ავსტრალიაში 5 ისლამისტი დააკავეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 მაისი 2016 17:34

ავსტრალიაში 5 ისლამისტი დააკავეს, რომლებიც დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანებას გეგმავდნენ.ერთ-ერთი დაკავებული ცნობილი სასულიერო პირია. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილები ახლოაღმოსავლეთში გადასვლას ინდონეზიის გავლით ცდილობდნენ.სამართალდამცველებმა რეიდი იმ დროს ჩაატარეს, როდესაც ისლამისტებიქვინსლენდის პორტიდან ნავით გამგზავრებას აპირებდნენ.ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა 100- ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, რომლებიც დღეს ერაყსა და სირიაში დაჯგუფება ისლამურისახელმწიფოს სახელით იბრძვიან.

წაკითხულია 477 ჯერ

Related items

  • ძლიერი ხანძარი ავსტრალიაში

    ავსტრალიაში , ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ძლიერმა ხანძარმა ისტორიული ქალაქი იარლუპი თითქმის მთლიანად გაანადგურა. 

    ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი 6 იანვარს ტყის მასივს გაუჩნდა, მოგვიანებით კი საცხოვრებელ სახლებს მოედო და 100-მდე შენობა დაიწვა. რამდენიმე ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სხვა ქალაქებსაც ემუქრება. 

  • ავსტრალიაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოყვა

    მსხვერპლი მოყვა ტყის ხანძარს ავსტრალიაში. ქვეყნის დასავლეთ რეგიონში ხანძარი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა. ცეცხლი მალევე მოედო 300 ათასი ჰექტარის ფართობს და სახცოვრებელი სახლებიც გადაწვა.

    მაშველების განცხადებით, 4 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები და ვერტმფრენებია მობილიზებული, თუმცა ხანძარი უკონტროლოა.

    მეხანძრეების განცხადებით, ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი სიცხე და ქარი აფერხებს. რეგიონში ტემპერატურა 35 გრადუსს აჭარბებს. 

  • ახალი ზელანდია რაგბიში 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

    დღეს ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა ფინალურ ბრძოლაში დაამარცხა ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 34:17 (16:3) და “ოლ ბლექსი” 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჯამში სამჯერ და ზედიზედ ორჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

    2015 წლის მსოფლიო თასის ფინალში, “ოლ ბლექსი” ავსტრალიასთან მეორე ტაიმის დასაწყისში 21:3 დაწინაურდა. ავსტრალიამ ორი ლელოთი და ზუსტი გარდასახვებით შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ზელანდიელებმა არეკნით, ჯარიმით, ლელოეთი და გარდასახვით 4 წლის წინ მოპოვებული ტიტული შეინარჩუნეს - 34:17.

    2015 წლის მსოფლიო თასი. ფინალი.

    31 ოქტომბერი

    ლონდონი. “თვიქნემი”

    ახალი ზელანდია - ავსტრალია 34:17 (16:3)

    ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. ქონარდ სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. არონ სმითი; 1. ჯოე მუდი, 2. დენ კოლე, 3. იუებ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაითლოკი, 6. ჯერომი კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. კირან რიდი.

    სათადარიგოები: 16. კევენ მეალამუ, 17. ბენ ფრექსი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კეინი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სონი ბილი-უილიამსი.

    3 ლელო: მილნერ-სქადერი, ნონუ, ბარეტი

    2 გარდასახვა: კარტერი

    4 ჯარიმა: კარტერი

    1 არეკნი: კარტერი

    1 სინბინი: ბ. სმითი

    ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიჩელი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. უილ გენია; 1. სკოტ სიო, 2. სტეფან მური (კაპ.), 3. სეკოპე კეპუ, 4. კეინ დუგლასი, 5. რობ საიმონსი, 6. სკოტ ფარდი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.

    სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაი, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. გრეგ ჰოლმსი, 19. დენ მუმი, 20. ბენ მაკკალმანი, 21. ნიკ ფიპსი, 22.მეთ ტოომუა, 23. ქერთლი ბილი.

    2 ლელო: პოქოქი, კურიდრანი

    2 გარდასახვა: ფოლი

    1 ჯარიმა: ფოლი

  • მსოფლიო რაგბის ფედერაციამ 2019 წ იაპონიის რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალური ლოგო გამოაქვეყნა

    მსოფლიო რაგბის ფედერაციამ 2019 წელს იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალური ლოგო და თარიღები გამოაქვეყნა - ტურნირი 20 სექტემბერს ტოკიოში დაიწყება და 2 ნოემბერს იოკოჰამაში  დასრულდება.
    ტურნირის ლოგოს დიზაინში იაპონიის ორი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა გამოყენებული - ამომავალი მზე და ფუძის მთა. ეს მსოფლიო თასის პირველი ლოგოა, რომელიც 2014 წლის ნოემბერში "რაგბის საერთაშორისო საბჭოს" "მსოფლიო რაგბად" რებრენდირების შემდეგ დამზადდა.
    2015 წლის მსოფლიო თასი ამ შაბათს ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის გასამართი მატჩით დასრულდება. აზიისკენ მიმავალ გზაზე ეს ერთგვარად მსოფლიო თასის პირველი ნაბიჯია.
    „ძალიან გვახარებს ინგლისი 2015-ის წარმატება. ვგონებ, ტურნირი ყოველმხრივ წარმატებული გამოდგა,“ -  განაცხადა მსოფლიო თასის დირექტორმა ბრეტ გოსპერმა.
    „შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის ყველაზე სენსაციური მოვლენა იაპონიის ნაკრების ბრწყინვალე ასპარეზობა იყო. დარწმუნებული ვარ, იაპონია-სამხრეთ აფრიკის მატჩისგან ერთ დღეს „სასწაული ყინულზე“-ს მსგავს ჰოლივუდის ფილმს გააკეთებენ. ეს მსოფლიო თასი ყველაზე დაძაბული მატჩი იყო; ჩემის აზრით, იაპონიის თამაშის შემხედვარე მეორე დონის სხვა გუნდებსაც მიეცათ გული და ამიტომ იყო, რომ წელს მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე პატარა ანგარიშთა სხვაობები გვქონდა. დარწმუნებული ვარ, 2019 წლის მსოფლიო თასი გარკვეულ სფეროებში რეკორდებს მოხსნის და, იმავდროულად, ბევრ ახალს მოგვიტანს. ეს სრულიად განსხვავებული ტურნირი იქნება.
    მსოფლიო თასის დირექტორმა ალან გილპინმა ასევე გვითხრა, რომ გეგმის მიხედვით, იაპონიის 12 მასპინძელ სტადიონზე მინიმუმ ორ-ორი თამაშის გამართვაა გათვალისწინებული. მატჩების განრიგი მომავალ წელს დადგინდება, ინგლისი 2015-ის სიღრმისეული ანალიზის შემდეგ.
    „სამუშაო ბევრი გვაქვს“ აღნიშნა ალან გილპინმა. „ჩვენს იაპონელ პარტნიორებთან ერთად მოგვიწევს წილისყრაზე, მატჩების განრიგზე და გუნდების მასპინძლობასთან დაკავშირებულ ლოგისტიკაზე მუშაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ამიტომ ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გადასვლას მომავალი წლის მეორე ნახევრამდე ვერ მოვახერხებთ“.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წელს იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე შესარჩევი თამაშების გარეშე ითამაშებს. ეს უფლება ქართველმა მორაგბეებმა 2015 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის შედეგად მოიპოვეს, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" ქვეჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს - ახალი ზელანდიისა და არგენტინის შემდეგ.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური