თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 16 მაისი 2016 13:29

პეკინში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გაიმართა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისმოლაპარაკებების მე-2 რაუნდი.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შეხვედრისას მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორივე მხარე მზად არის, მოლაპარაკებები  2016 წლის ბოლომდე დაასრულოს.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეებს შორის მოხდა შეთავაზებების გაცვლა საქონლითვაჭრობის და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილში. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეულისაბაჟო პროცედურების, წარმოშობის წესების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კონკურენციის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილებში.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციულ ერთეულის ჰონგ-კონგის წარმომადგენლები. ჰონგ-კონგის მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მიუერთდეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაკიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ  საქართველოს დამატებით გაეხსნება 1.4 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი,რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართება თბილისში, მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მესამე რაუნდზე კიდევ უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად მხარეები შეთანხმდნენ, რომ რაუნდებს შორის თემატური შეხვედრები ჩატარდება. 

წაკითხულია 796 ჯერ

Related items

  • ს. ზურაბიშვილი - საქართველომ დემოკრატიის ტესტები ჩააბარა და ახლა უმთავრესი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სამსახური იუწყება.

    საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ.

    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბაარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა.

    ,,როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული.

    სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები.

    იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები. და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაღალ დონეზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაღალ დონეზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.
    ჩინეთის საერთაშორისო რადიოს ცნობით, ჰავაის კუნძულზე ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს ცენტრალური კომიტეტის წევრ, საგარეო საქმეთა ცენტრალური კომიტეტის კანცლარიის ხელმძღვანელ იან ცზეჩისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შორის.
    მხარეებმა ღრმა მოსაზრება გაცვალეს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე, ასევე იმსჯელეს საერთაშორისო და რეგიონალური საკითხებზე. ორივე მხარემ სრულად განმარტა საკუთარი პოზიციები და დიალოგს კონსტრუქციული უწოდა.
    მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა მიერ მიღწეული შეთანხმებების ცხოვრებაში გასატარებლად, ასევე გააგრძელებენ ურთიერთკონტაქტებს მაღალ დონეზე და შეინარჩუნებენ ურთიერთთანამშრომლობის არსებულ დონეს.

  • „ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით“- აცხადებს ჩინეთის ელჩი

    „ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით", - აცხადებს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ლი იენი.

    დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წელი შესრულდა. ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველესი აბრეშუმის გზა ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრული კავშირის მოწმეა. ჩინეთი მე-12 საუკუნის ცნობილი ქართველი პოეტის შედევრში - „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები. 1992 წლის 9 ივნისს, ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა თბილისში „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეს“ ხელი მოაწერეს. ამ მომენტიდან ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. 28 წლის მანძილზე, ორი ქვეყნის მთავრობების ყურადღებიანი ხელმძღვანელობისა და ორი ერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად განვითარდა, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო.

    ჩინეთი და საქართველო მუდამ თანასწორუფლებიანი და ერთმანეთის მიმართ ნდობით გამსჭვალული, მეგობარი სახელმწიფოები იყვნენ. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ კი, მუდამ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ ერთმანეთის მიერ არჩეულ საზოგადოებრივ წყობილებასა და განვითარების გზას, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპზე დაყრდნობით ვავითარებთ საერთაშორისო თანამშრომლობას, ერთად ვქმნით დიდ და პატარა სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანი მოპყრობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ბრწყინვალე მაგალითს.

    ჩინეთი და საქართველო კარგი პარტნიორები არიან, რასაც სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს. ჩვენი ქვეყნები ენერგიულად თანამშრომლობენ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობაში. ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ელექტროენერგიის, ინდუსტრიული ზონების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების მშენებლობაში. მათ საქართველოში არა ერთი მაღალხარისხოვანი პროექტი განახორციელეს რკინიგზის, საავტოობილო გზების, გვირაბების, ხიდების მშენებელობის მიმართულებით და დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები შექმნეს. ჩინეთი მზად არის საქართველოს საჭიროებებს უპასუხოს. განხორციელდა უსასყიდლო დახმარების პროექტები, მაგალითად საბაჟო კონტროლის დანადგარების, ბოსტნეულის სათბურების, ფაროსანას საწინააღმდეგო აღჭურვილობის და სხვა პროექტები. ქართული მხარის ორგანიზებით სამჯერ წარმატებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი, სადაც მთელი მსოფლიოს მოაზროვნეებმა მოიყარეს თავი და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის განვითარებისთვის რჩევები და გეგმები შეიმუშავეს. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ამ სახის პირველი შეთანხმებაა ჩინეთსა და ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყანას შორის. მან ორმხრივი ვაჭრობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თუ სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარი იყო, ამ მაჩვენებელმა დღეს უკვე 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინელი მომხმარებელი სულ უფრო მეტ ხარისხიან ქართულ ნაწარმს ეცნობა და იძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს ეპიდემიის გამო საქართველოს საგარეო ვაჭრობის კლების ფონზე, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა პირველი ოთხი თვის მონაცემებით 8.9%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა.

    ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ. ჩინეთი და საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ბრწყინვალე ცივილიზაციის მქონე უძველესი ქვეყნებია. ჩვენს ხალხებს ერთმანეთის ცივილიზაციისა და ისტორიის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. ლიტერატურული და სამხატვრო დასები ხშირად ახორციელებენ ურთიერთვიზიტებს. თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის, კინოსა და ტელევიზიის, ახალი ამბების, გამომცემლობის და სხვა სფეროებში უწყვეტად ღრმავდება. ჩინეთის მიერ დაარსებული ორი კონფუცის ინსტიტუტი საქართველოში ჩინური ენის ბრწყინვალე სპეციალისტებს ამზადებს. ყოველწლიურად ათობით ქართველ სტუდენტს ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებისა და ჩინეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა. საქართველოს მთავრობა ჩინური ენის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შეტანას აპირებს, რაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. „ღვთის მიერ ნაბოძები მიწა“, „ღვინის სამშობლო“ - ეს მეტსახელები უფრო და უფრო მეტ ჩინელ ტურისტს იზიდავს. 2019 წელს საქართველოში თითქმის 50 ათასმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც წინა წელთან შედარებით 50.9%-ით მეტია.

    წელს, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო უკეთ წარმოჩინდა და გაიზარდა. ჩინეთმა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და თანაგრძნობა მოიპოვა. საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, ჩინეთმა საქართველოსთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა აქტიურად დაიწყო, ეპიდემიის პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის გამოცდილება ქართულ მხარეს უანგაროდ გაუზიარა; ქართული მხარისთვის ექსპერტთა ვიდეო კონფერენცია სამჯერ მოაწყო; ნიღბები, რეაქტივების ნაკრებები, ხელთათმანები, დამცავი სამოსი და სხვა აუცილებელი სამედიცინო ნივთები საჩუქრად გადასცა. საქართველოში ჩინეთის მოქალაქის მხრიდან ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩინეთის მოქალაქეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოში ეპიდემიის წარმატებულ პრევენციასა და კონტროლში. ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის საქმიანი თანამშრომლობის ხელშეწყობით ვცდილობთ ეპიდემიით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ჩინურ კომპანიებს, რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში არიან ჩართულნი, გაძლიერებული დამცავი ღონისძიებების პირობებშიც კი, ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, ისინი რეალური მოქმედებებით ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. ჩვენ გვაქვს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ მხარდამხარ ბრძოლაში შედუღებული ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა, ეპიდემიის დასრულების შემდეგ უფრო დიდი ძალით გამოთავისუფლდება და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ნაყოფიერ შედეგს მოიტანს.

    „ორ ნაპირს შორის წყალუხვი სივრცე გაშლილა, აფრების ასაშვებად სწორედაც, რომ საუკეთესო დროა“. გასული წლის მაისში, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი და საქართველო ყოველმხრივ ღია სავაჭრო პარტნიორები, თანასწორუფლებიანი და ურთიერთსარგებლიანი საინვესტიციო პარტნიორები და ურთიერთდაკავშირებული სატრანსპორტო პარტნიორები უნდა იყვნენ, რასაც საქართველოს მეთაურებმა მხარი დაუჭირეს. ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად სისრულეში მოიყვანოს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება და თანასწორუფლებიანობის, ურთიერთსარგებლობისა და თანამშრომლობის საფუძველზე გააგრძელოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება; მზადაა მტკიცედ გამოიყენოს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" პროექტის ისტორიული შესაძლებლობები და „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპზე დაყრდნობით უფრო მეტად განამტკიცოს პოლიტიკური ურთიერთნდობა, სრულად გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბოლომდე აითვისოს საქმიანი თანამშრომლობის პოტენციალი, გააფართოვოს თანამშრომლობის წყაროები, გააღრმავოს კულტურული ურთიერთობები, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა, ყველაფერი იღონოს ორი ქვეყნის ხალხებისათვის უფრო მეტი კეთილდღეობისა და ჩინურ-ქართულ ურთიერთობებში უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

  • ქართველი სინოლოგი, რომელიც ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს ჩინურ ენაზე კითხულობს

    თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველი სინოლოგი მარინე ჯიბლაძე, რომელიც ასევე არის პეკინის ენების უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ჩინურ ენაზე უკითხავს ლექციებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის პეკინის ენების უნივერსიტეტში, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტში.

    ამჯერად კი, იგი მიიწვიეს სამაგისტრო ონლაინ ლექციის წასაკითხად პეკინის  მასობრივი მედიისა და კომუნიკაციის უნივერსიტეტში, რომლის კურსდამთავრებულები არიან ჩინეთის ცნობილი ჟურნალისტები, მათ შორის, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის ახალი ამბების წამყვანებიც. ლექციის თემა იყო „ჩინური ენის სწავლება და ჩინური ენის პედაგოგი“, სადაც შეეხო ჩინური ენის ფონეტიკის, გრამატიკის, ლექსიკისა და იეროგლიფიკის სწავლების სპეციფიკას, ასევე ისაუბრა სწავლების მიდგომებზე, მუდმივ კვლევებსა და ახალ აღმოჩენებზე.

    ჩინეთში არაერთხელ აღინიშნა, რომ ქალბატონი მარინე საუბრობს სალიტერატურო ჩინურ ენაზე ყოველგვარი აქცენტის გარეშე, ყველა ტონის ზედმიწევნით დაცვით, რაც ჩინეთის წამყვან გაზეთ „China Daily”-შიც კი აღნიშნეს „Georgian Sinologist Marine Jibladze, who speaks Mandarin like a native Chinese TV news anchor...“ (ქართ. ქართველი სინოლოგი, მარინე ჯიბლაძე, რომელიც ჩინურ ენაზე  საუბრობს როგორც სატელევიზიო ახალი ამბების ჩინელი წამყვანი). მარინე ჯიბლაძე ასევე  მრავალჯერ მიიწვიეს ჩინეთში საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის ფინალური ტურის ჟიურის წევრად ჩინეთის ცნობილ პროფესორებთან, მსახიობებთან და წამყვანებთან ერთად. 

    მარინე ჯიბლაძემ სადოქტორო ხარისხი დაიცვა ჩინეთში ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩინური ენის სპეციალობით, რა დროსაც მან გამოაქვეყნა სტატიები ჩინეთის სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის რეფერირებად ჟურნალებში. მისი სადოქტორო ნაშრომის ნაწილი ჩინური ენის გრამატიკის შესახებ გამოქვეყნდა ცნობილ სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში „ლინგვისტიკა“, რაც საკმაოდ რთული იყო არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ჩინელი მეცნიერებისთვისაც კი.

    მარინე ჯიბლაძემ, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩინური ენის ექსპერტმა, მოამზადა ეროვნული სასწავლო გეგმა და საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები. იგი მუშაობს როგორც ჩინური ენის, ისე ჩინეთის ისტორისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე.

  • საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა დახმარება გაუწია 1000 დაბალშემოსავლიან ოჯახს

    COVID19-ის პანდემია არის ტესტი ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც. დღეისათვის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია კოროვირუსული პანდემიის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს, სოციალური იზოლაციის პერიოდში დაბალი შემოსავლისა და დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით.

    საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი არის ერთ-ერთი იმ ორგანიზაცითაგანი, რომელიც თანმიმდევრულად და სისტემატურად ახორციელებს კამპანიას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დასახმარებლად.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენტაციების გათვალისწინებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 23 მარტიდან ქვეყნის მაშტაბით პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადდა მკაცრი საგარანტინო რეჟიმი.

    საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დახმარება გაუწია მარნეულში (250 ოჯახი), ბოლნისში (150 ოჯახი), თელავში (100 ოჯახი), საგარეჯოში (100 ოჯახი), ლაგოდეხში (100 ოჯახი), დმანისში (100 ოჯახი), გარდაბანსა (100 ოჯახი) და რუსთავში (100 ოჯახი) მცხოვრები, დროებით სირთულეების წინაშე დამდგარი დაბალშემოსავლიან ოჯახებს.

    დახმარების აქციების ჩასატარებლად ოფიციალური წერილებით მივმართედ მარნეულის, ბოლნისის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, რუსთავის, გარდაბნის და დმანისის მერებს. შემდეგ, სასურსათო პაკეტები, რომელშიც შედიოდა ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, წიწიბურა, შაქრის ფხვნილი, შაქარი, ზეთი, მარილი და ჩაი, ადრესატთან მიტანის მიზნით გადავეცით ამ მერიების წარმომადგენლებს.

    ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილმა, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ კ. ჯამბურიამ და საგარეჯოს მერიამ თავიანთი facebook გვერდებიდან საქველმოქმედო აქციისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს.

    ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილის მადლობის სტატუსზე ნათქვამი იყო: „საქველმოქმედო აქციას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა“ ჩვენი მოქალაქეებისთვის 150 სასურსათო პაკეტი გადმოგვცა. სურსათი ქვემო ბოლნისში, ფარიზისა და ზვარეთში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დაურიგდა. მსურს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს“ ქველმოქმედებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. საკარანტინო მდგომარეობისას ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრებო სექტორის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებითა და მსგავსი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, კორონავირუსის პანდემიას უმოკლეს დროში გავუმკლავდებით“.

    ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კ. ჯამბურიამ კი აღნიშნა, რომ შექმნილს სიტუაციაში არასამტავრობო სექტორის მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია: „ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს. ერთობლივი ძალისხმევით უმოკლეს დროში დავამარცხებთ კორონავირუსულ პანტემიას“.

    საგარეჯოს მერიის მადლობის წერილში ნათქვამი იყო: „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა საგარეჯოს მერიას, 100 დაბალშემოსავლიან ოჯახებისთვის გადასაცემათ გადმოსცა სასურსატო პაკეტები. საციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საგარეჯოს თვითმმართველობამ პირველ ეტაბზე 1500 ოჯახს, ასევე კერძო სექტორის მხარდაჭერით 130 დაბალშემოსავლიან ოჯახს გაუწია დახმარება. საგარეჯოს მერია მადლობას უხდის კორონავირუსთან ბრძოლაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებსა და ბიზნესმენებს.

    მოგახსენებთ, რომ საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი 2019 წლის 3 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით დაიწყო თავისი საქმიანობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური