სომხეთის წამომადგენელმა "ევროვიაზიაზე" მთიანი ყარაბაღის დროჩა ააფრიალა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 13 მაისი 2016 15:49

ევროვიზიის კონკურსზე შესაძლოა, სომხეთმა მონაწილეობა ვერ მიიღოს პერფორმანსის იმ შინაარსის გამო, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონის ეგრეთ წოდებული სადავო დროშის გამოყენებას გულისხმობს. საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილემ სომხეთიდან, ივეტა მუკუჩიანმა მთიანი ყარაბაღის დროშა ააფრიალა.

სეპარატისტული რეგიონი, ოფიციალურად, აზერბაიჯანის ტერიტორიულ შემადგენლობაში შედის, თუმცა მასზე კონტროლს სომხური ძალები ახორციელებენ. მომხდარს გამოეხმაურა თავად მომღერალი: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მსურს მშვიდობა საზღვრებზე. მშვიდობის მომხრეა ოფიციალური ერევანიც. სწორედ ამიტომ შევარჩიე ეს სიმღერა, გაჟღენტილი სიყვარულიც,“-განაცხადა ივეტა მუკუჩიანმა.

ორგანიზატორების ცნობით კი, ევროკავშირის სამაუწყებლო კავშირმა ორივე მონაწილესა და ამ ქვეყნების გუშემატკივრებს დროშების გამოყენება აუკრძალა, რადგან ეს ორგანიზატორებმა პოლიტიკურ მოტივებს დაუკავშირეს. ჟენევაში დაფუძნებულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინციდენტი პოლიტიკური კუთხით სერიოზული დარღვევა იყო.

წაკითხულია 899 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია

    აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია მთიან ყარაბაღში ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დამყარების შესახებ.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტნმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრემლის სასახლეში გამართული 4 საათიანი პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

    პუტინმა განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების შესახებ.

    პუტინი: „ამ მიზნით რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თავმჯდომარეობით  სპეციალური სამმხრვი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.“

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინთან გამართული პირისპრი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „აზერბაიჯანი, 30 წლის შემდეგ სომხეთის გავლით სატრანსპორტო გზით დაუკავშირდება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. სომხეთს ასევე ექნება სარკინიგზო კავშირები აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით,  რუსეთთან და ირანთან. აზერბაიჯანს ასევე ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკის გავლით თურქულ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა და ამით ასევე, თურქეთ-რუსეთს შორის სარკინიგზო კავშირის დამყარების საშუალებაც იქნება.“

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. ეს პირველი ერთობლივი შეხვედრა იყო მას შემდეგ რაც, 9 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას მთიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობებისა და სამშვიდობო მისიით რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის განლაგების შესახებ.

    სამმხრივი შეხვედრის პარალელურად სომხეთში მოქალაქეები და ოპოზიცია კვლავ აპროტესტებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შეთანხმებაზე ხელისმოწერას და მის გადადგომას ითხოვს.

  • ილჰამ ალიევმა ქ. შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა. ამის შესახებ მან კულტურის მინისტრად ანარ ქარიმოვის დანიშვნასთან დაკავშირებული ვიდეო-კონფერენციის მსვლელობის დროს განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

    პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ შუშაში დაიწყო სამუშაოები ქალაქის სრულმასშტაბიანად აღსადგენად. „მე ვაცხადებ ქალაქ შუშას აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად. ქალაქი შუშა ამას იმსახურებს. მივიჩნევ, რომ ქალაქი შუშა შეიძლება ჩაითვალოს არ მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რეგიონის კულტურულ დედაქალაქად. შუშას აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩემი დავალებით, იქ ბევრი თანამშრომელი გააგზავნეს. უნდა ჩატარდეს ისტორიული ძეგლების აღწერა, ზუსტად უნდა დაითვალონ მიყენებული ზიანი და უნდა დავიწყოთ ქალაქ შუშას რესტავრაცია“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

    პრეზიდენტმა ალიევმა ასევე განაცხადა, რომ შუშაში უნდა ჩატარდეს ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი". "დაგეგმეთ, რომ ეს ორი ღონისძიება - ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი წელს შუშაში ჩატარდება”, - დასძინა ქვეყნის მეთაურმა.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან დაავალა საერთაშორისო აეროპორტის აშენება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ფიზულიში.

    შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის მხარემ 8 ნოემბერს დაიკავა.

  • აზერბაიჯანის არმიის ნაწილები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

    აზერბაიჯანის არმიის სამხედრო შენაერთები 28 წლიანი სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ლაჩინის რაიონში შევიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების გასვლის და  28 წლიანი ოკუპაციის  შემდეგ ლაჩინის რაიონი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. ლაჩინი გახლავთ ის სტრატეგიული ადგილი საიდანაც მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირი მყარდება. აღნიშნულ რაიონში ასევე მდებარეობს ე.წ.  „ლაჩინის დერეფანიც“. სომხეთმა, ლაჩინის ოკუპაცია 1992 წელს მოახდინა.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, ლაჩინის რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა. 

  • აზერბაიჯანი, საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას პროვოკაციულს უწოდებს

    აზერბაიჯანმა, საფრანგეთის სენატის მიერ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა და მას „პროვოკაციული“ ქმედება უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „საფრანგეთის სენატის მიერ აბსოლუტურად მიკერძოებული რეზოლუციის მიღება მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს. როგორც ჩანს, საფრანგეთში მცხოვრები სომხები ფართოდ იყენებენ კონფლიქტის თემას წინასაარჩევნო მიზნებისთვის. თითქოს და შუამავლის როლში გამოსულ  ქვეყნის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება სერიოზულ ეჭვებს იწვევს მისი ნეიტრალიტეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ასევე ძირს უთხრის საფრანგეთის, როგორც სამართლიანი შუამავლის რეპუტაციას, აზერბაიჯანის საზოგადოებაში.“

    შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთის სენატმა  მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა, ერთი  კი წინააღმდეგი იყო.

    „სენატი საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიაროს და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, ეს აღიარება მოლაპარაკებების ინსტრუმენტად გამოიყენოს“ - ნათქვამია საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

    სენატორები ასევე აცხადებენ, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დაკავებული ტერიტორიები უნდა დატოვონ“.

    აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი, რომელიც გახლავთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ნეიტრალიტეტის დაკარგვისა და სომხეთის მხარდაჭერის გამო ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი.

     

  • აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარის რაიონში შევიდა

    აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები მთიანი ყარაბაღის ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს.

    აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა. აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.

    წყარო: https://report.ge/world/azerbaijanis-armia-kelbajaris-raionshi-shevida/

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური