მეჭიაური ახვლედიანის განცხადებას პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 მაისი 2016 15:34

როგორც ცნობილია დღეს არმაზ ახვლედიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" ტოვებს და ასევე განაცხადა, რომ მას ფარულად უსმენენ.

ახვლედიანის განცხადებას ყოფილი თანაპართიელი, თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა:„მე არ ვიცი ისეთი განსხვავებული აზრი თუ აქვს, რომ მას ვინმე უსმენდეს,“ 

.„რა უნდა ქონდეს ისეთი სათქმელი, რომ … ვისაც აკრძალული არ აქვს, ისინი არ უსმენენ და უშიშროება რატომ მოუსმენს, მოსახლეობას ხომ არ აქვს აკრძალული მას მოუსმინოს, მაგრამ მე ვერ ვნახე ხალხი, ვინც მას უსმენს,“ - აცხადებს მეჭიაური  

წაკითხულია 395 ჯერ

Related items

  • ვლადიმერ ბედუკაძე თამაზ მეჭიაურს შეხვდა

    მოძრაობა "ცენტრისტების" ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ბედუკაძე თამაზ მეჭიაურს პარლამენტში შეხვდა.

    ბედუკაძის თქმით, მეგობართან პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.

    თავად მეჭიაური აცხადებს რომ ცესკოს მიერ "ცენტრისტების" რეგისტრაციიდან მოხსნის გამო გამოთქმული მხარდაჭერისთვის ბედუკაძემ მადლობა გადაუხადა.

    "ბედუკაძე იმყოფებოდა ჩემთან და მხარდაჭერისთვის მადლობა გადამიხადა. რაც შეეხება პარტიების გაერთიანებას, მინდა გითხრათ რომ მე მაქვს ჩემი კურსი, ძლივს განვთავისუფლდი და კენჭს მარტო ვიყრი, " - განაცხადა მეჭიაურმა.

     

  • მეჭიაური "ცენტრისტების" შესახებ
    ”თუ პოლიტიკური ძალისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის მიზეზი სხვისი სამხედრო ძალების დაკანონების მოწოდება უნდა გახდეს, ასეთი საბაბი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ნატო-ს ძალების განლაგებასა და ნატო-ს წვრთნებს მხარს უჭერენ, მათ შორისაა ”ქართული ოცნება”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”თავისუფალი დემოკრატები” და სხვა მთელი რიგი პარტიები”, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა პარტია "ცენტრისტების" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით. მეჭიარმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთოდ არ იყოს განლაგებული უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები, თუმცა არ იცის რამდენად სწორია ამის კონსტიტუციის დონეზე აყვანა.
  • არმაზ ახვლედიანი -"გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე!"

    საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად დარეგისტრირებამდე არმაზ ახვლედიანი საკუთარ საარჩევნო სლოგანს აანონსებს - "გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე!" „სწორედ ეს ხედვა გამოხატავს ყველაზე ზუსტად საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობასა და მტკიცე სურვილს. ჩაკეტილი წრის გარღვევა - ეს არის არჩევნებშიმონაწილეობის ძირითადი იდეა და მთავარი ამოცანაც. პოლიტიკასა და საზოგადოებაში დამკვიდრებული მოჯადოებული,ჩაკეტილი წრის გარღვევა ბათუმსა დამთელს ქვეყანაში დიდი და სასიკეთო შემობრუნების დასაწყისი იქნება“ - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.   

  • „მიმაჩნია, რომ დღესაც მისი ყოველი დღე ამ თანამდებობაზე არის საფრთხის შემცველი“

    „მიმაჩნია, რომ დღესაც მისი ყოველი დღე ამ თანამდებობაზე არის საფრთხის შემცველი,“ - ასე შეაფასა თამაზ მეჭიაურმა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.

    მეჭიაურმა, პრემიერმისტრისგან მოითხოვა, რომ მან თინა ხიდაშელს ამ გადაწყვეტების გამო არა მხოლოდ უსაყვედუროს, არამედ გაათავისუფლოს ის დაკავებული თანამდებობიდან.

    „მიმაჩნია, რომ დღესაც მისი ყოველი დღე ამ თანამდებობაზე არის საფრთხის შემცველი. ვითვალისწინებ რა იმას, რომ პრემიერი ცალსახად მის პოზიციაზეა, მაშინ პრემიერმაც უნდა გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რაც ამ ქალბატონის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს შეიძლება მოყვეს. თავდაცვის მინისტრის ამ საქციელს, პირველ რიგში შეფასება უნდა მისცეს პრმიერმინისტრმა და ეს შეფასება არ უნდა გამოიხატებოდეს მხოლოდ სიტყვიერი დატუქსვით. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ყველა და მათ შორის მეც, პასუხისმგებლობას თავდაცვის მინისტრის ქმედებებზე დავაკისრებ უპირველსად პერმიერმინისტრს,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

     
  • "ეს ქალბატონი მთავრობაში შაჰიდის ქამრის როლს ასრულებს," - მეჭიაური ხიდაშელს ეხმაურება

    „ეს ქალბატონი მთავრობაში შაჰიდის ქამრის როლს ასრულებს და ვინც ამას ამდენი ხანი აჩერებს, იმან პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს, მათ შორის პრემიერ-მინისტრმაც. ყოველ ნაბიჯზე არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს, სადაც კი ამის საშუალება ეძლევა. ჯერჯერობით დამატებით საფრთხეებს უფრო ვხედავ ამ ქალბატონის ქმედებებში, ვიდრე რაიმე ისეთ ქმედებას, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას,“-   ასე გამოეხმაურა პარტია თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის თავმჯდომარე ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური