სამეთაურო-საშტაბო კურსი დასრულდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 22 მაისი 2015 19:10

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსი ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. 
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მსმენელებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებული ძალებში საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

კურსდამთავრებულებს სწავლების დამთავრების შესაბამისი სერთიფიკატები თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, მისმა მოადგილეებმა დავით ებრალიძემ და ბესიკ ლოლაძემ, ასევე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცეს. ცერემონიალის დასასრულს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ პირადი შემადგენლობა დალოცა.

დღეიდან კურსდამთავრებული სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში განაგრძობენ სამსახურს.
სამეთაურო-საშტაბო კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების 32 სერჟანტმა 17 კვირის განმავლობაში გაიარა. პროგრამა ასეულის და ბატალიონის შტაბის სერჟანტის მომზადებას ითვალისწინებდა. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკის საფუძვლები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზების პრინციპები და კომპიუტერული საოფისე პროგრამები შეისწავლეს. სერჟანტები კურსის განმავლობაში სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც გაეცნენ და სამხედრო ბრძოლების ისტორიის შესახებ სპეციალური სემინარები მოისმინეს.

კურსის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს პარლამენტში გაცნობითი ხასიათის ვიზიტებიც განხორციელდა.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და შვილები დაესწრნენ.

წაკითხულია 606 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური