შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ახალი პროექტი: X-Ray Radar

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 10:12

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციური  ტექნოლოგიების ცენტრის ახალი პროექტი: X-Ray Radar  . X-Ray Radar შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ’’ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტთაგანია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.რადარის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას არ სჭირდება დიდი დრო რადიაციული დაბინძურების მოსაძებნად. მოწყობილობა დაბინძურების წყაროს როგორც კი მიუახლოვდები მაშინვე გვაძლევს სიგნალს. ასევე, იძლევა ზუსტ კორდინატებს:სიმაღლეს, სრულ აზიმუტს 360 გრადუსით და აღმოჩენილი ნივთიერების რადიაციის ზომას. "პროექტის იდეა თემის სიმწვავიდან გამომდინარე გაჩნდა, უამრავ ადამიანს ექმნება ჯანმრთელობის პრობლემა მაღალი რადიაციული დასხივების გამო. ფიქრობთ, რომ გარემოსდამცველი და მსგავსი ორგანიზაციები ინტერესს გამოიწვევს რადარი. მომავალში იგეგმება მისი როგორც ფუნქციონალური გაუმჯობესება, მიმდინარეობს ასევე დიზაინზე მუშაობაც'' - ამბობს ერთ-ერთი ავტორი დავით გოგიტიძე. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი გაუმჯობესებული ვარიანტია, ვინაიდან ადამიანები მასთან შეხებისას დასხივებას არ ღებულობენ. მანამდე არსებული საზომი საშუალებები  ოპერატორის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც დაბინძურების აღმოჩენის პროცესის გახანძლივების გამო, მომხმარებელის  სიცოცოცხლე ფატალურად დასრულებულა რადიაციის სასიკვდილო დოზის გამო. აღნიშნულ მოწყობიბლობას არ ესაჭიროება  ხანგრძლივი დრო ძებნისტვის, ის მომენტალურად გვაჩვენებს რა მიმართულებით და რა სიმაღლეზე არის საშიში ნივთიერება.  ’’ვგეგმავთ ჩვენი პროექტი ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას, სწორედ ამიტომ, 23-24 აპრილს თურქეთში ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი და რობოტ კლუბი მონაწილეობას მიიღებს მესამე Saf-Run Ulusal Robot შეჯიბრში“ - აღნიშნავს რობოტ კლუბის ხელმძღვანელი გიორგი უსანეთაშვილი.

წაკითხულია 347 ჯერ

Related items

  • საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

    საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე დაესწრო ფრანგული ენის კაბინეტის გახსნას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.  ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. შეხვედრისას მან ისაუბრა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკასა და გამოწვევებზე. საუბარში შეეხო, ასევე,  საფრანგეთსა და საქართველოს შორის, ურთიერთობასაც.

    მოკლე საჯარო ლექციის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების  შეკითხვებს უპასუხა

    ფრანგული ენის კაბინეტის გახსნისას უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა, რომლებიც ფრანგულს ეუფლებიან, მუსიკალური და ლიტერატული ნომრები წარმოადგინეს.

    დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენლებმა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციაც გამართეს.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩინურ-ქართული კომპეტენციის ცენტრის დაარსება. აღნიშნული ცენტრის მიზანია საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება, სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის პროექტების ხელშეწყობა. ამასთან, ცენტრის საქმიანობა მიმართული იქნება განათლების, კვლევითი, საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისაკენ, ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ინოვაცია, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება, ფინანსები, ინვესტიციები და ა.შ. გარდა ამისა, თანამშრომლობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს ახალი აკადემიური სასწავლო კურსების შემუშავებასა და დანერგვას, მაგ: „ბიზნესის წარმოება ჩინეთში ქართული კომპანებისათვის“, „ბიზნესის წარმოება საქართველოში ჩინური კომპანებისათვის“ და „ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“.

     

     

  • ამერიკის დღეები 2017-ის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა

    ამერიკის დღეები 2017-ის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი აღინიშნა.

    ამერიკის მცოდნეობის სტუდენტებისა და პროფესორების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

    საზეიმო ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სტუმრებმა ისაუბრეს იმ ტრადიცულ და მყარ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც IBSU-ს აშშ-ს საელჩოსთან აკავშირებს. ხაზი გაესვა ურთიერთობების მნიშვნელობას ორი ქვეყნის მეგობრობის ჭრილშიც.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია იმართება

    21-22 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის რიგით მე-7 საერთაშორისო კონფერენცია იმართება. 

    როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იტყობინება, 2017 წლის კონფერენციაში მონაწილეობენ მომხსენებლები 26 ქვეყნიდან: საქართველო, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ისრაელი, შვედეთი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, ომანი, ლიბია, მალაიზია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა. სხვადასხვა თეამტურ პანელებზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხება განათლებას, განათლების ისტორიას, განათლების ფსიქოლოგიას, სასწავლო გარემოს მართვას, განათლების ლიდერობას, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას, უცხოური ენების სწავლების მეთოდებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერებას, ლიტერატურას დაზოგადად, კულტურას.

    კონფერენცია უკვე მეშვიდე წელია, განათლებისა და ჰუმანუტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციის მთავარ მიზანია, ხელი შეუწყოს განათლების თეორიასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას. 

  • ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილ კონკურსში დააჯილდოვა
    2017 წლის 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამორჯვებულები გამოვლინდნენ. ესენი არიან - კომპანია „ჯეოსელი“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსიდა კომპანია „დიო“. ღონისძიება გახსნეს და გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინელმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ჯილდო „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შემდეგი მიღწევებისთვის გადაეცათ: აქტიურად უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობას და ქალების მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში. დასაქმებაში გათვალისწინებულია გენდერული ბალანსი და აკადემიური თანამდებობის 40% ქალებს უკავიათ. უნივერსიტეტის ხუთი ფაკულტეტიდან კი - ოთხს ქალი ხელმძღვანელობს. თანამშრომლებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამებში, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. უნივერსიტეტი აფინანსებს სოციალურად დაუცველი ქალების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტების სწავლას. დასაქმების პოლიტიკა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ზღუდავს სამუშაოს მაძიებლების სქესს, ასაკსა და ფიზიკურ მონაცემებს. ოჯახური ვალდებულებების მქონე და ორსული ქალები მეტი შეღავათებით სარგებლობენ, სახელფასო პოლიტიკა თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. კონკურსი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ შემუშავებული ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზების მიზნით. კერძოდ, აღნიშნული კონკურსი ეძღვნება ს მეოთხე პრინციპის - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ბიზნესში გენდერული თანასწორობისთვის - პოპულარიზებას. აღნიშნული პრინციპი პასუხობს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ძირითად ამოცანას - უზრუნველყოს ქალები თანაბარი შესაძლებლობებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური