"არ უნდა ჩახვიდე და მორჩა," - რომან გოცირიძე "მგზავრების" კონცერტის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 16:24

”მგზავრების” სანკ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

”მგზავრებმა” სანკ-პეტერბურგში კონცერტისას მაყურებლებს 9 აპრილს დაღუპულებისადმი წუთიერი დუმილით პატივისცემის გამოხატვა სთხოვეს. ბევრმა ეს მათი რუსეთში გასტროლების გამამართლებელ არგუმენტად ჩათვალა, რაშიც არ ვეთანხმები. 

როცა ადამიანები განსატვირთად, საღამოს ხალისიანად გასატარებლად მოდიან კლუბში, სადაც ჭამენ, სვამენ და ერთობიან, პოლიტიკურად არ უნდა დაუმძიმო დღე. ეს არაეთიკურია და საბჭოთა პროპაგანდის ნაირსახეობაა. 
არ უნდა ჩახვიდე და მორჩა. 
რუსეთში 80 პროცენტი პუტინისტია და არა ყველა. იქაც იბრძვის ხალხი. ამ კონცერტზეც არა მგონია პუტინისტები ყოფილიყვნენ უმრავლესობაში. ეს ჯგუფიც ეგზოტიკურია და სპეციფიკურ (კარგი გაგებით) მსმენელს თუ მოიზიდავს. რობი უილიამსზე ფაშისტიც მივა და ლიბერალიც. 
”ნუ ჩამიშხამე რა საღამო თქვენი კომპლექსებით”-ეს იქნებოდა მათი პირველი გაფიქრება.
საბჭოთა წარსული მათაც დაგმობილი ექნებათ და არც გაიფიქრებდნენ, რომ რუსეთი დღესაც ოკუპანტია,"- წერს ექსპერტი.

წაკითხულია 726 ჯერ

Related items

  • „პროკურატურა, ძალოვანი სისტემა, სასამართლო არის ჩამოშლილი,“- რომან გოცირიძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, სასამართლომ, პრაქტიკურად, დაადასტურა ზაზა სალარიძის განცხადება, რომლითაც ის პროკურატურას მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებდა.

    „მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ადამიანის მკვლელები გამოვლინდა და ზაზა სარალიძეს შვილის მკვლელი - არა, ის მოელოდა, რომ სხვა სოციალურ კიბეზე მდგომი ადამიანია, რომელიც ამ სასამართლოში სამართალს ვერ იპოვის. ამ ადამიანის ეჭვები გამართლდა. ის ადამიანები, ვისაც ხელს ადებს, რომ მისი შვილის მკვლელები არიან, ეს ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების გაკეთებულია და ხელისუფლება მფარველობს მას. ეს არის მისი შიშების წყარო, სასმართლომ ეს ფაქტობრივად, დაადგინა. პროკურატურა, ძალოვანი სისტემა, სასამართლო არის ჩამოშლილი,“- განაცხადა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.

  • მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

    მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

    "მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სატესტო რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში, მეტროს მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს მეტროსადგურ „დელისამდე“.

    გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით.

    თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის” -აღნისნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ნუკრი ქანთარიამ რომან გოცირიძეს პარლამენტის სხდომაზე კუპონები მიუტანა

    “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციონერ კოლეგას რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კუპონები მიუტანა. 
    ნუკრი ქანთარიამ კუპონები გოცირიძეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით მისი კრიტიკის საპასუხოდ წარუდგინა.
    როგორც ქანთარიამ აღნიშნა, მას გოცირიძის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ აოცებს მისი თავდაჯერებულობა.
    “რომან გოცირიძის დიდი წარმატების და შემოქმედების მწვერვალი ჩვენ ვიცით. ეს „მწვერვალი“ ამასწინათ აღმოვაჩინე და წამოვიღე – გაგახსენებთ იმ დროს, საქართველოს მოქალაქეები უცბად მილიონერები რომ გახდნენ, ეს არის თქვენი მილიონები და როცა კრიტიკული გამოსვლა გექნებათ, იქნებ ესეც გაიხსენოთ”, - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ნუკრი ქანთარიამ და გოცირიძეს კუპონის რამდენიმე ერთეული კუპიურა წარუდგინა. 

  • საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 46,96%-ით არის გაზრდილი - GCAA

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 224 010 მგზავრი, რაც 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი).

    ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

    • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 5 თვის განმავლობაში მოემსახურა 1 005 605 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 703 405 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად მატებამ 42,96% შეადგინა;

    • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94,37%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 5 თვეში აეროპორტი მოემსახურა 54 432 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 143 546 მგზავრი შეადგინა;

    • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში მომსახურებულ იქნა 72 516 მგზავრი, რაც 33,22%-ით (18 084 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადის მხრივ, გასული 5 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება;

    რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 2 343 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 145 მგზავრით, შესაბამისად 95,58%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 5 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე 324 მგზავრს მოემსახურა.

    მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი (5 380 რეგულარული და 1 359 ჩარტერული), რაც 39,12%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (4 844). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 53 567 ერთეული გადაფრენა).

    მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, რაც 4 700,32 ტონით, შესაბამისად - 48,47%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

  • „საქართველოს რკინიგზა“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს

    „საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს. როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებებით ახალი შემადგენლობა ემატება, ხოლო თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით - სხვადასხვა კლასის ვაგონები. 
    „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 13 აპრილიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№878/877) თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე.
    ოთხ ვაგონიანი ელექტრომატარებელი 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს რეისებს. რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:15 საათზე, ზუგდიდან გამოვა 19:15 საათზე და თბილისში ჩამოვა 00:35 საათზე.
    ასევე, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№602/601) და ღამის და დღის სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის (№654/653 და №12/11) მიმართულებით, ემატება სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები.
    ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური