იუსტიციის საბჭო არასამთავრობოების რეკომენდაციებს ისმენს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 17:18

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში სხდომა მიმდინაროებს. 

მთავარი განსახილველი საკითხია არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები. მას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წარადგენს. საუბარია სულ 10 რეკომენდაციაზე.

წაკითხულია 331 ჯერ

Related items

  • ნინო გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს დადებითად აფასებს

    უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გიორგი მიქაუტაძეს შეუძლია იყოს ღირსეული თავმჯდომარე - შევისწავლე გიორგი მიქაუტაძის ბიოგრაფია, შევისწავლე მის მიმართ არსებული პრეტენზიები და ნამდვილად მივხვდი, რომ მას შეუძლია იყოს საქალაქო სასამართლოს ღირსეული თავმჯდომარე, აცხადებს გვენეტაძე, მისივე თქმით, მიქაუტაძის მიმართ მთელ სასამართლოს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე დაინიშნა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ყავს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია. 

    მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა ერთი წევრი - ვახტანგ მჭედლიშვილი. ვახტანგ მჭედლიშვილი არის პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მანვე დაასახელა გიორგი ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ,თუმცა გიორგი ებანოიძეს კენჭი არ უყარეს, რადგან კენჭის ყრის პროცედურა უკვე ჩატარებული იყო საჭიროდ აღარ ჩათვალეს ახალი კენჭის ყრა.

  • საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის პროცესის შეჩერების მოთხოვნით,იუსტიციის საბჭოსთან აქცია იმართება

    საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის პროცესის შეჩერების მოთხოვნით,იუსტიციის საბჭოსთან არასამთავრობოები საპროტესტო აქციას მართავენ . ისინი აცხადებენ, რომ ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რომ სასამართლო წესით დაიცვას უფლებები.

    „ახვლედიანის გათავისუფლება იყო უკანონო და ეს დავა სასამართლოში გადაგვაქვს. გვინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობა იყოს თავისუფალი, რადგან როდესაც ახვლედიანს აღვადგენთ, ამ თანამდებობაზე დაინიშნოს,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მამუკა ახვლედიანის შემცვლელი დღეს უნდა აირჩიონ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატად ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეა წარდგენილი.

  • „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად კანონიერი“ - ლევან მურუსიძე

    მამუკა ახვლედიანის განცხადებას, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობაა, ლევან მურუსიძე უსაფუძვლოს უწოდებს. იგი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედება იყო კანონიერი და რომ ახვლედიანის გადაყენება არ ყოფილა ფორსირებული პროცესი. მისი თქმით, საბჭოში ამ საკითხის განხილვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და იყო იმის მცდელობაც, რომ ახვლედიანი მისულიყო საბჭოს სხდომაზე. მურუსიძის აზრით, არსებულ სიტუაციაში საუკეთესო ნაბიჯი იქნება, თუკი მამუკა ახვლედიანი სასამართლოში სარჩელს შეიტანს და ეს საკითხი ამ გზით გაირკვევა.

    როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს არაეფექტურად განხორციელებულ მენეჯმენტში სდებს ბრალს.

    „მოსამართლეები ამბობენ, რომ თვეების განმავლობაში არ უნახავთ თავმჯდომარე. ის ან მივლინებაში იყო, ან სამსახურში არ იმყოფებოდა. ეჭვს იწვევდა ის ცვლილებებიც, რომლებიც მამუკა ახვლედიანმა განახორციელა საბჭოს ნების საწინააღმდეგოდ. მან მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იყო საბჭოს კომპეტენციაში“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იმასაც აღნიშნავს, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საბჭოს მისამართით ისმოდა ლანძღვა-გინება. ეს ყველაფერი კი ეჭვს ბადებს.

    მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს არსებული კანონის მიხედვით, ხოლო კანონის მიღება არის პარლამენტის კომპეტენცია. მისივე თქმით, თუ პარლამენტი მიიღებს ახალ კანონს, საბჭოც იმის მიხედვით იმოქმედებს.

    „საბჭოსთვის იმის გადაბრალება, რომ პარლამენტს არ აქვს სრულყოფილი კანონი მიღებული, არის აბსურდი“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

  • „იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა თავმჯდომარე ერთიანი სტანდარტით უნდა შეაფასოს“ - ანა ნაცვლიშვილი

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ახვლედიანს საქმეების არასწორ განაწილებას ედავებიან. მისი თქმით, საქმის განაწილების წესი დღეს კანონმდებლობით არის დადგენილი, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი - ნებისმიერი სასამართლოს თავმჯდომარეს თავისი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შეუძლია ნებისმიერი საქმე დააწეროს იმ სასამართლოში მოღვაწე რომელიმე მოსამართლეს.

    „ეს უზარმაზარი უფლებამოსილება, რომელიც თავმჯდომარეს აქვს მინიჭებული, თავისთავად არის პრობლემა, მაგრამ მამუკა ახვლედიანი არ არის ერთადერთი, ვისაც ეს უფლებამოსილება ჰქონდა. სხვა არცერთი თავმჯდომარის მიმართ საბჭოს ეს საკითხი არ შეუსწავლია“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

    საიას თავმჯდომარე განმარტავს, რომ თუ საბჭო თანმიმდევრულია თავის მიდგომებში, მან ყველა თავმჯდომარე ერთიანი სტანდარტით უნდა შეაფასოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური