რუსთაველის გამზირი და ბარათშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 მაისი 2016 13:49

რუსთაველის გამზირი და ბარათშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. აღნიშნულ ადგილზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი და რამდენიმე ათასი მორწმუნე მონაწილეობს.  აქციის მონაწილეეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან. 
აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი მორწმუნეებს, მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და სადღესასწაულო პარასკლისს გადაიხდის. 
შეგახსენებთ, საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღედ დააწესა. 

წაკითხულია 762 ჯერ

Related items

  • "ეს არ არის გრეჩიხას კარვები ეს არის შვილმოკლული მამების სამართლიანი მოთხოვნა" - ნიკა მელია

    დაძაბული ვითარებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამართალდამცველებმა კარვები გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები.

    "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს გავიდნენ რუსთაველზე.

    „მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელზეც აპელირებენ დილიდან მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატები გამოდით ხალხო თქვენ გამოდით შვილმოკლული მამები არიან და მერე არ თქვათ, რომ აქ ზალიკო უდუმაშვილი იყო და ნიკა მელია, ვიქნები მაგრამ თქვენ სად ხართ?

    გაიღვიძეთ, ადექით საწოლებიდან და გამოდით და მოეშვით სისულელეების ლაპარაკს, რომ თითქოს ეს მართულ იარის.

    ეს არ არის გრეჩიხას კარვები ეს არის შვილმოკლული მამების სამართლიანი მოთხოვნა, რომ შვილის მკვლელები დამისაჯეთ, რას პასუხობენ ცინიზმს, პროპაგანადას, ზონდერების მოგზავნას. ყველა ის ადამიანი მოიტაცეს, ვინც ბატონ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს გვერდით ედგა,“- აცხადებ ნიკა მელია.

  • რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს

    რუსთაველზე, პარლამენტის წინ , სადაც აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, აქციის მონაწილეები დააკავეს.

    როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები კარავში მომხდარი ინციდენტის გამო აიყვანეს. 

    საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე დაკავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი პირი. 

    თავად აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მათ შორის დაპირისპირება არ მომხდარა. მათივე თქმით, პოლიცია კარავში შევიდა, იქიდან 5 პირი გამოიყვანა და სწორედ ამის გამო დაიწყო დაპირისპირება.

  • თამარ ჩუგოშვილი - გუშინ რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, იყო ცირკი

    გუშინ რაც რუსთაველზე ხდებოდა იყო ცირკი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. დეპუტატი არასერიოზულად მიიჩნევს კითხვას იმის შესახებ, უნდა შეხვდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ზაზა სარალიძესთან ერთად აქციაზე მდგომ პოლიტიკოსებსაც.

    "როდესაც პარტიები ამბობენ, მოვდივართ პრემიერთან, რომ მოველაპარაკოთ მისი გადადგომის პირობებზეო, ეს უკვე ყველაფრის მიღმა არის. ასეთ დროს თუ გგონიათ, რომ პრემიერი უნდა ადგეს და ამ ადამიანებს სერიოზულად დაელაპარაკოს, ვერ დაელაპარაკება, იმიტომ რომ, მაშინ იმ ხალხის მხრიდანაც სერიოზული დამოკიდებულება უნდა იყოს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

    პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ზოგადად რაც ბოლო დღეებში ქალაქში მიმდინარეობდა, არ იყო კარგი საყურებელი, მათ შორის, რაც ვაკის პარკში ხდებოდა.
    "ადამიანური ტრაგედიის მიმართ ყველანი სოლიდარულები ვართ. დანარჩენი, რა ფორმებიც მიიღო ქალაქში საპროტესტო აქციებმა, მე მგონი, არავის მოგვწონს. მე არ ვამბობ პირველ დღეს გამართულ აქციაზე, არამედ გუშინ რაც ხდებოდა ქალაქში, მათ შორის, სახალხო დამცველის შეურაცხყოფა სრულიად მიუღებელია და მიხარია, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრათ შესაბამის პირებს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

  • მზადება ღვთისმშობლის ხატით მსვლელობისთვის

    ამ წუთებში ვარდების მოედანზე მოქალაქეებთან ერთად სასულიერო პირები იკრიბებიან. აქ შეკრებილი საზოგადოება  ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობისთვის ემზადება. 
    მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირს გაივლიან და ხატს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. 
     მსვლელობას შეუერთდება ასევე ”დემოგრაფიული განვითარების ფონდის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძე.

    ვარდების მოედანზე საპატრულო პოლიციაა  მობილიზებული. 

  • 17 მაისი - რუსთაველზე სასულიერო პირები და მრევლი მსვლელობას გეგმავს

    ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნავად, მსვლელოებას გეგმავენ დღეს რუსთაველზე სასულიერო პირები და მრევლი. ეს დღე პატრიარქმა ორი წლის წინ დააწესა.ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ლგბტჯგუფების მიერ მსვლელობა იგეგმებოდა, თუმცა მათ შეკრება გადადეს და მიზეზად ის ფაქტი დაასახელეს, რომ ხელისუფლებისგან უსაფრთხოდ შეკრების გარანტია ვერ მიიღეს.შეგახსენებთ, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ათი ლგბტ აქტივისტი დააკავეს განთენიისას სამართალდამცველებმა. ისინი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საღებავით წარწერებს საპატარიარქოს ღობის კედელზე აკეთებდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური