თამარ სანიკიძე ნორვეგიის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 14:04
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილესთან  და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და  სრულუფლებიან ელჩთან საქართველოსა და აზრებაიჯანში სამუშაო შეხვდა გამართა, სადაც ქართული მხარის მიერ ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები  შეჯამდა.
ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2006 წლიდან თანამშრომლობს  საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში. ნორვეგიელი პარტნიორების მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიურ განათლებას საჯარო სკოლებში, 2013 წლიდან კი, ინკლუზიური განათლება ინერგება პროფესიული განათლების სისტემაში.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესი, მიღწევები და გამოწვევები. 
2013 წლის შემოდგომის მიღებიდან დღემდე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ 252 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი ჩაირიცხა. აქედან, 2015 წლის საგაზაფხულო მიღებაზე მოხდა 43 სტუდენტის მიღება. ჩარიცხული ბენეფიციარები გასხვავდებიან დარღვევების მიხედვით: ინტელექტუალური დარღვევით, ყრუ და  მხედველობის დარღვევით და ფიზიკური დარღვევით. დღეისათვის სტუდენტები სწავლობენ მიმდინარე 37 პროფესიულ პროგრამაზე, 17 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საკანონდებლო პლათფორმის დონეზე მომზადდა პროფესიული განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. აღნიშნული ცვლილებები, საშუალებას იძლევა დოკუმენტი იყოს შესაბამისობაში გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების პროცესის სრულფასოვან რეგულირებას.
სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხულ ყველა ყრუ სტუდენტს ემსახურება ჟესტური ენის თარჯიმანი, უსინათლო სტუდენტებისათვის გამოყოფილია მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი,  ხოლო ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტებს ემსახურებათ პირადი ასისტენტი, რომელიც ასევე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.  პროცესში ჩართულია 20 ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, რომელიც სასწავლო პროცესში პედაგოგებს დახმარებას უწევს ინდივიდუალური მიდგომების განხორცილებაში. მხედველობა დაქვეითებულ  სტუდენტებს  გადაეცათ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მათ მასალის წაკითხვაში ეხმარებათ.
ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესის შინაარსობრივი  მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპინური გუნდის  5 წევრის მიერ, რომელიც კონკრეტულად ემსახურება ინკლუზიური პროფესიული განათლების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას.
პირველად განათლების სისტემაში მომზადდა 5 პროფესიული სასწავლებლის  ადაპტაციის საპროექტო წინადადება, რომელიც ეფუძნება უნივერსალური დიზაინის პრინციპებს. ნორვეგიელი სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს  თანამშრომლები გადამზადდნენ აღნიშნული მიმართულებით.
საქართველოს განათლების სამინიტროს ინიციატივით  მიმდინარეობს აქტიური შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან და კოლეგა სამინისტროებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისათვის. ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია აღნიშნულ საკითხზე, სადაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და  სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისების პილოტირების პროექტს,  რომლის განხორცილებაც მიმდინარე წელს მოხდება.
გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო მომავალი თანამშრომლობის გეგმები, ძირითად პრიორიტეტებად განისაზღვრა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების საკითხები.
წაკითხულია 454 ჯერ

Related items

  • თამარ სანიკიძე დღეს თსუ-ს სტუდენტებს შეხვდება

    განათლების მინისტრი  დღეს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. "აუდიტორია115-ის" წევრების განცხადებით,    თამარ სანიკიძე არ ახორციელებს რეალურ ცვლილებებს და ასევე არ აპირებენ თვითმმართველობის წევრებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას.

  • ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტთან საერთო არა აქვს

    განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს თბილისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის პროექტთან არანაირი საერთო არ აქვს. 
    როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს დღეს პროექტის პრეზენტაციისას განუცხადა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი თბილისის პროექტს ვერ შეედრება. 
    განათლების მინისტრის განმარტებით, ეს იქნება ადგილი, სადაც იქნება კონცენტრირებული ის ძალა, რაც ქვეყანას არსებული მდგომარეობიდან გამოიყვანს და განვითარების გზაზე დააყენებს.
    მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ინსტიტუტი იქნება ჰაბი რეგიონში და მასში ახალგაზრდები ჩაერთვებიან.


  • ბათუმის უნივერსიტეტში ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა
  • მესმის მათი პროტესტიც, - თამარ სანიკიძე სტუდენტების აქციის შესახებ

    დღეს თსუ-ში დაგეგმილ აქციაზე სტუდენტები  კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს.

    აღნიშნული საკიტხის სესახებ  განათლების მინისტრმა ტამარ სანიკიძემ ჟურნალისტებტან ისაუბრა. მისი თქმით,   ეს საკითხი  გარკვეულ დონეზე მოგვარებული და დალაგებულია საკანონმდებლო ცვლილებებით.

    "თემა, რომელსაც ისინი დღის წესრიგში აყენებენ და აპროტესტებენ, გარკვეულ დონეზე მოგვარებული და დალაგებულია საკანონმდებლო ცვლილებებით. ისევ და ისევ საუბარია წინა პერიოდებიდან გადმონაშთზე საუბარი, რომელიც დღეს ყველას გვაქვს სურვილი, რომ აღარ უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე. ამიტომ, მესმის მათი პროტესტიც. სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ დღეს ეს აღარ მეორდებოდეს, თუმცა საჭიროა ლიკვიდირება იმ ნარჩენების, რომელიც ამ სისტემაში გადმოგვყვა," - აღნიშნა თამარ სანიკიძემ. 

    „არა პოლიციურ რეჟიმს“ ამ სლოგანით დღეს 18:00 საათზე „აუდიტორია 115-ის" ორგანიზებით, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საპროტესტო აქცია გაიმართება. 
    აქციის ფარგლებში მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან ჭოველიძის ქუჩაზე არსებულ სუს-ის შენობამდე გაიმართება.

  • თამარ სანიკიძე საერთაშორისო კონფერენციაზე

    თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა, ღონისძიებას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია. 

    კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიცირებული 4-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის შესახებ და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისა და შრომით ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის შექმნის მიმართულებებზე.

    ვიცე-პრემიერმა ისაუბრა მეწარმეობის ხელშემწყობ სამთავრობო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ და მის ქვეკომპონენტებზე. მისი განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ ის პროექტი იყო, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა კომერციული ბანკებიდან სესხი 1-დან 3 პროცენტამდე აეღოთ. გარდა ამისა, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო გახდა თანაუზრუნველმყოფელი კომერციული ბანკებიდან სესხის აღების დროს.

    ვიცე-პრემიერი ასევე შეეხო განათლების მიმართულებასაც და ისაუბრა იმ პრეზენტაციაზე, რომელიც მცირე ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა. „საუბარია საჯარო და კერძო პარტნიორობასა და პროფესიულ განათლებაში ჩადებულ ძალიან დიდ ინვესტიციაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის ამ ორი მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება.

    კონფერენციაზე საუბარი წარიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ბიზნესისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენას. კვლევამ მოიცვა 300-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია, ხოლო შედეგად გამოვლინდა სამი ძირითადი ფაქტორი: ქვეყანაში მარეგულისრებელი ჩარჩო და სამართლიანი კონკურენცია; ფინანსურ რესურსებზე წვდომადობა და განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის შესაბამისობა. 

    კონფერენციაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია, 10-მდე სექტორული გაერთიანება, აგრეთვე ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური