ბრიუსელის თავდასხმების ერთ-ერთი მონაწილე უშუალოდ ტერაქტის ადგილას, ზავენტემის აეროპორტში მუშაობდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 15:27

ბრიუსელის თავდასხმების ერთ-ერთი მონაწილე ნაჯიმ ლახრაუი 5 წლის განმავლობაში უშუალოდ ტერაქტის ადგილას, ზავენტემის აეროპორტში მუშაობდა. ბელგიური მედიის ცნობით, 2012 წლამდე ის ერთ-ერთი საშუამავლო ფირმის თანამშრომელი იყო, 2013 წელს კი სირიაში საბრძოლველად წავიდა.ცნობილია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაჯიმ ლახრაუი ევროპარლამენტის დასუფთავების სამსახურშიც მუშაობდა. ტერაქტების სერია მან, ძმებ ბაქრაუებთან ერთად, ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს მოაწყო. ლახრაუიმ თავი ბრიუსელის ნაციონალურ აეროპორტში აიფეთქა. თავდასხმებს, საერთო ჯამში, 32 ადამიანი ემსხვერპლა. 

წაკითხულია 406 ჯერ

Related items

  • "მთელი 4 საათით ვიმყოფებოდით მანდ "-სანდრა რულოვსი ბრიუსელის ტერაქტზე

    ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი  სანდრა რულოვსი "ფეისბუქის" საშუალებით ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის მეუღლე წერს რ,რომ ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე ის ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდა. 

    "ბრიუსელი ჩემი საყვარელი ქალაქია, იქ ექვსი წლის განმავლობაში ვსწავლობდი და ვმუშაობდი . ხშირი მგზავრი ვარ ზავენტემის აეროპორტის რადგან ამსტერდამზე მებრად უფრო ახლოს არის ჩემს მშობლიურ ქალაქთან. გუშინ დილას თბილისში რომ დავბრუნდი ზუსტად ბრიუსელის აეროპორტის გავლით ვმგავრობდით ნიკოლოზი და მე. მთელი 4 საათით ვიმყოფებოდით მანდ და რამდენიმე საათის შემდეგ კი ასეთი ტრაგედია დატრიალდა იმაზე ადგილას.... წარმოუდგენელი რამეა მაგრამ დღევანდელი სამწუხარო რეალობაა..." წერს სანდრა რულოვსი.

  • იტალიის პრემირ-მინისტრი ევროპას ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს

    "დღეს მათ შეტევა მიიტანეს ბელგიაზე, მაგრამ ამავე დროს შეტევა მიიტანეს ევროკავშირის დედაქალაქზე. თვეები, შეიძლება წლები დაჭირდეს, მაგრამ ჩვენ მათ დავამარცხებთ", - განცხადებას იტალიის პრემიერი მატეო რანცი აკეთებს, პრემიერი ერთიანი ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნის ინიციატივითაც გამოდის. euronews-ის ცნობით ამის შესახებ რენციმ ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე კომენტირებისას განაცხადა.


    მისივე განმარტებით, თავდაცვის ინტეგრაციის საკითხი 1954 წლიდან დგას დღის წესრიგში, თუმცა არასოდეს რეალური სტრუქტურების ჩამოყალიბებამდე არ მისულა.

    "ამჯერად ევროპა ბოლომდე უნდა მივიდეს, ჩვენ გვჭირდება ევროპული პაქტი, პაქტი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება ერთიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურაში", აღნიშნა პრემიერმა, რომლის განმარტებითაც, უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობა.

  • ბრიუსელის აეროპორტში კრიმინალისტები მუშაობენ

    ბრიუსელის აეროპორტში კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ.  შენობასთან მ წუთებშიც პოლიცია პატრულირებს.

    ოფიციალური ცნობით, ზავენტემის აეროპორტი არც დღეს იმუშავებს. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია მთელს ქალაქში.

    ადგილობრივი დროით შუადღის 12 საათზე მთელ ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ წუთიერი დუმილით. ბელგიაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

  • ბრიუსელის აეროპორტი დაიხურა

    ბრიუსელის აეროპორტი დაიხურა, ყველა რეისი გაუქმებულია. აეროპორტიდან ევაკუირებულია ყველა ადამიანი. შეგახსენებთ,  ბრიუსელის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. 
    არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური