ნიდერლანდები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას ადასტურებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2016 13:16

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას ადასტურებს  ნიდერლანდების სამეფო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებს. ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან, ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების მნიშვნელობას.

წაკითხულია 461 ჯერ

Related items

  • ბულგარეთის ელჩის ლექცია იბსუში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ.

    შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

    ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, რომელსაც დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED) აფინანსებს.

  • ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი

    ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი - საქართველოს პრეზიდენტმა ლექცია ამ თემაზე პირველ გიმნაზიაში წაიკითხა. გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხა, სადაც კიდევ ერთი მთავარი თემა ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება იყო. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მოგონილი უწოდა."როდესაც ამბობთ ქართველი ადამიანი, რატომ აკეთებთ ამ თემის იდენტიფიცირებას ქართულ კულტურასთან. მე მგონია, რომ ეს არის მოგონილი თემა. იმის მაგივრად, რომ მე დავიწყო ფიქრი - ვინ ვარ მე, როგორ იფიქრებდა ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, დავუბრუნდე რუსთაველს, ჩემს წინაპრებს და დრამატული ინტელექტუალური პროცესი გავიარო ნებისმიერ ასეთ საკითხთან მიმართებაში, ამის ნაცვლად მე მაძლევენ მზა რეცეპტს, რომ ქართველობა - ეს არის ქორწინების საკითხი," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.  

  • ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი რომში

    ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძე იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა .

    მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იტალია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. 

    ვიზიტის ფარგლებში ინგლისურენოვანი წიგნის „საქართველოს ევროპული გზების" პრეზენტაცია გაიმართა.

  • ევროინტეგრაციის მინისტრის ვიზიტი ნორვეგიაში

    ევროინტეგრაციის მინისტრი ნორვეგიაში სამუშაო ვიზიტს  განაგრძობს. დავით ბაქრაძე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.  

    მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა ნორვეგიის პარლამენტის პირველ ვიცეპრეზიდენტთან.   მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელეს. 

    ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ნატო-ს წევრობის გზაზე დაფიქსირებულ პროგრესსა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზეც.  

  • პარლამენტში ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ელოდებიან

    როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს? ამ საკითხზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ელოდებიან.

    დავით ბაქრაძე ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიდის. მასთან ერთად დეპუტატებს მოხსენებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც გააცნობს.

    ანალოგური კომიტეტების სხდომაზე გიგი გიგიაძე ხვალ ანგარიშს უკვე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე წარადგენს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური