კულტურის საერთაშორისო ფესტივალი IBSU-ში

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 24 მაისი 2016 12:56

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში მე-3  კულტურის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. აღსანიშნავია, რომ IBSU-ში 20 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი სწავლობს.ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები საკუთარი ქვეყნის ტრადიციულ სამოსს, ღირსშესანიშნაობებს, ფოლკლორსა და კერძებს წარმოადგენენ.კულტურის ფესტივალს 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.

წაკითხულია 364 ჯერ

Related items

  • არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

    70-მდე გამართული ღონისძიება - საჯარო ლექციები, უცხოეთიდან მოწვეული  პროფესორების ვორქშოპები და ტრენინგები, ორი საერთაშორისო კონფერენცია, ახალი საერთაშორისო პერტნიორები, ელჩების ვიზიტები, დასაქმების ფორუმი, ზამთრის სკოლები, 30-ზე მეტი გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი ინგლისურენოვანი არქტიტექტურის პროგრამა  - ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შემოდგომის სემესტრში განახორციელა.

    ახალ 2018-2019 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყებს უნივერსიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას. ამ ეტაპზე, პროგრამა უნიკალურია, ვინაიდან აკრედიტებულ პროგრამებს შორის ერთადერთი ინგლისურენოვანია.

    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით.

    ”არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ, კურსდამთავრებული შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას არქიტექტურულ პროექტირებაში, ასევე, ექნება ცოდნა საერთაშორისო სამშენებლო ნორმების, შენობათა ტექნოლოგიების, არქიტექტურული ფიზიკის პრინციპების უახლესი კვლევითი მიღწევების, თანამედროვე კონსტრუქციების არქიტექტურული ელემენტების, არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებისა და პროექტირების ავტომატიზირებული სისტემების საფუძვლების ცოდნის შესახებ“ - განმარტავს პროგრამის კოორდინატორი გიორგი წანაწყენიშვილი. მისივე თქმით, უნივერსიტეტს გააჩნია სპეციალურად არქიტექტურის სპეციალობისათვის აღჭურვილი აუდიტორია – სტუდია და პროგრამისათვის საჭირო ყველანაირი ატრიბუტი.

    საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები იძლევა პროგრამის განვითარების პერსპექტივას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესს, ჩაერთონ მასში და მიიღონ პროფესიული საქმიანობის ორგანიზების გამოცდილება.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს თქმით, ახალი პროგრამა ახალ სიცოცხლეს შესძენს IBSU-ს და ეს პროცესი ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი წინსვლასა და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული:

    -’’აღნიშნულ პროგრამაზე მოთხოვნა იყო. ვინაიდან, დღეს საქართველოში არქიტექტურულ საპროექტო დოკუმენტაციას ინგლისურ ენაზე სულ უფროდაუფრო ხშირად არის საჭირო. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სამშენებლო ბიზნესში ბაზრის  დიდი წილი სწორედ  უცხოურ კომპანიებსა და უცხოურ ინვესტიციებს უჭირავს. შესაბამისად, საჭიროა სპეციალისტები, რომელთაც არქიტექტურული განათლება ინგლისურ ენაზე ექნებათ.“

    აღსანიშნავია, რომ პროგრამის მომზადებაში  ჩართულ  ლექტორ-მასწავლებლებს შორისაა რამდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორი რაც პროგრამის თანამედროვეობას და ინტერნაციონალიზმს განაპირობებს.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს სასწავლო გრანტს!

    დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაატარებს ოლიმპიადას. ოლიმპიადაში გამარჯვებულები, თუკი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოისურვებენ ჩაბარებას, სწავლის გადასახადის 100 % -იან, 75%-იან და 50 %-იან დაფინანსებას მიიღებენ.

    ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავს 3 საგანში ტესტირებას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

    სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, მარნეულისა და მიმდებარე რაიონების ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.

    ტესტებზე პასუხების გასაცემად 100 წუთი იქნებათ მოსწავლეებს და 75 კითხვისგან შედგება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებებიან Ipad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100 % -იანი, 75%-იანი და 50 %-იანი სასწავლო გრანტით.
    ოლიმფიადა ჩატარდება 2018 წლის 11 მარტს და დაიწყება 11 საათზე.  რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბუმულზე:

    https://abiturienti.ibsu.edu.ge/olympics/

  • IBSU-ს ბოულინგის ჩემპიონატი მედიისთვის

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ''IBSU-ს ბოულინგის ჩემპიონატი მედიისთვის 2016'' გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 10-ზე მეტი ქართული მედიასაშუალების წარმოამდგენელი იღებდა.
    ჩემპიონატის გამარჯვება და IBSU-ს თასი წილად ხვდა ტელეკომპანია რუსთავის 2-ს (721ქ.), მეორე ადგილი News Day Georgia-ს გუნდმა დაიკავა (547ქ.), ხოლო მესამე ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდს ერგო (508ქ.).

    აღნიშნული ჩემპიონატი ტრადიციული ხასიათისაა და მომავალშიც გაიმართება. 

  • აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია

    20 მაისს,10:00საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია''ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა და მეცნიერებებში'' გაიმართება.

    კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 19 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, 93 სამეცნიერო ნაშრომს 145 მომხსენებელი წარადგენს.

    ღონისძიების პარტნიორები არიან: ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, სახელმწიფო სერვისების განვითარებისსააგენტო და ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩინეთი).

    კონფერენციაზე მოწვეულნი არიან კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.

     

     

  • საქართველოში "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული" ჩატარდა

    "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული" გაიმართა საქართველოში 10-17 ნოემბერს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით გამართული კვირეულის გახსნა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" შედგა. გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
    „ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე და სტუდენტი ჩაგვერთო სამეცნიერი კვირეულში გვინდა, მეტი კომუნიკაცია გვქონდეს საზოგადოებასთან, რათა გაიგონ, თუ როგორ ვითარდება მეცნიერება და რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საქართველოში ამ მიმართულებით. მეცნიერების პოპულარიზაცია ნამდვილად საჭიროა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კვირეული ტრადიციული გახდეს“, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მედიაკლუბთან საუბრისას.
    კვირეულში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, მათ შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიც (IBSU). კვირეულის მთავარი მონაწილე კი გახლდათ ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“. ცერნი ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია და მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. გამოფენამ, რომელიც პირველად გაიმართა კავკასიის რეგიონში, საშუალება მისცა დამთვალიერებლებს წარმოდგენა შექნოდათ ამ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე. აღსანიშნავია, რომ ცერნთანთან მჭიდროდ თანამშორმლობს ქართული უნივერსიტეტები, ცერნის პროექტებში ჩართულნი არიან ქართველი პროფესორები და სტუდენტები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური