სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 02 მაისი 2016 13:18

რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც სანდრომ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი, ასევე ოსტატურად ჩაატარა გადამწყვეტი შეხვედრები. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:13 დაამარცხა რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი, ფინალში კი ხუთქულიანი უპირატესობით აჯობა იტალიელ ფრანჩესკო დ'არმიენტოს - 15:10.

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოპოვებული ეს ტიტული მესამეა სანდრო ბაზაძის კარიერაში. მან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2013 და 2014 წლებშიც მოიგო.

წაკითხულია 2429 ჯერ

Related items

  • FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს

    ქართული ფარიკაობის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარება. FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს.
    28 წლის თათია აფციაური, ხმლით ფარიკაობაში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 2013 წლიდან FIE-ს არბიტრი, პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეხვედრებს იმსაჯებს.
    იაპონიის დედაქლაქი პარალიმპიურ თამაშებს, 2020 წლის 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, ეტლით ფარიკაობა 26-30 აგვისტოს ტოკიოს მაკუჰარი მესსეს საგამოფენო ცენტრში ჩატარდება.

    საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

  • საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

    საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი 8:3 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. 

    მე-8 წუთზე უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ლელო დადეს, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ფრანგებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:3 დასრულდა.

    მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა, 8:3 მოიგო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა. 

  • სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია

    საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა - თეოდორა კახიანის ოქროს, დღეს რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ და საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი შემატა , ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში მიმდინარე ევროპირველობაზე სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში გამოსვლა დამაჯერებლად დაიწყო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან გერმანიის წარმომადგენელ მაქს ჰარტუნგთან  11:15  დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

    12 ივნისს, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში გაიმართა ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი. ევროპის ჩემპიონატი 12-17 ივნისს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 408 სპორტსმენი (235 ვაჟი, 173 ქალი).

    ევროპირველობის გახსნის ცერემონიალს დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც ტურნირში მონაწილე სპორტსმენებს წარმატება უსურვა. ევროპირველობის გახსნის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

    თბილისში ჩემპიონატზე დასაწრებად ჩამოვიდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტი სტანისლას პოზდნიაკოვიც. მოგვიანებით, ტარიელ ხეჩიკაშვილმა არჩილ გოგელიას, რომელიც წლების მანძილზე ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო სპორტის რაინდის წოდება გადასცა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო - თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა! ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალური შეხვედრა უნგრელ ლიზა პუსტალს 15:12 მოუგო, ფინალურ დაპირისპირებაში კი იტალიელი როსელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა. ამ დრომდე ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი არ გვყოლია! თეოდორა კახიანმა ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა!  

    საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 22 სპორტსმენით წარდგება.მედლები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებაში, ხმლით და რაპირით ფარიკაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე ბილიკზე 15 ივნისს გავა და მედლისთვის ხმლით ფარიკაობაში იბრძოლებს. ევროპირველობის პარალელურად თბილისი ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესსაც უმასპინძლებს, რომელშიც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთვება.

     

  • ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

    ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში, 23-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.

    ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში საწყის ეტაპზე 5 შეხვედრიდან 4-ის მოგება შეძლო, პლეი-ოფში პოლონელი და თურქი სპორტსმენები 15:11 და 15:12 დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ პარამოფარიკავეს 15:12 აჯობა. აღსანიშნავია, რომ 23-წლამდელთა შორის ნინა თიბილაშვილმა კიდევ ერთ სახეობაში - დაშნაშიც იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

  • ხინჩეგაშვილი კვლავ პირველია - ოლიმპიურმა ჩემპიონმა ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

    თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, 61 კგ-ის ფინალში ქართველმა ფალავანმა უშეღავათო ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი ახმედ ჩაკაევი 10-9 და წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული. 

    ხინჩეგაშვილი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ფინალამდე ლადომ სამი მეტოქე ჩამოიშორა, მოლდაველ ანდრეი პერპელიტას (4-1), აზერბაიჯანელ აჰმედნაბი გვარზატილოვს (9-5) და ნახევარფინალში უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს (8-2) მოუგო.

    4 მაისს 74 კგ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონმა 23-წლამდელებში ავთანდილ კენჭაძემაც იასპარეზა, რომელმაც 1/4-ფინალში სომეხ გრიგო გრიგორიანთან დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა 4-5, მანამდე კი რუმინელი ვასილე მადალინ მინზალა (5:1) და ბულგარელი შვეტოსლავ ჟივკოვ დიმიტროვი (15:4) დაამარცხა.

    ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სერბეთში მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია - შეგახსენებთ, რომ წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

     დღე, სერბეთში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაასრულებენ გამოსვლას, ხალიჩაზე კი დარჩენილი 70 და 125 კგ კატეგორიის ფალავნები გამოვლენ, საქართველოს სახელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ტლაშაძე (70) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი დაიცავენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური