ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 17:34

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა სამოქალაქო სექტორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა გააცნო. ”კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფოს აქტიურობასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სახალხო დიპლომატია. მეტიც, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე არის აქტივობები, რომლის განხორციელებაც სამოქალაქო სექტორს შეუძლია. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა იყოს გამჭირვალე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ასევე მნიშვნელოვანია მოვისმინოთ მათი რეკომენდაციები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ და განსახორციელებელ საქმიანობაზე.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა ჟენევის საეთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობებაზე, განსაკუთრებით ბოლო რაუნდებზე, ასევე სამოქალაქო სექტორის როლსა და მათ ჩართულობაზე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში. 
შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარება კომუნიკაციის სფეროში“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

წაკითხულია 337 ჯერ

Related items

  • ქეთევან ციხელაშვილი - ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს იმას, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი

    ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზს დაადგენს.

    „ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მის სხეულზე იყო 100-ზე მეტი დაზიანება. ეს ცხადყოფს იმას, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად იყო ძალა გამოყენებული, არაადამიანურ მოპყრობას და ფაქტობრივად წამებას ჰქონდა ადგილი. არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ამას გამოძიება შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს. გამოძიებისთვის საექსპერტო შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი ასევე, რომ საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც უშუალოდ სიკვდილის მიზეზებს დაადგენს. 
    ის, რომ უკანონო პატიმრობაში ყოფნისას მისი სიცოცხლის ძალისმიერი ხელყოფა მოხდა, თავიდანვე ცალსახა იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექსპერტიზამ აბსოლუტურად ყველა დაზიანება ძალიან დეტალურად აღწერა. ამ დაზიანებების მრავლობითობა უკვე, რა თქმა უნდა, ცალსახა სურათს იძლევა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

  • ჩეხეთის ელჩმა ,,ლიდიცეს’’ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა

    ჩეხეთის საელჩოში საქართველოში დღეს გაიმართა ბავშვთა სამხატვრო ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენაში ,,ლიდიცე’’ გამარჯვებული ქართველი ბავშვების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიჩკიმ, ჩეხეთის განათლების მინისტრის მოადგილემ დანა პრუდიკოვამ და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

    როგორც ტომაშ პერნიჩკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, ვინაიდან მასში 25 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „კიდევ უფრო სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ კონკურსში ქართველი ბავშვები იმარჯვებენ“, - აღნიშნა ჩეხეთის ელჩმა.

    ბავშვთა სამხატვრო ნამუშევრების საერთაშორისო გამოფენა ,,ლიდიცე’’ დაფუძნდა 1967 წელს, ჩეხურ ლიდიცეში გერმანელი ნაცისტების მიერ დახოცილი ბავშვებისა და ზოგადად, საომარი კონფლიქტების მსხვერპლი ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად.

    კონკურსი საერთაშორისოდ 1973 წლიდან იქცა და მალევე გახდა პოპულარული არა მხოლოდ ჩეხეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

    ყოველწლიურად ლიდიცეს კონკურსზე 25 ათასზე მეტი მოსწავლის ნამუშევრები იგზავნება მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან.

    კონკურსის ნამუშევრების მთავარი ექსპოზიციის დათვალიერება მნახველს ლიდიცეს გალერეაში წლის განმავლობაში ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

  • ქეთევან ციხელაშვილი - 27 სექტემბერი არის უმძიმესი დღე, რაც უკავშირდება დიდ ტკივილს და დანაკარგს

    ეს არის უმძიმესი დღე, რაც უკავშირდება ძალიან დიდ ტკივილს და დანაკარგს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა. ციხელაშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

    "ჩვენ გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და არ უნდა დავუშვათ დაპირისპირება, კონფლიქტი და ომი. ეს არის სრულიად დაუშვებელი, ამიტომ ჩვენი ამოცანაა მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. მეორე დასკვნა, რაც 24 წლის თავზე შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ დღეს არსებული ვითარება, რომელიც შექმნილია განგრძობითი ოკუპაციის და მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში, ნამდვილად არ ემსახურება არც ქართველების, არც აფხაზების ინტერესებს. დღეს ვითარება ძალიან მძიმეა. მიმდინარეობს ე.წ რუსიფიკაციის პროცესი, განგრძობითი ოკუპაცია, რაც არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რეალობის გაცნობიერებით, გადავდგათ ნაბიჯი. სამწუხაროდ, ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომ ჩვენი მომავალი იყოს უკეთესი და ეს არის მშვიდობის გზა, შერიგების გზა, იმიტომ რომ ამას არ გააჩნია ალტერნატივა”, -განაცხადა ციხელაშვილმა.

  • სახალხო დამცველი ალექსანდრე ჯეჯელავას და ქეთევან ციხელაშვილს მიმართავს

    საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეებისათვის აფხაზური ენის შენარჩუნებისა და მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.

    სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაახლოებით 1600 (საყოველთაო აღწერის მონაცემებით განსხვავებული შედეგია) ეთნიკურად აფხაზი მოქალაქე ცხოვრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ  ოჯახურ გარემოში შეენარჩუნებინათ მშობლიური ენა, მაგრამ, განსხვავებულ ლინგვისტურ გარემოში აფხაზური ენის შენარჩუნება ადვილი არ აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათთვის მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობებს.  

    აღსანიშნავია, რომ აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია მეორე სახელმწიფო ენად. 2011 წლიდან ეს ენა იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ ენათა რიცხვში იქნა შეტანილი. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ვალდებულება საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი აუცილებლობად მიიჩნევს აჭარის აფხაზური თემის წარმომადგენლებისთვის შეიქმნას აფხაზური საკვირაო სკოლა ან  სასკოლო განათლების ფარგლებში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები, რათა შენარჩუნდეს და განვითარდეს აფხაზური ენა საქართველოში. 

    სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციებითა და წინადადებით, 2015 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების დასახლებათა სკოლებში შესაძლებელი გახდა ჩეჩნური, უდიური, ასურული, ოსური, ქურთული და ხუნძური  ენების სწავლება, რითაც უჩა ნანუაშვილის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა აღნიშნული ენების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშესაწყობად და ასევე ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების თვალსაზრისით. 

  • წინადაცვეთის პრაქტიკის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებაში სახელმწიფო ორგანოები ჩაერთნენ

    „სახელმწიფო ორგანოები ჩართულნი არიან. მათ შორის, სამართალდამცველები. ჩვენი აპარატი არაერთხელ ყოფილა ამ სოფლებში ჩასული, ნოემბრის ბოლოს კიდევ ვგეგმავთ ჩასვლას. ჩვენთვის ძალიან საყურადღებო და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ მაქსიმალურად გავერკვეთ და თუკი ასეთი პრობლემა რეალურად დასტურდება, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთოთ მისი აღმოფხვრის მიმართულებით,“ - აღნისნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  ქეთევან ციხელაშვილმა, კახეთის სოფლებში წინადაცვეთის პრაქტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით გააკეთა.

    „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, კახეთში ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება. 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური