პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 14:35

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. 
როგორც ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის მოვლენაა რომ ასეთი დონის მეცნიერები არიან დღეს საქართველოში და შესაძლებელია მათი ლექციების მოსმენა. 
„არ ვართ საუბედუროდ მდიდარი საერთაშორისო მეცნიერების დონით. სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ ტრადიციები დავიბრუნოთ, ჩვენი მეცნიერება იყოს უფრო ფართო მასშტაბით წარმოდგენილი მსოფლიოში, სწორედ ამისათვის დღეს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს სამეცნიერო ცენტრის მშენებლობას, რომელიც იმედია დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი მეცნიერების განვითარებას. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემს ქვეყანას, რომ მოახერხოს უახლოეს წლებში მოხდეს განვითარებული ქვეყნების რიგში. მოგეხსენებათ, მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას, მხოლოდ იმ სახელმწიფოს შეუძლია იყოს პროგრესის ფერხულში, ვისაც აქვს მეცნიერება, ვინც დიდ ყურადღებას უთმობს განათლებას. ჩვენ რთული პერიოდები გვქონდა, უფრო ხშირად ჩვენ აშენებულზე ვამბობდით უარს, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამ დროს განსაკუთრებით დაზარალდა მეცნიერება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ და გამოვიდეთ მოჯადოებული წრიდან, რომ ჩავდგეთ წარმატებული ქვეყნების რიგში“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

წაკითხულია 560 ჯერ

Related items

  • ბიძინა ივანიშვილი - გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ, ეს ჩემს თავზე გამოვცადე

    გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ, ეს ჩემს თავზე გამოვცადე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ვნახავთ, რომ 8 წლის თავზე ემიგრანტები საქართველოში დაბრუნებას დაიწყებენ.
    ”ოთხი წლის განმავლობაში დაიწყება შემობრუნება. ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ ძალიან სწრაფად და საზღვარგარეთ გადახვეწილი ჩვენი მოქალაქეები დაბრუნებიან და აქ იშოვიან სამუშაოს, საკუთარ სარჩენსა და საკუთარ საწნახელს მიხედავენ. გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ, ეს ჩემს თავზე გამოვცადე. საწნახელი ტყუილად არ ვახსენე, ნავთან არის შედარებული. ჩვენ ასეთი კულტურა გვაქვს”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

  • ივანიშვილი: ახლო მომავალში მშპ-ის ორნიშნა ციფრით ზრდა სავსებით შესაძლებელია

    ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას, ბიძინა ივანიშვილმა ლარის დევალვაციისა და ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, კითხვები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ არსებობდა, თუმცა დევალვაცია ზოგადი რეგიონული პრობლემებით იყო განპირობებული. ივანიშვილის განცხადებით, ახლო მომავალში მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ციფრით ზრდა სავსებით შესაძლებელია.

  • "თქვენდა სამწუხაროდ, გაიხარა"

    ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ასწლოვანმა ტიტას ხემ გაიხარა. ექსპრემიერს ტიტასთან დაკავშირებით შეკითხვა „ტაბულას“ ჟურნალისტმა დაუსვა- „კარგად არის, რა თქმა უნდა. თქვენდა სამწუხაროდ, გაიხარა. მახსოვს, როგორ იყავით დასაფრებული. რა თქმა უნდა, გაიხარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

  • ივანიშვილის ინტერვიუ

    წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ ერთობლივად კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს მიუძღვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რადიო „თავისუფლების“ გადაცემა „ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

    ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მომავალ არჩევნებში ამომრჩეველმა პარტია „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილმა პარტიისა და კოალიციის მიერ 4 წლის საქმიანობა გაიხსენა და განმარტა, რომ საჭიროა გავიხსენოთ თუ როგორი ქვეყანა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ და როგორ ეტაპზე არის დღეს ქვეყანა სხვადასხვა სფეროში.

    „ვიხსენებ წარსულს და აწმყოს. როგორი დაგვხვდა ”ნაციონალური მოძრაობის” შედეგად „აშენებული“ ქვეყანა და რა მოვახერხეთ 4 წლის განმავლობაში. ამაში მონაწილეობას ღებულობდნენ ”ქართული ოცნების” წევრები. სწორედ ამ გუნდმა მოახერხა და საოცრება მოახდინა. თუ ვინმეს ანალიზის უნარი გააჩნია და საქართველოში უცხოვრია, ის რეალობა როგორი იყო საქართველო 2012 წლამდე და როგორია დღეს, მარტივად მიხვდება. კოალიციაში სწორედ გადამწყვეტი ფუნქცია შეასრულა „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“. კოალიციის წევრებსაც და პარტიის წევრებსაც თავისი როლი ჰქონდათ, ვის რამდენი და რა როლი ჰქონდა კარგად გამოჩნდება არჩევნებში. ეს მიღწევები ერთობლივად კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი მიუძღვის პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“. ყველა მიმართულებით , პირველი ადამიანის უფლებები, სად იყო და სად მოვედით, დღეს ადამიანის უფლებებით საქართველო ევროპის განვითარებულ სახელმ
  • ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ მედიაზე

    ”თქვენ არ ხართ ”ნაციონალების” წევრი? მერე რა, რომ ჟურნალისტი ხართ”, - მიმართა ივანიშვილმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.მთელი მედია თავისუფალია, გარდა ”რუსთავი 2”-ის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. 
    მისი თქმით, ამ რიცხვშია ”ტაბულაც”, თუმცა ის იმდენად პატარაა, რომ ყურადღების გადატანა არ ღირს.
    ”ყველა ტელევიზია თავისუფალია გარდა რუსთავი 2-ის, თქვენ ხართ ”ნაციონალების” ტელევიზია. ღმერთმა მოგახმაროთ. ასეც უნდა იყოს”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური