„საქართველო ავღანეთის შუაგულიდან“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 25 მაისი 2015 11:58

თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MOMA ესპანელი მხატვრის, ავგუსტო ფერერ დალმაუს ნახატების გამოფენა „საქართველო ავღანეთის შუაგულიდან“ მოეწყო. ესპანელი მხატვრის ნამუშევრები ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მიეძღვნა. დღესვე, მუზეუმში ესპანელი მწერლის ლუკას მოლინა ფრანკოს იმავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი დაესწრნენ. გამოფენაზე ესპანელი სტუმრები, მხატვარი ავგუსტო ფერერ დალმაუ და წიგნის ავტორი ლუკას მოლინა ფრანკო იმყოფებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ესპანელი ხელოვანები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 2014 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი საერთაშორისო მისიაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ცხოვრობდნენ და მათ საქმიანობას ეცნობოდნენ. მოგვიანებით, ქართველი ჯარისკაცების ყოველდღიური ყოფა ნამუშევრებში ასახეს. ავგუსტო ფერერ დალმაუმ ამ მოგზაურობას 24 ნახატი მიუძღვა.

ესპანელი ხელოვანების გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია „საქართველო ავღანეთის შუაგულიდან“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ავგუსტო ფერერ დალმაუს გამოფენა მანამდე საქართველოში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბათუმში, სასტუმრო „შერატონში”, შემდეგ კი იანვრის ბოლოს ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ვაიადოლიდის მერიაში მოწყო.

პროექტის ინიციატორი ესპანეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილია. ავგუსტო ფერერ დალმაუ სხვადასხვა საბრძოლო თემატიკაზე შექმნილი არაერთი ნამუშევრის ავტორია.

წაკითხულია 522 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური