სპორტის მინისტრმა ლაშა ტალახაძეს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 15:11

19 აპრილს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს ძალოსნობაში ლაშა ტალახაძეს (+105), რომელმაც ნორვეგიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებლად გაიმარჯვა და ატაცში 212 კილოგრამის დაძლევით ევროპის რეკორდიც დაამყარა. შეხვედრას დაესწრნენ ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და სამწვრთნელო შტაბის წევრები.

ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორჭიდში თითო ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამასთან რიოს ოლიმპიადის კიდევ ერთი, რიგით მე-4 ლიცენზია დაისაკუთრა. ევროპის ჩემპიონი გახდა ლაშა ტალახაძე (+105), ვიცე-ჩემპიონი კი - ანასტასია გოტფრიდი (+75), რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ვერცხლის მედალი და რიოს ლიცენზია მოუტანა.

მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ფიორდეში ჯამში 463 კგ ასწია. ატაცში 212 კგ და ევროპის რეკორდი დაამყარა, აკვრაში კი - 251 კგ დაძლია. ტალახაძემ მთავარ მედალთან ერთად ორივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მცირე ოქროს მედლებიც მოიპოვა. ანასტასია გოტფრიდმა, ორჭიდში 249 კგ-ის დაძლევა შეძლო და ჩემპიონს, სომეხ ჰრიპსიმ ხურშუდიანს მხოლოდ 1კილოთი ჩამორჩა. რიოში საქართველოს სახელით 4 ძალოსანი გამოვა - 3 ლიცენზია ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა შარშან ჰიუნსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა.

 

 
წაკითხულია 673 ჯერ

Related items

  • ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და რეკორდსმენია

    ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.

    რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მძიმე წონოსანმა ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააგროვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. 

    ტალახაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა, ატაცში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 220 კგ. იყო, რაც ასევე ახალი მსოფლიო რეკორდია ამ დისციპლინაში, აკვრაში კი ტალახაძემ 257 კგ. დაიმორჩილა, რაც მსოფლიო ჩემპიონობისთვის და ასევე ორჭიდის ახალი რეკორდის დასამყარებლად საკმარისი გამოდგა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ლაშა ტალახაძესთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) მოიპოვა, შოთა მიშველძე (62 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მცირე მედლების (ატაცი, აკვრა) ჩათვლით, საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა.

    ქართველი ძალოსნები მწვრთნელებთან და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში 9 დეკემბერს 01:20 წუთზე ჩამოფრინდებიან.

    მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში
    ანაჰაიმი (აშშ) 6 დეკემბერი

    კაცები

    +105 კგ

    1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) 477 კგ (220+257)
    2. საიდ ალიჰოსეინი (ირანი) 454 კგ (203+251)
    3. ბეჰდად სალიმი კორდასიაბი (ირანი) 453 კგ (211+242)

  • ხელბურთი: მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენაცია

    ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიამ უმასპინძლა. 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს 8-20 აგვისტოს თბილისის ახალი სპორტის სასახლე მიიღებს.

    მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით თბილისს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც 21-22 ივნისს თამაშების მასპინძელი არენა შეამოწმეს და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას გაეცნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ ბერტელსენი და მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური დელეგატები - პოლონელი მარეკ გურალჩიკი და იტალიელი მარკო ტოზი ბრანდი.

    პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ისაუბრეს.

    „პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას ასეთი დიდი ნდობისთვის - მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ნამდვილად არაა იოლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელბურთის ფედერაცია, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი ამ დიდ ნდობას გაამართლებს და დაკისრებულ ამოცანას უმაღლეს დონეზე გაართმევს თავს. საქართველომ ბოლო წლებში არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, 2017 წელი კი ამ კუთხით უდავოდ გამორჩეულია. საქართველოში სტუმრობით ჯერ არავინ დარჩენილა უკმაყოფილო და ამიტომაც მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 23 ქვეყნის გუნდისთვის აქ გატარებული დღეები სასიამოვნო იქნება და კარგ მოგონებად იქცევა. ასევე ვიმედოვნებ, რომ ბევრ მათგანს საქართველოში დაბრუნების და ერთობლივი საწვრთნელი შეკრების მოწყობის სურვილი ექნება. საქართველოს მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართული სპორტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩვენი ხელბურთის მთავარი პარტნიორია და მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა ყველა საინტერესო ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენი სურვილია, რომ საქართველო რეგიონში სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, მსოფლიო ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მიღება კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. და ბოლოს, მსურს მივმართო გულშემატკივრებს, რომ 8-20 აგვისტოს მობრძანდნენ ახალ სპორტის სასახლეში, ისიამოვნონ ამ ლამაზი სახეობით და მხარი დაუჭირონ ჭაბუკ ხელბურთელებს", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

    „მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანის დროს იგრძნობოდა საქართველოს მთავრობის დაინტერესება და მხარდაჭერა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ დიდი ყურადღებისთვის, რასაც პირადად ის და მთლიანად სამინისტრო იჩენს მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისადმი. 24 გუნდის მიღება ნამდვილად არაა იოლი და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ზურაბ კაკაბაძის და მისი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოსამზადებელი პროცესი ჩინებულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ეს ბოლო საკონტროლო ვიზიტი იყო. ჩვენ კმაყოფილები ვართ ნანახით და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული", - განაცხადა საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ პერ ბერტელსენმა.

    ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ქეთევან კობერიძის თქმით, მონაწილე გუნდებთან ყველა საკითხი შეთანხმებულია, საერთაშორისო ფედერაციასთან კი კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. A ჯგუფში მოხვდნენ: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია; B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი; C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა; D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

    8-14 აგვისტოს ჯგუფური ტურნირის მატჩები გაიმართება; 16-17 აგვისტოს მერვედფინალები და მეოთხედფინალები, ასევე „პრეზიდენტის თასი" მე-17-24 ადგილებისთვის;  19 აგვისტოს ნახევარფინალები და მატჩები მე-5-8 ადგილებისთვის, 20 აგვისტოს, ფინალურ დღეს კი ჩემპიონი, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილოსნები გამოვლინდებიან.

    18-20 აგვისტოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართება. თბილისს მსოფლიო ხელბურთის ელიტა ესტუმრება: პრეზიდენტი, დოქტორი ჰასან მუსტაფა, ასევე ვიცე-პრეზიდენტები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ხუთივე კონტინენტური კონფედერაციის ხელმძღვანელები.

    საქართველომ ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2013 წელს მოიპოვა.

  • ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატმა უმაღლესი შეფასება მიიღო

    20 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი პრესკონფერენციაზე შეაჯამა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა მჭედლიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.ზაზა მჭედლიძემ აღნიშნა, რომ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატს უმაღლესი შეფასება მიანიჭა. მისივე თქმით, მომავალში დაგეგმილია მსოფლიო ფარიკაობის კონგრესის ჩატარება ჩვენს დედაქალაქში.

    ფარიკაობის ნაკრების წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ ფარიკაობას და წარმატებები უსურვა სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

    ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. თეოდორა კახიანმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ბაზაძე გახდა. ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი, რომელზეც დავით სახვაძე კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

  • სპორტკომპლექსში არენა2 საბავშვო სპორტული ცენტრი გაიხსნა

    პორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, სპორტკომპლექსში „არენა 2", ახლადგახსნილი საბავშვო სპორტული ცენტრი დაათვალიერა. მინისტრთან ერთად საბავშვო ცენტრს, ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ასევე თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი სტუმრობდნენ. 

    „შეიძლება ითქვას, რომ უკვე ტრადიციად იქცა კერძო სექტორის მონაწილეობა სპორტული მიმართულებით, რაც ძალიან მახარებს.  განსაკუთრებით კარგია, რომ ეს პროექტი ბავშვების ჯანსაღად აღზრდას ემსახურება და ხელს უწყობს მათ პირველ ნაბიჯებს სპორტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვარჯიშები და პირველი გაკვეთილები დაეხმარებათ მოზარდებს კონკრეტულად სხვადასხვა სპორტის სახეობაში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების სტილის ათვისებაში. 

    ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება და სასიხარულოა, რომ მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა.  სამომავლოდ, პროექტმა შესაძლოა არა მხოლოდ თბილისი, არამედ რეგიონებიც მოიცვას და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ცენტრი საუკეთესო ადგილი იქნება, როგორც ჩვენი პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის და ზოგადად ყველა მსურველისთვის." - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

    საბავშვო სპორტული ცენტრი, როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და მცირეწლოვანი პატარების, ასევე მოზარდების და ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის ცენტრია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფიზიკური აქტივობის სხვადასხვა პროგრამებს, ასევე პერსონალურ და საოჯახო ვარჯიშებს.

    ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სავარჯიშო მოწყობილობებით,  სპორტული სავარჯიშოებით სხვადასხვა ასაკის მომხმარებლისთვის - ბატუტებით, გასაბერი აკრობატული ბილიკით, პარალონის ორმოთი, ლეიბებით და სხვადასხვა სავარჯიშო დანადგარებით. ცენტრში მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო პირობებია შექმნილი და სავარჯიშო გარემო სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

    ასევე, აღსანიშნავია, რომ ცენტრში მუშაობენ პროფესიონალი მწვრთნელ-მასწავლებლები, რომლებიც ტესტებისა და დაკვირვების შედეგად შეძლებენ განსაზღვრონ მოზარდთა ფიზიკური შესაძლებლობები და სპორტული მიდრეკილებები სამომავლოდ სპორტის კონკრეტული სახეობის არჩევისას.

    საბავშვო ტანვარჯიშის ცენტრის შექმნის მთავარი მიზანია მოზარდ თაობაში ფიზიკური კულტურის როლის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება  და ბავშვთა სპორტის განვითარება საქართველოში.

  • ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოფარიკავეებს წარმატება მიულოცა

    ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ხმლით ფარიკაობაში.

    ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიგეს ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპინატი 23-წლამდელებს შორის. ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიას 45:36 სძლია, 1/2 ფინალში კი რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები 45:41 დაამარცხა. რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს. 

    აღსანიშნავია ასევე ინდივიდუალურ გამოსვლებში, 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრის ლუკა ღაღანიძის მიერ ასევე პირველად ისტორიაში, რაპირით ფარიკაობაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი.

    ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ეროვნული და 23-წლამდე მოფარიკავეთა ნაკრების წევრებს, ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და მწვრთნელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფარიკაობის დარბაზში შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ასევე ფარიკაობის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორის - ვი თი ბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია ესწრებოდნენ. 

    ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ამ მართლაც გმირულ გამარჯვებას. გვიხარია და განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი გვყავს 23-წლამდელებს შორის. ბოლო წლებია, ერთობლივი ძალისხმევით, როგორც ფედერაციის და სპორტსმენების, ასევე სამინისტროს აქტიური ჩართულობით შევძელით და ავაღორძინეთ სპორტის ეს სახეობა. 

    ზედიზედ მეორე წელია ჩვენი ახალგაზრდა მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ახერხებენ გასვლას, წელს ევროპის ჩემპიონობაც ვიზეიმეთ და გვაქვს ასევე წარმატებები ინდივიდუალურ გამოსვლებშიც. ასევე კარსაა მომდგარი ევროპის ჩემპიონატი უფროსებს შორის, რომელსაც თბილისი ივნისის თვეში უმასპინძლებს, სადაც ასევე წარმატების დიდი იმედი გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოფარიკავეები სამომავლოდ კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ და ნამდვილად გვაქვს წარმატების მოლოდინი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე" - განაცხადა სპორტსმენებთან შეხვედრისას ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

    საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა - მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

    აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წლის მთავარ ტურნირს, ევროპის ჩემპიონატს 11-17 ივნისს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში პროექტ - Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური