ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 20 მაისი 2016 11:01

ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე ჩემპიონია. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, იტალიის ქალაქ კასალე მონფერატოში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, ბე-კატეგორიაში ხმლით მონაწილეთა შორის მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ირმამ ჯგუფში, ყველა მეტოქე - პოლონელი პაცეკი, რუსი საპოჟნიკოვა, ბერძენი ლოუფაკი, უკრაინელი ესენინა, იტალიელი ვოცენტი და ბელორუსი კასტიუკოვა დაამარცხა. მეოთხედფინალში კვლავ იტალიელ ვოცენტს აჯობა, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ რუსს ირინა მიშუროვას მოუგო და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში, ქართველ ეტლით მოფარიკავეს, ბელორუსი კასტიუკოვა დაუპირისპირდა, რომელსაც ჯგუფში ირმამ 5-0 მოუგო. ამჯერად შეხვედრა, ბელორუსის უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით 15-9 დასრულდა.

წაკითხულია 600 ჯერ

Related items

  • FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს

    ქართული ფარიკაობის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარება. FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს.
    28 წლის თათია აფციაური, ხმლით ფარიკაობაში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 2013 წლიდან FIE-ს არბიტრი, პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეხვედრებს იმსაჯებს.
    იაპონიის დედაქლაქი პარალიმპიურ თამაშებს, 2020 წლის 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, ეტლით ფარიკაობა 26-30 აგვისტოს ტოკიოს მაკუჰარი მესსეს საგამოფენო ცენტრში ჩატარდება.

    საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

  • ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონია

    რომში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პარამოფარიკავეთა შორის, ოქროს მედლის მფლობელი, ირმა ხეცურიანი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფურ ეტაპზე, ბერძენი, იტალიელი, ფრანგი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა.

    ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, ირმას მოწინააღმდეგე პოლონელი პაჩეკი გახლდათ, რომელსაც 15-6 მოუგო. ნახევარფინალში, ხეცურიანმა კიდევ ერთ პოლონელს, ინა ჰარეზას 15-10 აჯობა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი, ანალოგიური ანგარიშით ტაილანდელი მეტოქე დაამარცხა და ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

    დღეს, მედლები რაპირით ასპარეზობაში გათამაშდება, სადაც „ბ“ კატეგორიაში, ხეცურიანიც გამოვა. „ა“ კატეგორიაში კი მედლისთვის, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ნინა თიბილაშვილი იბრძოლებს.

  • კაიაკი და კანოე: ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

    ზაზა ნადირაძე პირველი ქართველი ნიჩბოსანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიგო! 23 წლის სპორტსმენმა ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში, ერთადგილიანი კანოეთი მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლით დაიმშვენა მკერდი!

    მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბელარუსმა არტიომ კოზირმა მოიპოვა. მან 200-მეტრიანი დისტანცია 38,161 წამში დაფარა. ზაზა გამარჯვებულს მცირედით ჩამორჩა - 38,439 წამი, მესამე ადგილი კი ირანელმა ადელ მოჯალალიმოჩადამიმ მოიგო - 38,605წმ.

    პირველ დიდ წარმატებას მცხეთელმა სპორტსმენმა 2014 წელს მიაღწია: გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა, იმავე წელს, უნგრეთში, 23-წლამდელთა ევროპირველობაზე კი მესამე ადგილი დაიკავა. მისი ეს ბრინჯაოს მედალი ქართველი ნიჩბოსნებისთვის პირველი ჯილდო გახლდათ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში... 2016 წელს ზაზამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იზეიმა: კიდევ ერთხელ მოიგო ბრინჯაო 23-წლამდელთა ევროპირველობაზე, წლეულს, ევროპის ჩემპიონატზე კი კვლავ მესამე იყო...

    მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კიდევ ორმა სპორტსმენმა იასპარეზა. მარიამ ქერდიკაშვილმა და ნატო ჩხუტიაშვილმა ორადგილიანი კანოეთი 500 მეტრზე დისკვალიფიკაცია მიიღეს, ქერდიკაშვილმა კი ერთადგილიანით 200 მეტრზე საკვალიფიკაციო მე-7 ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში გადასულმა ისევ მე-7 ადგილი დაიკავა.

  • ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის გამარჯვებულია

    საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრი, ირმა ხეცურიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის გამარჯვებული გახდა.
    ხეცურიანმა მსოფლიო თასის ფინალში, ტაილანდელი პარასპორტსმენი 15:8-ით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
    ვულოცავთ ირმას ამ გამარჯვებას.

  • ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

    ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში, 23-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.

    ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში საწყის ეტაპზე 5 შეხვედრიდან 4-ის მოგება შეძლო, პლეი-ოფში პოლონელი და თურქი სპორტსმენები 15:11 და 15:12 დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ პარამოფარიკავეს 15:12 აჯობა. აღსანიშნავია, რომ 23-წლამდელთა შორის ნინა თიბილაშვილმა კიდევ ერთ სახეობაში - დაშნაშიც იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური