ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში აგროსასურსათო სექტორის განვითარებას დააფინანსებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 მაისი 2015 13:30

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცეპრეზიდენტმა, ვილჰელმ მოლტერერმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განზრახულებათა შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოში მეღვინეობის, მებაღეობისა და მებოსტნეობის განვითარების მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს. 

ეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს აგროსასურსათო სექტორში დაფინანსებული პირველი პროექტია.

აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება საქართველოს ეკონომიკის მნიშნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების მოქმედების ფარგლებში მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. 

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, DCFTA ამოქმედება, აგრარული სექტორის მხარდაჭერა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის მთლიანი მოცულობის მეოთხედი სწორედ ევროკავშირზე მოდის. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეჟიმი 2014 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.

წაკითხულია 337 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური