შავი ზღვის ერთობლივი ქართულ-უკრაინული კვლევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 27 მაისი 2016 15:59

ბათუმი. 27 მაისი 2016 – 27 მაისს ბათუმის საზღვაო პორტში შევიდა ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“, რომლის მეშვეობით ხორციელდება შავი ზღვის უნიკალური ქართულ-უკრაინული კვლევა. კვლევის მიზანია შავი ზღვის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება. კვლევაში მონაწილეობენ მეცნიერები უკრაინიდან, საქართველოდან და ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოდან.   
ბათუმის პორტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება და კონცერტი. მკვლევართა ჯგუფს შეხვდნენ თამარ ბაგრატია - საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, და გიორგი ერმაკოვი - ბათუმის მერი.
ჟურნალისტებისათვის შედგა ტური „მარე ნიგრუმზე“. აქვე გაიმართა პრეს კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ზღვის ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრისა და უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ზღვის ბიოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.
შავი ზღვის კვლევა ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობით.
კვლევის პირველი ეტაპი ჩატარდა 17-23 მაისს უკრაინის ეკონომიკურ ზონაში. ამის შემდეგ სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“ გავიდა ოდესის პორტიდან და გაემგზავრა ბათუმის მიმართულებით. ნაოსნობის მსვლელობაში მიმდინარეობდა კვლევები შავი ზღვის ღრმაწყლიან ცენტრალურ ნაწილში. კვლევითი პროგრამა დასრულდება 30 მაისს საქართველოს ეკონომიკურ ზონაში.    
შავი ზღვის ერთობლივი კვლევის ფარგლებში ჩატარდება უნიკალური დაკვირვებები, რომლებიც არასდროს შესრულებულა შავი ზღვის კვლევის ისტორიაში.
კვლევა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის მიერ ზღვის სტრატეგიის შესახებ ევროკავშირის დირექტივების შესრულებას, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით.  
შავი ზღვის ერთობლივი კვლევა ხორციელდება „შავი ზღვის  გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის ფარგლებში, რომლის თანადამფინანსებლები არიან ევროკავშირის კომისია (EC) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

წაკითხულია 1375 ჯერ

Related items

  • გაეროს ბავშვთა ფონდი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს
    გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იწყება საინფორმაციო შეხვედრები Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პრეს-სამსახურში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ჯანდაცვის ესქპერტები ახალქალაქსა და ახალციხეს ეწვივნენ.
    პირველი შეხვედრა ამ წუთებში მართლმადიდებელ რელიგიურ ლიდერებთან იმართება, სადაც საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა იმუნიზაციის პროგრამები საქართველოში, COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და სხვა. ექიმები ბიძინა კულუმბეგოვი, ხათუნა ზახაშვილი, ივანე ჩხაიძე და ზვიად ყიფიანი პასუხობენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების კითხვებს.
    ანალოგიური შეხვედრები და დისკუსიები მომავალშიც გაგრძელდება.
     
     
  • ევროკავშირის ახალი რეგულაცია ინტერნეტში

    ევროპარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტში ტერორისტული შინაარსის მესიჯების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიმწოდებელი პროვაიდერების მიერ ამგვარი შინაარსის ტექსტის ამოღებას ერთი საათის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    ევროკავშირის კომისიის მიერ მომზადებული ახალი რეგულაციით, ციფრულ პლატფორმებს უმოკლეს დროში მოუწევთ ევროკავშირის ქვეყნებში ასეთი მესიჯების მოხსნა ან დაბლოკვა, თანაც 1 საათის განმავლობაში.

    წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან სამართლებრივი რეგულაციების დარღვევის საფუძველზე. ევროკავშირის ქვეყნებმა ამის შემდეგ, თვით თავიანთი ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობას უნდა მოარგონ ეს რეგულაციები.

    აღნიშნული კანონი  ევროკავშირის მასშტაბით სრულად ამოქმედდება მხოლოდ  ერთი წლის შემდეგ.

     

  • ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა

    ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი - "USCGC HAMILTON" (WMSL 753) შემოვიდა. ამის შესახებ შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

    ამერიკულ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

    ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება, ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას,ასევე, ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას.
    "USCGC HAMILTON" ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს. ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.
    ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების - "დიოსკურიასა" და "ოჩამჩირეს" მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა. სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს, ძებნა-გადარჩენის პროცედურებს და აშშ-ის ხომალდის კუთვნილი ვერტმფრენის გამოყენებით სხვადასხვა სასწავლო ელემენტს. ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.
    ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე აშშ-ის ხომალდის მეთაურთან, I რანგის კაპიტან ტიმ ქრონინთან შეხვედრას ბათუმის სამმართველოში გამართავს.
    ასევე, დაგეგმილია ეკიპაჟის წევრების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC). ამერიკელი კოლეგები კი ქართულ დელეგაციებს ხომალდ "ჰამილტონზე" უმასპინძლებენ.
    აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.
  • ყველაფერი, რაც COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვაქცინაციის შესახებ უნდა იცოდეთ

    შეიქმნაჯანმრთელობისმსოფლიოორგანიზაციასთანდა EUvsDisinfo-სთანთანამშრომლობით

     1.    რატომარისვაქცინაციასასარგებლო?

    დღესდღეობით, სულ მცირე, 20 დაავადებისგან დამცავი ვაქცინები არსებობს. ამ დაავადებათა შორისაა დიფთერია, ტეტანუსი, გრიპი და წითელა. ვაქცინებიყოველწლიურად 3 მილიონამდეადამიანსიცავსსიკვდილისგან— ეს წუთში საშუალოდ ხუთზე მეტი ადამიანის სიცოცხლეა. მათი მეშვეობით, ბავშვები  ჯანმრთელები იზრდებიან და მეტი ადამიანი აღწევს ხანდაზმულობის წლებს.

    ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს განუყოფელი ნაწილია. უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ვაქცინებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი. უმეტეს ჩვენგანს ჯერ კიდევ ბავშვობაში აქვს რამდენიმე აცრა გაკეთებული. ამ ვაქცინებმა ჩვენ იმ დაავადებებისგან დაგვიცვა, რომლებიც რამდენიმე თაობის წინ ათასობით ადამიანის სიკვდილს და დასახიჩრებას იწვევდა.  ხანდაზმულები და სუსტი ჯანმრთელობის მქონენი ყოველწლიურად იცრებიან გრიპის ახალი შტამებისგან დასაცავად. ცნობილია, რომ აცრილი ბავშვები ნაკლებად აცდენენ სკოლას. ეს მათ მშობლებს სამუშაოზე კონცენტრირების შესაძლებლობას აძლევს, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების ეკონომიკაზე დადებითად აისახება. ვაქცინები გლობალურ კეთილდღეობას ყველაზე ხარჯეფექტიანი გზით აუმჯობესებს.

    დღეისათვის COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინაა შექმნილი და ადამიანების ასაცრელად მათი რამდენიმე ასეული მილიონი დოზაა გამოყენებული. ეს ვაქცინები ორგანიზმს ვირუსის მიმართ იმუნური პასუხის გამომუშავებაში ეხმარება და ამ გზით თავად დაავადებისგან ან მისით გამოწვეული გართულებებისგან იცავს.

    გარდა ამისა, აცრით თქვენირგვლივმყოფადამიანებსაცდაიცავთ. თუ თქვენ ვაქცინაციის მეშვეობით COVID-19-ის მძიმე ფორმისგან იქნებით დაცული, იმის შანსიც იკლებს, რომ სხვებს დააინფიცირებთ — მაგალითად, თქვენს ხანდაზმულ მშობლებს ან ბებია-ბაბუას, რომლებიც დაავადების გართულების მომატებული რისკის ქვეშ არიან; ან თუნდაც ექიმებს და ექთნებს, რომლებზეც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაა დამოკიდებული.

    ჯერ კიდევ ზუსტად არაა ცნობილი, თუ რამდენად ეფექტიანად ამცირებს ვაქცინაცია დაავადების გავრცელებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სანამ თქვენ გარშემო ყველა არ აიცრება, კვლავ გააგრძელოთ ისეთი სხვა პროფილაქტიკური ზომების დაცვა, როგორიც ნიღბის ტარებაა.

     

    1. 2.    COVID-19-ისსაწინააღმდეგოყველავაქცინაუსაფრთხოა?

     

    ევროკავშირში ავტორიზებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერაა შემოწმებული და ისინი უსაფრთხოებისუზრუნველყოფისმიზნითმკაცრიკონტროლისქვეშარიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ევროკავშირთან და მთელ მსოფლიოში მომუშავე სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა ავტორიზებულმა ვაქცინებმა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილოს.

    დღეისათვის  ევროპის წამლის სააგენტოს ევროკავშირში გამოყენებისთვის ოთხივაქცინააქვსდამტკიცებული. ეს არის ვაქცინები, რომლებიც კომპანიების, Pfizer-BioNTech, AstraZeneca, Moderna და Johnson & Johnson-ისმიერაა წარმოებული. ამჟამად განხილვის პროცესშია კიდევ სამი ვაქცინა, რომელთა შორისაცაა რუსულივაქცინა,  Sputnik V.

    ყველა სხვა ვაქცინის მსგავსად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმაც გაიარეს გამოცდისმკაცრი, მრავალეტაპიანიპროცესი მასშტაბური კვლევების ჩათვლით, რომლებშიც  ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ეს კვლევები ვაქცინების გვერდითი მოვლენების ან უსაფრთხოების სხვა პრობლემების გამოსავლენად ტარდება.

    სიმართლეა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა და დამტკიცება რეკორდულ ვადებში მოხდა, მაგრამ ამ პროცესში უსაფრთხოებასთანდაკავშირებულიყოველგვარიკომპრომისიგამოირიცხა. უფრო მეტიც, უპრეცედენტო საერთაშორისო თანამშრომლობამ და დიდი ოდენობით დაფინანსებამ ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევების ჩატარება რეალურ  პირობებში გახადა შესაძლებელი. ეს ყველაფერი, ჩვეულებრივ, გაცილებით მეტ დროს მოითხოვს — თუ  საერთოდ შეუძლებელი არაა.

    COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყების შემდეგაც ჯანმო განაგრძობს თანამშრომლობას ვაქცინის მწარმოებლებთან, თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან და სხვა პარტნიორებთან. ამ გზით უსაფრთხო ვაქცინაციასთან დაკავშირებული მთლიანი პროცესი მკაცრად კონტროლდება.

    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას — ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მედიკამენტს —გვერდითი მოვლენების გამოწვევა შეუძლია. ეს, ჩვეულებრივ, იმის ნიშანია, რომ ვაქცინა მუშაობს: ის იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს და ორგანიზმს დაავადებასთან საბრძოლველად ამზადებს. თუმცა ეს გვერდითი მოვლენები მოკლეხნიანია და, საშუალოდ, 24-48 საათი გრძელდება. ხოლო სერიოზული გვერდითი მოვლენები (მაგალითად, ალერგიული რეაქცია) უკიდურესად იშვიათად ვითარდება. ფაქტია, რომ COVID-19-ითდაავადებისრისკითავადვაქცინაციისრისკსმნიშვნელოვნადაღემატება.

    იმის გასაგებად, COVID-19-ის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინები არის ამჟამად გამოკვლევის და შეფასების პროცესში და რომლებს უკვე აქვთ ევროკავშირში გამოყენებისთვის საჭირო ავტორიზაცია, შეგიძლიათ ეწვიოთ ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდს. ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ დამატებით ინფორმაციას კი ჯანმოს საიტზე იხილავთ.

     

    1. 3.    როგორეხმარებიანვაქცინაციასევროკავშირიდაჯანმო?

     

    გასულ წელს ევროკავშირმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და ახალი სამკურნალო მეთოდების კვლევა-შემუშავებაზე 1 მილიარდევროზემეტიდახარჯა. ახალი-რნმტექნოლოგია, რომელმაც რამდენიმე ვაქცინის უსწრაფესად შექმნაში უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, სწორედ ევროპაში შემუშავდა. უფრო კონკრეტულად, ევროკავშირმა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შესაქმნელად მძლავრი ფინანსური მხარდაჭერა გაიღო (გასული ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ, BioNTech, სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად ევროკავშირისგან 9 მილიონ ევროზე მეტი მიიღო, ხოლო 2020 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა მას სესხის სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო).

    წინასწარი შესყიდვების ხელშეკრულებების საშუალებით, ევროკავშირმაკომპანიებს, BioNTech/Pfizer, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson, ვაქცინების 1.3 მილიარდიდოზაშეუკვეთა.ეს რიცხვი გაცილებით აღემატება ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელიც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის, ანუ 447 მილიონი ადამიანის ასაცრელადაა საჭირო. ევროკავშირის მიზანია, ამვაქცინებისნაწილითავისპარტნიორქვეყნებსგადასცეს, ამის პარალელურად კი საკუთარი საზღვრების შიგნით დააჩქაროს ვაქცინაციის პროცესი.

    ამავე დროს, ევროკავშირი პლატფორმის, COVAX, ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია. ეს არის მოწინავე გლობალურითანამშრომლობა, რომლის მიზანიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავების და წარმოების ხელშეწყობა და მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. COVAX-ს ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის ინიციატივა, ევროპის გუნდი (Team Europe), რომელიც ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და ევროპული საფინანსო ინსტიტუტების რესურსებს აერთიანებს. ევროპის გუნდმა COVAX-ს 2.2 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო, რომლიდანაც 1 მილიარდი ევრო ევროკავშირის ბიუჯეტიდან გაიცა. ამ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის დახმარებით ინიციატივა COVAX 2021 წლის ბოლომდე შეძლებს ვაქცინების 1.3 მილიარდი დოზის მიწოდებას 92 დაბალი და საშუალოშემოსავლიანი სახელმწიფოსთვის, რომელთა რიცხვშიც  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც შედის.

    პლატფორმამ, COVAX, 2021 წლის თებერვლიდან მაისამდე პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის განკუთვნილი ვაქცინების დოზები ამგვარად გადაანაწილა:

     

    • აზერბაიჯანი: AstraZeneca-ს 432,000 დოზა
    • მოლდოვა: AstraZeneca-ს 108,000 დოზა და Pfizer-BioNTech-ის 24,570 დოზა
    • საქართველო: AstraZeneca-ს 129,600 დოზა და Pfizer-BioNTech-ის 29,250 დოზა
    • სომხეთი: AstraZeneca-ს 124,800 დოზა
    • უკრაინა: AstraZeneca-ს 1,776,000 დოზა და Pfizer-BioNTech-ის 117,000 დოზა

     

    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია პლატფორმის, COVAX, საშუალებით უკვე მიეწოდა საქართველოს, აზერბაიჯანს, უკრაინას, სომხეთს და მოლდოვას. ამასთან, რუმინეთმა მოლდოვაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებითაც გაგზავნა ვაქცინები.

    თუმცა ვაქცინები ამ საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა და თავად ვაქცინაციის პროცესი არანაკლები მნიშვნელობისაა. 2021 წლის თებერვლიდან მოყოლებული ევროკავშირი და ჯანმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილებასა და ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვაში საერთო ძალებით ეხმარებიან. ევროკავშირისა და ჯანმოს ამ უპრეცედენტო მასშტაბის საერთო სამწლიანი ძალისხმევისთვის 40 მილიონი ევრო გამოიყო.

    ამ პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი და ჯანმო ვაქცინების ეფექტიანად მიღებისა და გადანაწილების უზრუნველსაყოფად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს   ეროვნულიინფრასტრუქტურებისმომზადებაშიეხმარებიან. ერთობლივი ძალისხმევა მოიცავს ვაქცინაციის სარგებლისა და რისკის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, ვაქცინის მიწოდების ჯაჭვის გამართვას, კამპანიის მსვლელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ მონაცემთა შეგროვებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართული ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა და მედპერსონალის ტრენინგს, ვაქცინაციების გრაფიკის შედგენას და ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას ვაქცინების ეფექტიანად მიწოდებისა და გამოყენებისათვის.

     

    1. 4.    უზრუნველყოფს COVID-19-ისსაწინააღმდეგოვაქცინაგრძელვადიანდაცვას? როდისდამთავრდებაესყველაფერი?

     

    რადგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მხოლოდ გასული წლის განმავლობაში შეიქმნა და დაინერგა, ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იცავს ისინი ორგანიზმს. ადრეულ ეტაპზე ჩატარებული კვლევების მონაცემები მიუთითებს, რომ იმუნიტეტი რამდენიმე თვე ნარჩუნდება, მაგრამ მისი სრული ხანგრძლივობა ჯერ უცნობია. ამის გასარკვევად უწყვეტი კვლევებია საჭირო.

    თუ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი ხანგრძლივი არ აღმოჩნდება, შესაძლოა, მის წინააღმდეგაც ისევე გახდეს ყოველწლიური ვაქცინაცია საჭირო, როგორც გრიპის შემთხვევაშია. 

    რაც შეეხება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების  პანდემიაზე გავლენის ხარისხს, ეს ისეთ სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, როგორიცაა ვაქცინების მიწოდების სისწრაფე, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა და დაავადების ახალი შტამების გაჩენის შესაძლებლობა.

    COVID-19-ის მიმართ კოლექტიურიიმუნიტეტის უსაფრთხოდ გამოსამუშავებლად საჭიროა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აიცრას. სწორედ ამ გზით შემცირდება ვირუსის მთლიან მოსახლეობაში გავრცელების დონე. ჯერჯერობით უცნობია, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ქვეყნის მოსახლეობის რა პროცენტს უნდა ჰქონდეს ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის გზით გამომუშავებული იმუნიტეტი. ეს მონაცემი სხვადასხვა ავადმყოფობის შემთხვევაში სხვადასხვაგვარია — მაგალითად, წითელას შემთხვევაში 95%-ია, ხოლო პოლიომიელიტის დროს — დაახლოებით 80%.

    ამ ეტაპისთვის ასევე უცნობია, თუ რამდენად შეამცირებს ვაქცინაცია ვირუსის იმ ადამიანებზე გადადების შანსებს, რომლებიც დაუცველნი შეიძლება იყვნენ.

    ამის გამო, სანამ ვაქცინაცია ფართოდ არ იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ უნდა განვაგრძოთსაზოგადოებრივიჯანდაცვისშემდეგიმოთხოვნებისდაცვა: სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბების ტარება და ხელების ხშირი ბანა. სწორედ ეს ზომები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ვირუსის გადადების ჯაჭვის გაწყვეტაში.

     

    1. 5.    ბევრჩემსმეგობარსდანათესავსპანდემიისგარშემოსხვადასხვაკონსპირაციულითეორიისსჯერადავაქცინას ეჭვისთვალითუყურებს. როგორშემიძლიამათიგადარწმუნება?

     

    ჩვენ ყველას გვყავს ნაცნობი, რომელიც ვაქცინაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება — ეს შეიძლება იყოს მეგობარი, საყვარელი ადამიანი, კოლეგა ან მეზობელი. ხშირად ამ შიშს საფუძვლად ვაქცინაციისსაწინააღმდეგოკონსპირაციულითეორიებისადმირწმენა უდევს. მსგავს დეზინფორმაციას შორისაა ცრუ, მაგრამ მუდმივად მოარული მითები იმის შესახებ, რომ კომპანია Microsoft ვაქცინებს ადამიანებში „მიკროჩიპების ჩასანერგად“ იყენებს ან რომ ვაქცინებს ჩვენი დნმ-ის შეცვლა შეუძლია.

    სამწუხაროდ, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შექმნა ნაყოფიერინიადაგიდეზინფორმაციის გასავრცელებლად, არამედ — მთელმსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში.

    არ აქვს მნიშვნელობა, ცრუ ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება მოსახლეობის დასაშინებლად თუ ადამიანები მას გულწრფელი შეშფოთების შედეგად უზიარებენ ერთმანეთს, ორივე შემთხვევაში ეს კონსპირაციული თეორიები ვაქცინებისადმი ადამიანების ეჭვებს კვებავს.

    ადამიანები გადაუმოწმებელ ინფორმაციას მედია საშუალებებისგანაც იღებენ და პირადი საუბრების დროს გავრცელებული ჭორებითაც. თუმცა ყველაზე ხშირად ამ ინფოდემიის გამომწვევი ონლაინ სოციალურიქსელებია. ყურადღების მიმპყრობი პოსტების წინ წამოწევით, სოციალური ქსელების ალგორითმები მცდარი ინფორმაციის სწრაფად და ფართო მასშტაბებზე გავრცელებას უწყობს ხელს.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გავრცელებული ერთ-ერთიყველზეპოპულარულიდეზინფორმაცია ისაა, რომ დასავლეთში შექმნილი ვაქცინები სახიფათოა.   ევროკავშირის დეზინფორმაციის საწინააღმდეგო  წამყვანი ინიციატივა, კამპანია EUvsDisinfo აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უწყვეტად იკვლევს და აანალიზებს ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას და მის ზეგავლენას საზოგადო აზრზე. მას ასევე ის მითები გამოაქვს სააშკარაოზე, რომლებიც რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ „ვაქცინათა ომს“ კვებავს.

    ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებთან სასაუბროდ ინიციატივამ, EuvsDisinfo, ექვსპუნქტიანისახელმძღვანელო შეადგინა. ეს გზამკვლევი იმ მეგობართან ან ნათესავთან ურთიერთობისას დაგეხმარებათ, რომელსაც ვაქცინაციის არ სჯერა. სახელმძღვანელო დაბეჯითებით გირჩევთ, შეინარჩუნოთსიმშვიდე, მოუსმინოთთანამოსაუბრეს, განეწყოთთანაგრძნობით, გამოიყენოთ სარწმუნოწყაროები, წაახალისოთ კრიტიკულიაზროვნება და გაიაზროთ, როდისარღირსსაუბრისგაგრძელება.

     

    1. 6.    ვაქცინაციისგარდა, კიდევრასახისმხარდაჭერაახელმისაწვდომი COVID-19-ისპანდემიისპერიოდში?

     

    ევროკავშირი პანდემიის პირველივე დღეებიდან აქტიურად იბრძვის COVID-19-ის წინააღმდეგ. დღეისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის უკვე 1 მილიარდევროზემეტიოდენობისთანხააგამოყოფილიგადაუდებელიდახმარებისთვის, ასევე ჯანდაცვისეროვნულისისტემებისმხარდასაჭერად და სოციალურ-ეკონომიკურირეაბილიტაციის მიზნით. 

    ინიციატიცის, სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის, ფარგლებში ევროკავშირი და ჯანმო ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ რეგიონისთვის ვაქცინების მიწოდებას და მხარს უჭერენ ეროვნულ ჯანდაცვისსექტორებს. ამ ინიციატივის დახმარებით ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანას სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით ამარაგებენ. ამჟამად პროექტის მეშვეობით უკვე გაიცა 11 მილიონ ერთეულზე მეტი ინდივიდუალური დაცვის საშუალება, 12,000 ლაბორატორიული კომპლექტი, 1,500-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, ჟანგბადის კონცენტრატორი და პულსოქსიმეტრი და ასევე 20,000-ზე მეტი PCR-ტესტის ნაკრები.

    ევროკავშირმა საზოგადოების ყველაზედაუცველიჯგუფების დასახმარებლად 11 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამის საშუალებით კი, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე დაახლოებით 60,000 ევროს ოდენობის გრანტები გაიცა. ეს თანხა ისეთ პროექტებს ხმარდება, როგორიცაა ადგილობრივ სკოლებში დისტანციური სწავლების ორგანიზება, უმუშევრად დარჩენილი ქალების დახმარება ან ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის საკვების მიწოდება. მეორე პროგრამა, COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობა და მდგრადობა,  სამოქალაქო საზოგადოებას მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვაში ეხმარება, ხოლო მედია საშუალებებს პანდემიის გარშემო გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უჭერს მხარს.

    ამ უკიდურესად რთულ პერიოდში ევროკავშირი  ბიზნესსაცგვერდშიუდგას. ის ინტენსიურად თანამშრომლობს საფინანსო ინსტიტუტებთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და გლობალურად, რათა მთელი რეგიონის მასშტაბით შეეწყოს ხელი  მცირე ბიზნესსა თუ თვითდასაქმებულებს. ამის მიღწევის გზად კრიზისის და მის შემდგომ პერიოდში სესხების გამარტივებულად, ადგილობრივ ვალუტაში გაცემა და გრანტების ხელმისაწვდომობაა დასახული. აღნიშნული მხარდაჭერა პროექტის, EU4Business initiative, საშუალებით ხორციელდება. იმის გასაგებად, პანდემიის დროს ბიზნესის მხარდაჭერის რა ზომებია საქართველოში ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ ინიციატივის, EU4Business, ვებგვერდს ეწვიოთ.

    ისეთმა ევროპულმა საფინანსო ინსტიტუტებმა, როგორებიც ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გადამწყვეტი როლი ითამაშეს კრედიტების გზით ბიზნესების მხარდაჭერის საკითხში. ამას გარდა, მათ ინვესტიციები ჩადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების, ეკონომიკური მდგრადობის, გაციფრულების, განახლებადი ენერგიის და მწვანე ტექნოლოგიების განვითარებაში. გაღებული თანხა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გადაუდებელდახმარებასდა ისეთ გრძელვადიან პროექტებს ხმარდება, რომლებიც პანდემიის შემდგომ პერიოდში მდგრადაღდგენას უზრუნველყოფს.

  • საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა 2020 წ. საქმიანობის ანგარიში წარადგინა

    საქართველოში  გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფმა მთავრობასთან შეთანხმებული 2016-2020 წლების ერთობლივი სტრატეგიის ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის” განხორციელების მიმართულებით   2020 წელს  მიღწეული შედეგები  შეაჯამა. ეს სტრატეგიული დოკუმენტი ასახავს გაეროს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას,  ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ გაეროს უწყვეტ მხარდაჭერას.

    „მომავალ წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 30-ე წლისთავი.  ამ ათწლეულების განმავლობაში გაეროს მხარდაჭერა და მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის და დღეს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაეროს ჩვენი მთავრობის სახელით.   ეს იყო გრძელი გზა, მზარდი თანამშრომლობით, რომლის მიზანი ისეთი სამყაროს შექმნაა, სადაც უკლებლივ ყველა ჩართულია განვითარების პროცესებში. ამ დროის განმავლობაში საქართველო უფრო აქტიურად ჩაერთო გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, ხშირად ასრულებდა წამყვან როლს სხვადასხვა მთავრობათაშორის მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებში, გაეროს სამივე ძირითადი მიმართულებით,” - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. - „ჩვენ მოუთმენლად ველით პარტნიორობის გაგრძელებას და კვლავაც მზად ვართ გაეროს სააგენტოთა ჯგუფთან თანამშრომლობისათვის. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებით ვაქციოთ სამყარო  ყველასთვის უკეთეს ადგილად “.

    ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა გაერო-საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობის ზოგიერთ მიმართულებას - მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების განმტკიცება და საქართველოში ადამიანების ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, კონფლიქტით დაზარალებული თემების მდგრადობის გაუმჯობესება. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს  გაწეული ძალისხმევისა და COVID-19-ის პანდემიაზე ეფექტურად რეაგირების მიზნით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის.

    გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში საბინე მახლმა ხაზგასმით აღნიშნა ერთობლივი პასუხისმგებლობა - არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების მთავარი დევიზია.  მან აღნიშნა, რომ გაეროს 17 სააგენტომ სტრატეგიული დოკუმენტის განსახორციელებლად 2020 წელს   57.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რაც მნიშვნელოვანი ფინანსური მობილიზაციაა.

    „2020 წელს გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა გააგრძელა მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბევრ სხვა პარტნიორთან სოციალურ- ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და დემოკრატიული ღირებულებების, სოციალური სამართლიანობის გაძლიერების, ხარისხიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი განათლების და ჯანდაცვის მიმართულებებით“, - აღნიშნა საბინე მახლიმ.

    მან აღნიშნა, რომ  COVID-19 -ის პანდემიის გამო გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა მიმართა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ეროვნული ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებისა და ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე პანდემიის შედეგების შერბილების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დახმარებას.

    ბატონმა ილია დარჩიაშვილმა და ქალბატონმა საბინე მახლიმ ხაზი გაუსვეს მათ მოლოდინს, რომ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა გასულ წელს ინტენსიური კონსულტაციების შედეგად,  ახალ სტიმულს მისცემს საქართველო-გაეროს თანამშრომლობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. 

    შეხვედრაზე მარინე ჩიტაშვილმა, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელმა, განიხილა გასულ წელს მიღწეული  შედეგები ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებაში:  დემოკრატიული მმართველობა; დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა; განათლება; ჯანდაცვა;  საზოგადოების უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება. 2020 წლის მთავარ მიღწევებს შორის მან აღნიშნა: ბავშვის უფლებათა კოდექსის, 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიისა და ახალგაზრდობის ეროვნული პოლიტიკა შემუშავება და მიღება; სკოლამდელი და დაწყებითი სწავლების გაუმჯობესების ხელშეწყობა; მთავრობის მიერ 2020-2025 წწ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა; პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის შემუშავება სოფლის მეურნეობის  დივერსიფიკაციისა და ფერმერული საქმიანობის პროფესიონალიზაციის გაუმჯობესების მიზნით; კონფლიქტით დაზარალებულ თემებში მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავება და წყალდიდობების და სხვა კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირების ხელშეწყობა 1.7 მილიონამდე ადამიანისთვის (მოსახლეობის 40%).

    შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფის მიერ,  საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    გაეროს სააგენტოთა ჯგუფის პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური