეტაპი იწყება. დავით სერგეენკოს თქმით, სერვისცენტრში პაციენტებს რეგისტრაციის გავლა და სათანადო მკურნალობაში ჩართვა შეეძლებათ. C ჰეპატიტის სერვის ცენტრების გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი. 

წაკითხულია 642 ჯერ

Related items

  • C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს

    C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისში.ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა გახსნეს. მათ პირველი ფაზის მიმდინარეობა შეაფასეს.შეხვედრის მონაწილეები სამომავლო გეგმებსა და პრევენციის გზებზე მსჯელობენ.C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან დაიწყო. ამ დროისთვის 20 ათასამდე ბენეფიციარი მკურნალობს."ჩვენ ორი დღის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად შევაფასოთ მიმდინარე პროექტი, გამოვყოთ მისი მიღწევები, ის წერტილები, რომელსაც გაძლიერება სჭირდება," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

  • მომავალი ოთხი წლის განმავლობაში C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება
    მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება, - C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს. ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. მთავრობის მეთაურმა სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, მათ შორის - კომპანია „გილიარდს" და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, სამთავრობო გუნდს, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
  • C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მუშაობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაეცნო

    C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ბოლო მონაცემებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 13 ათას 473 პაციენტია რეგისტრირებული, მათ შორის 12,500 კომისიის მიერ უკვე განხილულია  და მკურნალობის დასაწყებად დადებითი პასუხები მიიღეს. ამ დროისთვის 11 ათას 284 პაციენტი მკურნალობს. ბენეფიციარებმა, რომლებიც პოგრამაში ჯერ არ ჩართულან, რეგისტრაციისთვის C ჰეპატიტის მართვის ცენტრს უნდა მიმართონ.
  • C ჰეპატიტით დაავადებული ყველა ადამიანი მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას შეძლებს

    საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებული აბსოლუტურად ყველა ადამიანი, 10 ივნისიდან, მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას შეძლებს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით კრიტერიუმების გაფართოების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგს მიესალმება.

    პრემიერის განცხადებით, დღემდე ეს მხოლოდ მძიმე დაავადების ნიშნების მქონე პაციენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი და მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელი მისი გუნდის ძალიან დიდი შრომის შედეგია.

    „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგისთვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მკურნალობის პროცესში 10 ათასზე მეტი პაციენტია ჩართული და ასევე ძალიან დადებითია ის, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი თანდათან უფრო მატულობს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ საქართველოში, შესაძლებელია C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული. მკურნალობის თითქმის აბსოლუტური მაჩვენებელია და ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

  • ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული

    მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.

    "ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა ასეთი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში ჩართული უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ამ პროგრამაში ჩართვას. სასიხარულოა, რომ არის პრეპარატი "ჰარვონი", რომელიც რევოლუციურია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ეს პრეპარატი არის კომპანია "გილიარდის" მიერ მოწოდებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, სამინისტროს მთელ გუნდს, ექიმ ინფექციონისტებს, ასევე იმ პაციენტებს,ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ და გამოცდილებას უზიარებენ სხვებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ამერიკის მთავრობას და კომპანია "გილიარდს" საქართველში, რომელმაც პრეპარატი "ჰარვონი" შემოიტანა საქართველოში.

    „ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ამ პროგრამაზე 2 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება. სწორედ ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების მთავრობას და ელჩს საქართველოში. ასევე კომპანია "გილიარდს", რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება რაიმე სახით ოცნებაც კი ამ პრობლემის გადაჭრაზე. დღეს უკვე 7 000 მეტი პაციენტი გახლავთ ჩართული ამ პროგრამაში და 3 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. 90%-ის შემთხვევაში წარმატება იქნა მიღწეული. ეს ძალიან იმედის მომცემია. ამ ახალი პრეპარატის შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური