საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ უვიზო მიმოსვლისთვის - ლატვიის პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 მაისი 2015 16:30

ლატვიის პრემიერმინისტრი ლაიმდოტა სტრაიუმა აცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღონ.ლატვიის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობების რეფორმები შედეგიანი და წარმატებულია.„მე მწამს, რომ ჩვენი ღონისძიება დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ ევროკავშირის ურთიერთობები გამყარდეს, საქართველოსთან, სომხეთთან აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. დღევანდელი დისკურსის შედეგი მოგვცემს საშუალებას შემდეგ წლებში განვითარების სტიმული მივცეთ ამ სამიტს. დეკლარაცია, რომელიც სულ ახლახანს მივიღეთ ხაზს უსვამს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დღეს მინდა ხაზი გავუსვა საქართველოსა და უკრაინის წვლილს რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ ყველა მოთხოვნის შესასრულებლად რაც დადებით გადაწყვეტილებამდე მივა და დაიწყება უვიზო მიმოსვლა,“ - აცხადებს ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა. 

წაკითხულია 410 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური