ბათუმში გარემოსდაცვითი მინისტერიალი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 15:22

ბათუმში გარემოსდაცვითი მინისტერიალი დაიწყო. მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერმა კვირიკაშვილმა. მინისტერიალის მთავარი თემებია, მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის.  “საქართველოს მთავრობა აცნობიერებს ქვეყნის განვითარების პროცესში მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობას და ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. შესაბამის გარემოს უქმნის მწვანე ბიზნესს, ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების მწვანე აქტივობებს. საქართველოს 9 ქალაქმა უკვე მოამზადა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.    ღონისძიებას 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალური დელეგატი ესწრება. მათ შორის არიან ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

წაკითხულია 326 ჯერ

Related items

  • სამმხრივმა მინისტერიალმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე - დ. ზალკალიანი

    23.12.2019 თბილისი - თბილისში,  საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა  ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას. 

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ და წარმატებულ მექანიზმს წარმოადგენს: „ეს ფორმატი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, განვიხილოთ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი სხვადასხვა მიმართულებით“. მინისტრის მიხედვით, ის ფაქტი რომ დღეს გამართული შეხვედრა რიგით მერვეა, სამმხრივ ფორმატში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მყარი პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია.

    „ორმხრივ დონეზე, საქართველოს სამაგალითო ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია; ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალ სფეროს“ აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

    დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას“ - სამმხრივი ფორმატის მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ყველა სფეროში სამი ქვეყნის საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე, სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის მექანიზმებს.

    შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე დისკუსიას. დაფიქსირდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის რეალიზაციის მნიშვნელობა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი, კასპიის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა უკვე წარმატებულად განხორციელებულ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ენერგეტიკულ პროექტებს. ამავდროულად, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს კოორდინაცია სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის სრულყოფილად რეალიზაციისათვის. ასევე, აღინიშნა ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის მე-2 ეტაპის დასრულების მნიშვნელობა.

    „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული მდებარეობისა და სატრანსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. ამ თვალსაზრისით, გამოვხატეთ მზაობა, განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა მაქსიმალურად მიმზიდველი პირობების უზრუნველსაყოფად და ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად. გამოვყავით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს და ხარჯებს და გახდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კონკურენტუნარიანი მარშრუტი“.

    შეხვედრაზე აღინიშნა სამი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის საკითხში, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და გააძლიერებს ხალხთა შორის კონტაქტებს. ამასთან, დაფიქსირდა ერთობლივი მიდგომა, რომ ხელი უნდა შეეწყოს ბიზნეს-წრეებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარებას, მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურებას.

    შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს. „უდავოა, რომ არსებული კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ასევე, აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას“, აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ამასთან, დაფიქსირდა, რომ აღნიშნული კონფლიქტები და დავები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების გათვალისწინებით.

    „შეჯამების სახით, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე, რაც არსებული ურთიერთობების გამორჩეულად მზარდი დინამიური ხასიათის გამოძახილია“ -  აღნიშნა პრესკონფერენციის დასასრულს დავით ზალკალიანმა. 

    მინისტერიალის ფარგლებში მედიისთვის განცხადებები გააკეთეს აზრებაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც ასევე მაღალი შეფასება მისცეს, საქართველოში გამართულ მინისტერიალს და ამ ფორმატში სამი ქვეყნის თანამშრომლობას. 

  • დავით ზალკალიანი ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებში მინისტერიალის მონაწილეებს მიმართავს

    ვაშინგტონი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეს მიწვევით ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მონაწილეობს. 

    საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც   სხვადასხვა კულტურათა და რელიგიის  ისტორიულ დამაკავშირებელზე და შემწყნარებლობის ტრადიციაზე. 
     
    დავით ზალკალიანი საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ხასიათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზე. 
     
    მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვერებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ფილიპ რიკერთან, რა დროსაც განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის უსაფრთხობის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.    

  • ნატოს შტაბ-ბინაში ბოლო მინისტერიალი დაიწყო

    ნატოს შტაბ-ბინაში მინისტერიალი დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრებს იენს სტოლტენბერგმა მიმართა და განაცხადა, რომ დილის სხდომაზე მთავარი საკითხები ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე პროცესები იქნება, ასევე ნატოს თავდაცვის საკითხები და ტერორიზმთან ბრძოლა.

    სტოლტენბერგის თქით, საუბარი შეეხება ერაყში ნატოს მისიის საკითხსაც, რომლის დაწყების თარიღიც ივლისში გამართულ შეხვედრაზე დაზუსტდება. ნატოს გენმდივნის განცხადებით, განხილული იქნება იორდანიასთან, ტუნისთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხიც.

    იენს სტოლტენბერგმა, მიმდინარე მინისტერიალს ისტორიული უწოდა, რადგან ის ნატოს შტაბ-ბინის ძველ შენობაში ბოლოჯერ იმართება.

  • მიხეილ ჯანელიძე ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკატერინა ზახარიევასთან. შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის გათვალისიწნებით პროექტის  შედეგებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარადჭერისთვის, თავის მხრივ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი წინსვლა.

    მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში მიმდინარე აქტიური თანამშრომლობა. მათ შორის კმაყოფილებით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რომლის თანახმადაც ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ირიცხება. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთის თანამშრომლობას სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხში.

    მინისტრებმა ქვეყნებს მიულოცეს წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღი და შეთანხმდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თანამშრომლობის შემდგომ ინტენსიფიკაციაზე. 

  • მიხეილ ჯანელიძე ნატოს მინისტერიალში მონაწილეობს

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც 2016 წლის 6-7 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში გაიმართება.

    მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) ჩართული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

    მიხეილ ჯანელიძე ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და შეხვდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს როუზ გოტემოლერს.

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური