რითი სჯობს ევროკავშირი რუსეთს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 მაისი 2015 19:36

„როცა მეკითხებიან რითი სჯობს ევროკავშირი რუსეთს, ვპასუხობ: ჩადით რუსეთის პარატა ქალაქში და ევროკავშირის პატარა ქვეყნის პატარა ქალაქში, ისინი შეადარეთ ერთამნეთს. თქვენი არჩევანია შეხვიდეთ მდიდრების თუ ღარიბებისა და წარუმატებლების კლუბში. ადამიანს ამბიცია უნად ჰქონდეს მეტს მიაღწიოს. ქვეყნას ხომ უნდა ჰქონდეს ამბიცია გაჭირვებულების რიგებში არ იყოს, რომ დაინახავენ ამბიცია არ გაქვს, თავს დაგანებებ. შეიძლება ევროპელი პოლიტიკოსები ფიქრობენ, საქართველო თუ იტყვის რუსეთთან მინდა, შეიძლება აღარც დაუშალონ ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან, რუსეთისა და ევრპის ურთიერთობების ფონზე, საქართველო კიდევ ერთი პრობლემაა“,  - განაცხადა  „სთარვიზიის“ გადაცემაში „აქტუალური თემა“ პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ.

პოლიტოლოგმა ევროკავშირისა და ევრაზიის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობაზეც  ისაუბრა:

„მოსახლეობას, რომ ჰკითხო რა არის ევროპა ყოველი მეორე გიპასუხებს, ეს არის ერთსქესიანთა ქორწინებ, რაც ყველამ ვიცით, რომ ასე არ არის. აუცილებელია უფრო მკვეთრი საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის შესახებ მითუმეტეს, როცა გაძლიერებულია რუსული პროპაგანდა“,- აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას უყურეთ „სთარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სთარეფემზე“ დღეს 20 საათზე - ყოველკვირეულ  გადაცემაში  „აქტუალური თემა“.

 

წაკითხულია 437 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური