„სოფლის არჩევნების გამო ასეთი სერიოზული მობილიზება არ უნდა მომხდარიყო“ - თამაზ მეჭიაური (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 04 ივნისი 2016 21:26

„რა თქმა უნდა ცუდია, როდესაც არჩევნები ასეთ ფონზე ტარდება. ამაში უპირველესად მაინც მეტ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებ, რამეთუ არ იყო აუცილებელი ასეთი ტემპერატურის აწევა. სოფლის არჩევნების გამო, დეპუტატის 1 წლით არჩევისთვის ასეთი სერიოზული მობილიზება არ უნდა მომხდარიყო, ჩემი აზრით. ჯობდა მიეცათ საშუალება, რაიონში თითონ გადაეწყვიტათ ვინ აერჩიათ. თუმცა თავისთავად ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით გამოცდილია ამ საარჩევნო მანიპულაციებში, მათ დიდოსტატურად გამოიყენეს იმ ტერიტორიაზე არსებული ხალხის თავმოყრა, მოახდინეს პროვოცირება, რასაც მოჰყვა ასეთი ექსცესები. რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მას გაცილებით მეტი დაძაბულობა მოჰყვება და საკმარისია აი ასეთი რამდენიმე პროვოკაცია და შესაძლებელია, სამოქალაქო ომის პროვოცირებაც კი მოხდეს.“- განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამაზ მეჭიაურმა პასუხობს.

წაკითხულია 550 ჯერ

Related items

  • "პოლიტიკური უსინდისობა, ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები" - კვირიკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე

    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა. 

    "ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ზღვარს იქით გადასული ადამიანები, მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ" - თქვა კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. 
    „არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება. მოგეხსენებათ, პროექტი „პანორამა თბილისი“, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტოდ დიდი მწვანე ზონის აშენებას თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის 400 000 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი, რომელიც შენდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ მიმდევრებს უნდათ, რომ წარმოაჩინონ - რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს, რომ გზა გადაეკეტათ და პარალიზება მოეხდინათ 4-5 საათის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის?! ვფიქრობ, რომ აქ საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების სახე ძალიან განსხვავებულია მათგან. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა პუშკინის სკვერის მითვისება. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი. როდესაც დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისში 10 პარკინგს ააშენებს და სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან მისი ღირებულება არაა ისეთი, როგორც მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იქ მშენებარე სასტუმროს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწისქვეშა ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს ეს პარკინგი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

  • „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერის კანდიდატად წარადგინა

    „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. წარდგენა მეტეხის ტერიტორიაზე მოხდა. უდუმაშვილი ნიკა მელიამ წარადგინა:

    „შევიკრიბეთ აქ იმიტომ, რომ გამოვაცხადოთ გადაწყვეტილება მთავარ ბრძოლაში შესვლის თაობაზე. დღეს ჩვენ აქ მოვედით,რ ადგან თბილისი და საქართველო კარგად იმყოფება უდიდეს გამოწვევათა წინაშე, დღეს აქ მოვედით, რათა ერთად დავიწყოთ მოძრაობა უმიედობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და მიუსაფრობის, მაფიოზური კლანისა და ოლიგარქიის ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

  • სტარვიზია უერთდება კამპანიას - "გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად!"

    სტარვიზია უერთდება კამპანიას გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად! 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხანძრით განადგურებული ტყის მასივის ნერგებით დაფარვას დაახლოებით 5-10 წელი დასჭირდება. კერძო სექტორის, ბიზნესმენების, ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართულობით იგეგმება მთელი განადგურებული ტერიტორიის, ანუ დაახლოებით 1000 ჰექტრის აღდგენა. კვლევებმა დაადგინა რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის.კამპანიის ფარგლებში ნებისმიერი მსურველი, იქნება ეს კომპანია, თუ კერძო პირი, შეიძენს მისთვის სასურველი რაოდენობის ნაძვის ნერგს და მის სახელზე ბორჯომის ტყე-პარკსი დაირგვება ხეები, რომელთას 5 წლის განმავლობაში სპეციალისტები მოუვლიან. გრძელვადიანი პროექტი მიზნად ისახავს ბორჯომში, საბოლოო ჯამში, იმ ეკოსისტემის აღდგებნად, რომელიც ხანძრამდე იყო.

  • "სტარვიზია" სანკტ-პეტერბურგში მოხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

    მედიაჯგუფი "სტარვიზია" მწუხარებას გამოთქვამს სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდარი აფეთქების გამო. "სტარვიზიის" თითოეული თანამშრომელი თანათგომას უცხადებს აფეთქები შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

    შეგახსენებთ, აფეთქება სანკტ-პეტერბურგში,  ორ მეტროსადგურში მოხდა. 

    რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანებიც, დაშავდა 30-მდე ადამიანი.

     წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა ტერაქტი იყოს.

  • მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! - მედიჰოლდინგი „სტარვიზია“
    21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს სლოგანით - "ჩემი ხმა საზოგადოებაში". მედიჰოლდინგი „სტარვიზია“ მთელი შემოქმედებითი ჯგუფით, უერთდება აღნიშნულ კამპანიას და კიდევ ერთხელ აცხადებს: მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური