ევროპა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 მაისი 2015 18:53

„ჩემი შეფასებით, ევროპა აღიარებს საქართველოს ევროპულ არჩევანს, თუ შევასრულებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ჩვენ ევროკავშირი გვაძლევს, ჩვენ მივაღწევთ სამოქმედო გეგმას“, - განაცხადა „სთარვიზიის“ გადაცემაში „აქტუალური თემა“ ექსპერტმა ევროკავშირის საკითხებში ნინო სამველიძემ.

ექსპერტმა  ვიზალიბერალიზაციის საკითხებში საქართველოს შედეგებზე ისაუბრა. მან საქართველოს მიერ აღებულ  და შესრულებული ვალდებულებები მიმოიხილა:

„ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ნაბიჯი, რომელიც ეხებოდა საკანონმდებლო ბაზას,  წარმატებით გვაქვს დახურული. ევროკავშირის შემფასებელი მისია ჩამოვიდა და აღიარა, რომ ჩვენ ეს ნაწილი ისე შევასრულეთ, როგორც უნდა შეგვესრულებინა, ახლა გადავედით შემდეგზე - აღსრულების ფაზაზე, ევროკავშირის მისია საქართველოში მარტის თვეში იმყოფებოდა. ევროკომისიის ანგარიში ამასთან დაკავშირებით, 8 მაისს გამოქვეყნდა, სადაც მკაფიოდ არის აღნიშნული ის საკთხები, რომელშიც საქართველომ წარმატებას მიაღწია. საქართველოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, სადაც ჯერ კიდევ სამუშაოა."

ნინო სამველიძემ იმ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიღებისთვის აფერხებს:

„ამ ეტაპზე გეგმის აღსრულების მიხედვით, ყველაზე პრობლემარტური თემები გახლავთ, თავშესაფართა მაძიებლების პრობლების მართვა, ანტიდისკრიმინაციული კანონი და მისი ჯეროვნად აღსრულება. ასევე ანგარიშში საუბარია ანტიკორუფციულ ზომებთან და ნარკოტიკების ბიზნესთან ბრძოლის წინააღმდეგ, ეს არის ის 4 მთავარი კომპონენტი რაზეც ევროკომისია ასკვნის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შესამუშავებელი მექანიზმები, რომლის საშუალებითაც უკეთ შეძლებს ამ პრობლემების აღმოფხვრას“, - განაცხადა ნინო სამველიძემ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას უყურეთ „სთარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სთარეფემზე“ დღეს 20 საათზე - ყოველკვირეულ გადაცემაში „აქტუალური თემა“.

წაკითხულია 429 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური