საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 მაისი 2015 14:06

ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოწინავე ქვეყანას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას.
პრემიერი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკური პროცედურები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს, რომლის ეფექტურ განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა საქართველოს როლს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში.

წაკითხულია 221 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური